ანუ იდეაში არიან ორი ტიპის ნუბები. ადამიანები ვინც მანქანა არ იცის, მიდის ყიდულობს პირველივეს რაც მოეწონება და მერე დადის წლები, ისე რო არაფერი არ აწუხებს, დაჟე ისიც რო რეალურად ნაგავი ყავს, მთავარია დადის და საქმეს აკეთებს. და მეორე ტიპის, ჩემნაირი ნუბები, აი უცებ რო იწყებენ ყველაფერში გარკვევას, რო რაცშეილება რაციონალურად მიაგნონ სასურველ ავტომობილს, მარა ეს პროცესი მოულოდნელად უაზრო მაშტაბებამდე რო იზრდება და დროის კარგვაში გადადის. ხოდა რადგან წვალებაა, გადავწყვიტე რო ის მინიმუმი, რა დასკვნებიც და მიგნებებიც გავაკეთე ამ პერიოდში აქ რამე საერთო სახეთ მაინც გარდავქმნა. რავიცი იქნებ რომელიმეს გამოგადგეთ კიდეც, ან პირიქით აქეთ მირჩიოთ რამე.
მე რეალურად ნოლიდან დავიწყე, რადგან შეილება არ იცოდე კონკრეტულად რა მანქანა გინდა და ნელნელა ჩამოყალიბდე მარკაზე და მოდელზე, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ზოგადად მანქანა რაარი და რისგან შედგება ისიც არვიცი წესიერად (იმის მიუხედავათ რო მანქანით ნამუშევარიც მაქ). აქედან გამომდინარე არ ვიცოდი თუ რა ელემენტარული მონაცემების გარკვევით უნდა დამეწყო. იტოგში დიდი გზა გავიარე და შევეცდები ოდნავ მაინც გავამარტივო ჩემნაირი ტიპის ცხოვრება.
პირველ რიგში დავიწყებ სამი ვიდეოთი რომელიც იმის ზედაპირული წარმოდგენის საშუალებას მოგცემთ თუ ზოგადად რაარი ავტომობილი:
სტანდარტული სედანის საერთო მოწყობა, ანუ როგორ ფუნქციონირებს მანქანა
რა ფუნქციას ასრულებს ზეთი და როგორ ნაწილდება იგი უშუალოდ ძრავში
როგორ ფუნქციონირებს მექანიკური სიჩქარეების გადართვის მექანიზმი
აქედან უკვე უფრო ფართო საკითხები შემოდის, რომლებიც ალბათ ჯობია ერთად ჩამოვწერო და მერე ცალცალკე გავშალო.
1. ცოდნის ამაღლება მანქანის ექპლუატაციის საერთო საკითხებში.
2. შესაძენი მანქანის ფარგლებში, საჭირო პრიორიტეტების გამოკვეთილად ჩამოყალიბება. ანუ კონკრეტულად რა მომენტებია მყიდველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
3. საინტერესო სეგმენტის გარკვევის მერე კონკრეტული მოდელების შერჩევა და მათი ინდივიდუალური შესწავლა. იმის გარკვევა თუ რისი უნდა გეშინოდეს და რისი იმედი უნდა გქონდეს კონკრეტულ მოდელში.
4. ზოგადად ნახმარი მანქანებით ვაჭრობის სფეროში გავრცელებული თაღლითური სისტემების გარკვევა, რომ გამყიდველმა რაიმე კაი მაკიაჟიანი კატასტროფა არ შეგვტენოს.
5. უშუალოდ საყიდელი მოდელის არჩევის შემდეგ, სწორი დიაგნოსტიკის ჩატარების გარკვევა და საშუალების შემთხვევაში, ისეთი ადამიანის მოძებნა ვინც მოგეხმარებათ მანქანის სწორად შეფასებაში.
აი ზუსტად ეს ხუთი პუნქია რაც რეალურად მივიღე ერთი კვირის დაკვირვების შემდეგ. შეიძლება რამე ახალიც დაემატოს, ნამდვილად არაა გამორიცხული, მაგრამ ჯერ რაც არის იმის გრამატიკულად გაშლას შევეცდები ცალკე პოსტებში და თუ რაიმე შეიცვალა საერთო სქემაში, მაგასაც შევცვლი.