Unread post#19 » 05 Oct 2010 21:32
დავიწყე თამაში, დავიწყე კი არა, საკმაო მანძილიც გავიარე უკვე.
თავიდან ძალიან ეფექტურია, ვგულისხმობ ემოციებს, mare მომენტებს, მაგრამ რაც უფრო მეტს გავდივარ, ეს ფაქტორი თითქოს ჩამომრჩება და ნელ-ნელა საერთოდ ქრება. ანუ იმდენად არ მთავაზობს - არ ვიცი, ჩემზეა ეს თუ საერთოდ ასეა - მსვლელობისას რაიმე ახალს, რომ გეიმფლეისთან ერთად პროგრესიც ერთ მთლიან სახეს იღებს და კულმინაციას ვერ აღწევს, ისე ჩერდება. უეცარი, surprising მომენტები აკლია თამაშს, თუმცა მთლიანობაში ჯერ-ჯერობით საკმაოდ მომწონს, მერე-მერე ვნახოთ, ჯერ საბოლოო დასვკნის გაკეთებისგან, ბუნებრივია, თავს შევიკავებ.
I won't miss.