პოსტი მინდა გავაკეთო იმაზე რატო და როგორ დავიწყე კომიქსის კითხვა. ვიცი ბევრს ჩემნაირი დამოკიდებულება აქ და რავი, შეიძლება იმის მოსმენამ მე რამ დამაწყებინა კომიქსების კითხვა, სხვებსაც მიცემს მოტივაცია. We'll see.
პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ ძალიან სკეპტიკურად, ვიტყოდი ცინიკურად ვიყავი კომიქსების მიმართ განწყობილი. განსაკუთრებით სუპერგმირებზე კომიქსებზე და ნაწილობრივ ეხაც ეგეთი დამოკიდებულება მაქ.
კომიქსების პოტენციალში რომ გადმოეცათ ძალიან ძლიერი ექსპერიენსი არასდროს მეპარებოდა ეჭვი. ელემენტარულია, ის აერთიანებს ხელოვნების ორ ფორმას: ლიტერატურა და მხატვრობა. მათი შერწყმით რომ ძალიან საინტერესო რამის კეთება შეიძლება უბრალო ფაქტია. ლოგიკურია.
მაგრამ რამდენად იყენებდა ეს მედიუმი ამ პოტენციალს მეორე საკითხია. კომიქსებს სევდიანი ისტორია აქ, რომ გადახედოთ აქ მოღვაწე ავტორების დისკუსიებს რომელიც 30 წელზე მეტია გრძელდება, ბევრი ავტორი თვლის რომ ხელოვნების დარგად ჩამოყალიბების ბრძოლა წააგო მედიუმმა და თინეიჯერული გართობის პლატფორმად იქცა. იმის მიეხედავათ რომ არის შედევრი კომიქსები და ძალიან ძლიერი ავტორები, მედიუმმა ვერ გაიჩინა საკმარისად დიდი აუდიტორია და საზოგადოების აღიარება რომ გაჩენილიყო მოთხოვნა ხელოვნების ნიმუშის კომიქსებზე. რამდენად მართალია ესეთი ხედვა მეორე საკითხია მაგრამ ხშირად ვხვდებოდი სტატიებს მსგავსი პათოსით, განსაკუთრებით აქტუალური ეს თამაშების ბლოგებზე იყო. რომ დააკვირდეთ, კომიქსები და თამაშები ძალიან გავს ერთმანეთს. თამაშებიც სფეროა რომელიც ექსკლუზიურად თინეიჯერული/ბავშური გართობის პლატფორმად დაიწყო და ბევრი სპეკულაცია მიდიოდა იმაზე რომ შეძლებს თუ არა თამაშები კომიქსების ბედის არიდებას.
ამას ემატებოდა ის ფაქტი რომ ყველაზე მეტი კომიქსი სუპერგმირების გარშემო ტრიალებს. ეს თემა კიდე ერთი ძალიან დიდი, ფერადი აჯაფსანდალია რომელიც 70 წელიწადზე მეტია იზილება და ბევრ ნაგავს შეიცავს. ამ ყველაფერში გარკვევა და ჩაჯდომა, სურვილი რომც იყოს იმდენ დროსთან ასოცირდება რომ ძაან დამთრგუნავი პერსპექტივაა.
დიდი ხნის განმავლობაში ასეთი დამოკიდებულება მქონდა, და ჩავთვალე რომ ეს მედიუმია რომელიც უბრალოდ თავის დროზე გამოვტოვე და ეხა მასში გარკვევა, და დაწევა არ ღირდა.
პირველი რამაც გადამაფიქრებინა იყო Sin City. ფილმს რომ ვუყურე ატმოსფეროს პონტში ძაან დიდ მუღამზე მოვედი, მომენტებში მაქს პეინის კომიქსები გამახსენა და დავხურე ორივე თამაში თავიდან, ინტრო კომიქსებს ჩავუჯექი. მაგრამ არ მეყო ეს ყველაფერი და გადავწყვიტე კომიქსი მეცადა.
ძალიან ადვილად წაიკითხა და ატმოსფერული იყო. თავისებური ხიბლი ქონდა კარგად დახატული სურათების და მოკლე ტექსტის სინთეზს. რაღაცნაირი flow მიდიოდა რომელიც გიცოცხლება ისტორიას თვალწინ. წიგნის ბოლო ანოტაციებში ერთერთი კომიქსის ავტორის ჩანაწერი იყო, მისი წაკიტხვის შემდეგ უკვე კარგად გავიაზრე რას მოქონდა ეს ხიბლი. ზუსტი ფრაზა არ მახსოვს მაგრამ იდეა ასეთი იყო:
"კარგად აწყობილი კომიქსი აიძულებს მკითხველს თავად გაათამაშოს მოქმედება რომლისკენაც ავტორი უბიძგებს. როდესაც კომიქსის ერთ პანელში ნაჯახიანი კაცი დგას და მეორეში ჩანს როგორ უვარდება ხელიდან სისხლიანი იარაღი, მკითხველი თავად ავსებს მათ შორის ისტორიას. მკითხველი და არა ავტორი აკვლევინებს კაცს სხვა პერსონაჟს, მისი ნებით ეფლობა ნაჯახი სხეულში და შუაზე აპობს მას."
ძალიან იმოქმედა ამ ფრაზამ. ყოველთვის უფრო ვაფასებდი ნაშრომებს რომელიც მკითხველში/მაყურებელში აღვივებს ფანტაზიას და მის გონებაში ქმნის მთელ ახალ სამყაროს. ძალიან დამაინტრიგა იმ იდეამ რომ შეიძლება არსებობდეს მთელი მედიუმი რომელიც ამ მიმართულებაზეა მორგებული.
რეალობა რათქმა უნდა სხვანაირი გამოდგა. ეგეთი ეფექტი მართლაც რომ მხოლოდ კარგად აგებული კომიქსების წიაღში მიიღება, კარგად აგებული კომიქსები კი ცოტაა. უმეტესობა უბრალოდ აცაბაცად იყენებს ვიზუალურ და ტექსტურ მასალად. სიტყების კედელს მოყვება ნახატი რომელიც არაფერს უტოვებს ფანტაზიას და მშრალი, მხოლოდ გასართობად გამოსადეგი კონტენტი მიიღება.
ამის მერე დიდი ხნით დავიკიდე ისევ ქომიქსები და მხოლოდ სასაცილო Web comics-ებს ვკითხულობდი.
შემდეგ ბეტმენის Arham Asylum თამაშს ვთამაშობდი და მერე მე და Slayer განვიხილავდით. მითხრა რომ კომიქსიც იყო ამაზე, რაზეც მე გამახსენდა რომ წაკითხული მქონდა მაგ კომიქსის შესახებ.
ეს იყო საიუბილეო გამოცემა ბეტმენის, სადაც ფსიქოლოგიურ ისტორიაზე იყო აქცენტი და ვისუალური ნოველის ფორმატი ქონდა მიცემული. 3 წლის განმავლობაში ხელით ხატავდა მხატვარი კომიქსის გვერდებს და რაღაც განსხვავებული ექსპერიენსი მიიღეს.
ამის მიუხედავათ ბეტმენზე კომიქსის წაკიტხვა ძალიან მეზარებოდა. ბეტმენი ჩემთვის იყო cheesy პერსონაჟი ტიმ ბარტონის ფილმებიდან. ნოლანის ფილმების მიუხედავათ ფსიქოლოგიური ტრილერი და ბეტმენი ძალიან შორს იყო ჩემს წარმოსახვაში ერთმანეთისგან.
მაგრამ სლეირა მომიყვა სხვადასხვა ისტორიებს, სურათები მანახა Arkham Asylum-დან და ბოლოს გადავწყვიტე მენახა.
პირდაპირ ვიტყვი რომ გამომაყლევა ამ ვისუალურმა ნოველამ. ძალიან მაგარი იყო. უმაგრესი ნახატები, ამადეუს არკჰემის ტრაგიკული ისტორია, სიმბოლიზმით გაჟღენთილი სიუჟეტი. იმდენი სიღრმე იგრძნობოდა ყველაფერში რომ ალბათ ერთი 50 წაკითხვა და 2 წლის ვიკიპედიაზე გატარება იქნებოდა საჭირო ბოლომდე რომ ამოგეხსნა ყველაფერი. ნამვილად არ მოველოდი ამ დონის კონტენტს ბეტმენისგან.
სურათები
შემდეგ ისევ სლეირის რეკომენდაციით The Dark Knight წავიკითხე. ამ ისტორიამაც სერიოზულად იმოქმება. ძალიან ძლიერი რაღაც იყო. დაბერებული ბეტმენი, ფილოსოფიურ, პოლიტიკური ქვეტექსტები, უმაღლესი დონის პერსონაჟების გადმოცემა. სიუჟეტმა მეოთხე მეტალ გეარი გამახსენა.
მესამე კომიქსი The Killing Joke იყო. აქ უკვე გამოჩნდა ის ფიშკა რაც ბრიტანელმა ავტორებმა დაინახეს ამ კომიქში. ბეტმენი და ბევრი გმირი ძალიან დიდი ხნის წინ არის შემქნილი. 30-იან წლებში და ა.შ. მათი დახასიათება ხშირად ძალიან აფსურდული და ბუტაფორიულია. მშობლების სიკვდილით გაბოროტებული ბრაზიანი ბეტმენი, აფსურდული კლოუნი მანიაკი ჯოკერი. რაღაც კარდონული პერსონაჟების კარნავალს გავს სუპერგმირების სამყარო.
მაგრამ ამ ავტორებმა გენიალური გადაწყვეტილება მიიღეს, მათ გადაწყვიტეს სახე აეხიათ და ფსიქოლოგიურად გაემართლებინად და განევრცოთ ეს გმირები. მათ აირჩიეს რომ წარმოესახათ ჩვეულებრივი ადამიანები და რა იქნებოდა საჭირო რომ ბეტმენის ან ჯოკერის მსგავს არსებამდე მიეყვანათ. შემდეგ კი ოსტატურად შეასრულეს ეს ჩანაფიქრი.
შედეგი ზოგიერთ მომენტებში ენით აღუწერელად მაგარია. ყველაზე საინტერესო დრამები იკვლევს აბსოლუტურ ექსტრიმამდე მიყვანილ ადამიანის ფსიქიკას. აქ კიდევ ყველა პერსონაჟი მაგ ფაბულით იწყება.
Killing Joke-ის დასაწყიში ჯოკერი გარბის საგიჟეთიდან, ყიდულობს მიტოვებულ ატრაქციონს. ის კომისარ გორდონს ესტუმრება, ხერხემალში დაჭრის მის 16 წლის შვილ ბარბარას. გააძრობს ტანსაცმელს და სურათებს გადაუღებს. შემდეგ უკვე მოხუცებულ კომისარს ატრაქციონზე წაათრევს, ასევე გახდის და სექს მონის ტყავის ტრუსებში შემოსავს. საკუთარი შვილის შიშველ ფოტოებს აყურებინებს და ამ ყველაფერის მერე ბეტმენს დაპატიჟებს ატრაქციონზე.
კომიქსი მთავრდება იმითი რომ ბეტმენი და ჯოკერი წვიმიან ღამეში გარეთ დგანას და ბეტმენი ეუბნება რომ დაიღალა ამ ყველაფრით. ის მზადაა ბოლო იმედს ჩაეჭიდოს, მისცეს შანში ჯოკერს, დაეხმაროს.
ჯოკერი კი სულ ერთი წამით აბსოლუტურად გამოითიშება თავის სიგიჟედან და გულწრფელ პასუხს გაცემს.
ამის შემდეგ იყო რამდენიმო კომიქსი რომელიც ასევე ძალიან საინტერესოდ იკვლევდა, აბსოლუტურ ფსიკიკურ და ნებისყოფის ლიმიტზე გასულ პერსონაჟების შინაგან ბუნებას. იყო ასევე უბრალოდ საინტერესო ისტორები რომელიც ძალიან მაგარ ატმოსფეროზე იყო შესრულები.
მაგათ შემდეგ უკვე ტიპიური სუპერ გმირული ანანიზმი წავიდა და დავანებე კითხვას თავი.
საბოლოო ჯამში ჩემი დასკვნა და რჩევა ალბათ ასე შეიცვალა. ნამდვილად ღირს ჩაჯდომა და საუკეთესო კომიქსების წაკიტხვა. ძალაინ მაგარ ექსპერინსს მიიღებთ. თან ბევრი არაა რისი წაკითხვაც მოგიწევთ, სულ რამდენიმე ავტორია რომლებმაც შეძლეს ასეთ დონეზე აყვანა კომიქსების. მათ სიაზე სლეირს შეგიძლიათ მიმართოთ.
რას უნდა მოელოდეთ მათგან მაგის მაგალითად შეგიძლიათ V for Vendetta და The Watchmen აიღოთ.
***
თვითონ თემაშივე წარმოდგენილი საინტერესო კომიქსები:
Comics
Transmetropolitan
The Adventures of Tintin
Batman-ის რამდენიმე ძალიან კარგი და რჩეული სერია
Saga
Web Comics
The order of the stick
Will save world for gold
Looking for group
It will all hurt
Nimoha
Gaia
Unsounded
DataChasers
Earthsong
Ava's demon
Bongcheon-Dong Ghost
Romantically Apocalyptic