Luigi's Mansion 3
მეორე თამაშია რასაც ვთამაშობ სვიჩზე და ესეც საკმაოდ არა ცალსახა ექსფერიანსი გამოდგა (Link's Awakening იყო პირველი). თავიდან მაგარი აჟიტირებული ვიყავი. ნინტენდოს ექსკლუზივები საერთოდ უცხოა ჩემთვის, ამას პლიუს რეპუტაცია და უკვე ყველგან შედევრს ელოდები.
თამაში თავიდანვე სასწაულად პოზიტიური და ხარისხიანად გაკეთებული მულთფილმის მუხტი შემოაქ. ყველაფერი რაღაც პატარა დღესასწაულივით იწყება და ვითარდება. თავიდან დიდიხნის დავიწყებული გრძნობა მქონდა, რაღაც შენთვის სრულიად უცხო ტერიტორიაზე რო ხარ, აი ბავშობაში დიდ თაითლებს პირველად რო ნახულობ და რო არ იცი რას უნდა ელოდო. მაგრამ რამდენიმე საათის მერე გამოვერკვიე და უკვე გავედი იმ დონეზე, სადაც შემილია შედარებით ობიექტურად ვთქვა რა და როგორ არი შიგნით მოწყობილი.
ზოგადი ანალიტიკა რო გვერდზე გადავდო, პირადად მე რაც ყველაზე მეტად მომეწონა, სადღაც 12 13 საათი გეიმფლეის მერე, არის ზევით უკვე ნახსენები, ხარისხიანი მულტფილმის ვიზუალური სტილი. დეტალიზაციის, მრავალფეროვნების და სილამაზის გამო ყველა ოთახი, თუ ლოკაცია პატარა დღესასწაულივით აღიქმება.
ასევე დიდ პოზიტივში რასაც გამოვყოფდი არის გეიმფლეი მექანიკები. ერთ პატარა ლუიჯის აქვს ფანარი, სულების "გასაყინად", უნიტაზის ტუმბო ჯოხი, როგორც სასროლი იარაღი, მისტიური ლედ ფანარი, რომელიც დამალულ ობიექტებს აჩენს და მტვერსასრუტი რომლითაც ისრუტავ, ან "განისრუტავ" (პირიქით უბერავ) აფსოლიტურად ყველაფერს. ამას ემატება შენივე კლონის შექმნის შესაძლებლობა. "ტყლარწ-ლუიჯა" რომელიც თითქმის ყველა საინტერესო ფაზლის ამოხსნაში აქტუალურია - ერთი ეხმარება მეორეს. პლის გვაქვს სიტუაციური გეიმფლეი მექანიკები, რომლიდანაც ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, რისი ნახვაც ჯერჯერობით მოვასწარი, არის - ხერხი. ხერხი, რომლის აღების მერეც თამაში უცებ Red Faction: Guerrilla ხდება და სასწაულ სიამოვნებას განიჭებს. სადაც ეს ნივთია ხელმისაწვდომი იმ ოთახში თითქმის ყველაფერი დეტალურად ილეწება <3
თავიდან ვფიქრობდი, რომ თვითონ სასტუმროს დიზაინსაც ერთ-ერთ პლიუსად ჩავთვლიდი, მაგრამ რაც უფრო შორს გავდივარ, ექსფერიანსი მით უფრო გავს სწორ ხაზოვანს, ან უფრო მინი ჰაბების ექსფერიანსს - გაქ ერთი საერთული, გადიხარ, იწყება მეორე სართული. რაც დიდად ექსფლორაციის მუღამს არ აღძრავს. სრულიად სხვა საქმე იქნებოდა შენთვითონ რო ირჩევდე თუნდაც სართულს და დაბოდიალობდე იქით აქით. ან არათანმიმდევრობითი, რომ იყოს გახსნა, რომ უფრო ერთ დიდ ლოკაციად აღიქმებოდეს და არა ტურებად. თავიდან იყო ამის ილუზია.
ასევე იყო კიდევ ერთი ძალიან სერიოზული შემადგენელის ილუზია - ქოინების. ანუ რეალურად რისგან შედგება თამაში? ხვდები ახალ სართულზე, აქესფლორებ ოთახებს, ეძებ შემდგომი სართულის გასაღებს და აგროვებ, აგროვებ, აგროვებ, აგროვებ, უსასრულოდ აგრვებ გოლდს და ქაღალდის ფულს. მოცემულ რესურსს მომენტებში, შეიძლება ვთქვათ, რომ უბრალოდ ჰერიდანაც ისრუტავ. ყველგან და ყველაფერში ხმაურიანი მონეტებია დამალული და შენც ესე პატიოსანი ლაბორატორიის ვირთხასავით დაყვები ამ ყველფერს, არ ტოვებ ერთ კუთხეს - თაროები, კანალიზაციის მილები, ნაგვის ყუთები, დინამიკები, უჯრები, კარადები, ბალიშები, ფარდები, მაგიდები, ვაზები... მოკლედ ყველაფრიდან ისრუტავ ფულს და ... და ეს ფული არაფერში არ გჭირდება :) ანუ იმდენად ბუტაფორიული ეფექტის მქონე სისულელეებს ყიდულობ, რომ როდესაც ამის გაანალიზებას იწყებ სერიოზულად გიტყდება (თამაშის ნახევარი მაინც გავლილიმაქ და მაღაზიაში იყიდება მხოლოდ ორი სახარჯი ნივთი, რომლიდანაც ერთი აჩენს დამალულ სულს, რომელსაც ისედაც ვერ აცდები და მეორე აჩენს ქოინების ჩესთს, რომ მერე იმ ქოინებით იყიდო ქოინების ჩესთის გამომჩენი )))) ნუ იდეაში მიხვდით ). ტეხავს.
და რადგან გატეხვაზე გადავედით, ბარემ ერთსაც დავამატებ. თამაში რო დავიწყე, სადღაც 5 საათზე, ისე სასტიკად გავიჭედე, რომ მართლა განცვიფრებული ვიყავი. მერე გადავლახე კომპლექსი, შევედი და ვნახე სოლუშენი იუთუბზე. ძაან გამიკვირდა, რო იქ სადაც ყველაფერი კაზუალურია, უცებ რაღაც ვაფშე ნიპრიჩომ ფაზლი დამიდეს, რომელიც აი ძალიან ამოვარდნილია თამაშის დინამიკიდან, რის გამოც ჩემნაირი მოშნად ხალხი აღმოჩნდა. და ნუ კარგი. ერთი ნიჩივო. ესეთი ღირსებების თამაშს ნამდვილად ეპატიება. მაგრამ. ამ ყველაფრის მერე გავიჭედე კიდე მინიმუმ 6 7 ჯერ. კიდე ვიწვალე, ვიფიქრე და ყველა სოლუშენი მაინც იუთუბზე ვნახე. ეხა ძალიან რო არ გამიგრძელდებს მაგალითების გაშლას არ დავიწყებ, უბრალოდ ვითყვი რო ყველაფერი მუშაობს > დეველოპერის ჩანაფიქრი რო უნდა გამოიცნო, რომელიც ლოგიკური არ არი, მაგრამ ისე ვერ გახვალ < პრინციპით. რაც უკვე მთლიანობაში, იმ მინუსებთან ერთად რაც ზევით ვთქვი, საკმაოდ შემაწუხებელია. კარგია რომ ჯერ პლიუსების ფონზე თამაშის სურვილი ისევ მაქ, ვნახავ რა და როგორ იქნება და საბოლოოდაც მივაწერ რამეს.