Unread post#25 » 02 Mar 2022 21:24
ერთი ლოკაციის გარდა ყველაფერი გავხსენი, უმეტესობა დანჯენიც გავიტანე.
დიდი სამყარო კაია, არაა პრობლემა, მარა როცა ამ დიდ სამყაროს და ამდენ დანჯენს ერთი და იგივე ბოსებით ავსებ და მარტო HP-ს უმატებ და მცირე კოსმეტიკას, ეგ ნიშნავს რო მთელი ეს სამყარო ტყუილად შექმენი. მესმის გაიმეორო ერთი და ორი ბოსი სიტუაციურად, მარა სიუჟეტურის გარდა ყველა ბოსი მეორდება, ზოგი მობად ხტება მერე, ზოგი დანჯენის ბოსად... როცა ასეთი უნიკალური ბოსების ტრადიცია გაქვს თამაშებში და დგახარ ახლა და სპამავ, ამით ყველანაირ უნიკალურობას აქრობ შენი ნამუშევრის და მაგას რო დავამატოთ ანიმაციები რომლებსაც წინა ნაწილიდან პირდაპირ კლონავ და მაგალითად მგელს აკეთებ სიფის მოძრაობებით სხვა ფერს, ბევრი კითხვის ნიშანი დგება უკვე მთლიანი კონტენტის ხარისხთან დაკავშირებით (არა კონკრეტულად ბოსის შესრულებაზე). ეს არის ცალსახად "ბევრი და იაფად" მიდგომა, რაოდენობაზე აქცენტი.
ერთ სასწორის პინაზე დევს მთელი ეს სიკარგე, ნამდვილი სოულსი, რაც გვიყვარს, მაგრამ მეორე პინაზე დევს უმეტესი დრო რასაც მიაქვს, ერთი და იგივეს კეთება ამხელა სამყაროში სადაც მრავალფეროვნება მარტო ვიზუალშია და აქა-იქ მონსტრებში (სიუჟეტურ ლოკაციებს არ ვგულისხმობ). აი მართლა ღორივით მივადექი ყველაფერი დავათვალიერე და ვერ ვხვდები რა მივიღე თამიშს გაწელვის გარდა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.