რატო ასწორებს იაპონური თამაშის თამაში დასავლეთის კონვეიერშიკისთვის? იმიტო რო იწყებ და 10 წუთში 10 სხვადასხვა გეიმფლეი მექანიკა იცვლება. თამაში იწყება არკადული სპეის შუთერით, გადადის მექა ექშენში, მერე საიდსქროლერში, ტრანსფორმირდება მესამე პირის სლეშერში, გაგდებს 30 საეთულიანი სახლის ხელა ბოს-ფაითში, რომლის მოკვლის მერეც 3 იგივე ბოსი ერთად იჩითება, მერე ამ სამივეს ერთად კლავ და კაროჩე ტვინის აფეთქება... ეს ყველაფერი 10 წუთში.
ესეთ რამეს რო ვთამაშობხოლმე კაკრას მაშინ ვხვდები რამდენად უფანტაზიო როჟები არიან დასავლეთში ამ გიჟებთან შედარებით. იდეაში ყველაზე დიდი თავისუფლებაა თამაში ფანტაზიისთვის . ნებისმიერ რამეს გააცოცხლებ ასეთ თუ ისე, მარა აქ შაბლონებს მაინც ერთეულები ცდებიან.
Nier: Automata სადღაც 7 8 საათი ვითამაშე უკვე და ასე თუ ისე მივხვდი რითიც არი საინტერესო. ეს არი ძალიან დაბალბიუჯეტიანი სტუდიის თამაში, რომელმაც თავისი ორიგინალური იდეების ხარჯზე ცდილობს პროდუქტის გატანას. თამაშს ცვეტში PS2 დონის გრაფიკააქ, ყოვლად უვარგისი და უსახური. მარა. მარა დანარჩენი ყველაფერი ისეთი გააზრებულია რო პროსტა არ გჯერა. მაგ. ანდროიდში რომლითაც თამაშობ, ინვენტარის ყველა ელემენტი ინგეიმ ჩიპების სახითაა ჩაყენებული, ანუ შეგილია მოხსნა, ან გაანვითარო ძირითად გეიმფლეი სკილებთან ერთად - ამოიღო მინიმეფი, ან ჩადო XP მაჩვენებელი მოდული. გააზრებული და ერთ სისტემაში მოყვანილია კომბატიც. ყველაფერს თავის ფუნქციააქ, არი ძალიან დინამიური და სწრაფი.
აი სამყაროს ჯერჯერობით ვერ დაუმუღამე. იდეაში ოუფენვორლდია, მარა მაინც სიუჟეტურ ექშენზეა მორგებული რაღაცნაირად. ორივეს რო ცდილობს ცოტა გაუგებარია მერე როგორ უნდა აღიქვა, მარა თამაშთან ერთად მოვა მაგის გაგებაც. და ნუ სიუჟეტიც ჯერ საკმაოდ პრიმიტიულია, უბრალოდ თვითონ ამ რობოტების და ანდროიდების თემის გარშემო ტრიალებს, რის გამოც ბევრს დაევასება დღეს. ესეც სანახავია როგორ და რანაირად განვითარდება.