2014 წლის 22 ივლისს PS4 გამოვიდა Oddworld: Abe's Oddysee რიმეიქი სახელად Oddworld: Abe's Oddysee - New 'n' Tasty. თამაში შემდგომში კიდევ 7 სათამაშო პლადფორმაზე დაპორტირდა - PC, Xone, X360, PS3, IOS, Vita, WiiU. დეველოპერი Just Add Water.
ესეთი, ნოლიდან აწყობილი კლასიკის გამოშვება ყოველთვის მისწორდება, მარა ორიგინალ Oddworld ისეთი მაგარი სტილი და ატმოსფეროაქ, რო 3D-ში წარმატებულად გადატანის არ მჯეროდა და მეგონა რო დაკარგავდა მუღამს.
საბოლოოთ ორმაგად შევცდი. ვიზუალით და ატმოსფეროთი თამაში ძალიან კარგი გამოვიდა, მომენტებში ბევრად უკეთესი ვიდრე ორიგინალი, უბრალოდ პრობლემა სხვა მომენტებს შეეხო. თამაშს სერიოზულად აკლია პოლიში. არვიცი რისი ბრალია, 8 სათამაშო პლადფორმაზეა გამოსული და წესით პირიქით უნდა იყოს, მარა ფაქტია რო რამდენი მომენტი არაა სათანადოდ გააზრებული.
მთავარი რაც უნდა იცოდე სანამ თამაშს დაიწყებ, არი Quick Save-ის არსებობს შესახებ, ფუნქცია რომელიც ორიგინალში არ იყო ! ანუ თამაშში არი ჩექფოინთებიც და Quick Save-იც, რომელიც შეგილია ყველა ნაბიჯის მერე აკეთო. მე კიდე დაახლოებით 25 მოქმედებიან პლადფორმას გავდიოდი თავიდან დაწყებით, რის გამოც წავშალე ვაფშე (და უკვე მერე, ვიდეოს ყურებისას გავიგე ეს ყველაფერი))
როცა Quick Save არსებობის შესახებ არ იცი და თამაში ძველი მოწყობის გგონია, იყენებ მარტო ჩექფოინთებს, რომლებიც ისეა განაწილებული რო Point of No Return მომენტებს ქმნის, ანუ შეილება გახვიდე და ისეთ მომენტში დაასეივოს რო შეუძლებელი გახდეს პროგრესი და მოგიწიოს მთლიანი ეპიზოდის თავიდან დაწყება. სამი სუ ბოლომდე მიყვანილი ეპიზოდი ჩამივარდა საკაიფოდ.
მარა მთავარი ტკივილი მაინც, უშუალოდ ფაზლების მოწყობაა. სადღაც 95% ყველაფერი ისე მუშაობს როგორც გესმის და თამაში არი ძალიან სწრაფი, დინამიური, მაგარი ჩამთრევი. ესე პაზლ/პლადფორმერისგან როდის ვიკაიფე არც მახსოვს ბოლოს. თან ძაან ბევრი და საინტერესო მექანიკააქ თამაშს, რაც მოწყენის საშუალებას არ გაძლევს.
მარა სამწუხაროდ ჩითავს რამდენიმე ისეთი ადგილი, სადაც პროსტა ვერ მიხვდები რა უნდა ქანა. და ვერ მივხდები არა იმიტო რო შენი ბრალია, იმიტო რო პროსტა გაუგებრად არი აწყობილი კონკრეტული სცენა და youtube-ზე რო ნახავ პროსტა გიტყდება. შეილება ერთი NPC ისე იდგეს მეორესთან, რო 80% სროლის დროს კვდებოდეს ორივე და ერთის გადარჩენა იყოს საჭირო, ერთადერთი შანსია რო იდგე და ელოდო როდის გაგიმართლეს.
ყველა დაუმუშავებლობის გამო წამოსული "Rudeness" მიუხედავათ, მუღამი მაინც მეყო ბოლომდე მისასვლელათ, მარა არი ბოლო ეპიზოდმა, როგორც უკვე ვთქვი, დამაკიდებინა თამაში. გამოვედი, წავშალე და შევედი youtube-ზე.
და ვნახე ტიპი რომელმაც, ფაქტია რო არ იცის, არც დამალული გასასვლელის შესახებ (რომელიც მაგრად ამარტივებს გზას) და არც Quick Save-ის გამოყენება არ დაუმუღამებია. ანუ ტიპს მიკრო მოძრაობამდეაქ დაზეპირებული ყველაფერი, რამდენიმე საათი მინიმუმ მიაკლა და ამის ჩაწერის დროს უეჭველი ლოცულობს. ანუ არ დაგავიწყდეთ, ეს ყველაფერი უნდა გააკეთო ერთი შეცდომის გარეშე 2:30 ში.
და ამის მერე გავაძრე უკვე ჩვეულებრივი ადამიანი რომელიც შემთხვევით აძრობს დამალულ გასასვლელს და მერე ქვიქსეივით იწყებს თამაშს და მე კიდე ბაზარი არაა გავატარე, მარა აი ზედას რო ეგ ენახა უეჭველი დაადგებოდა Just Add Water დისლოკაციის ადგილს.
ერთი სიტყვით თამაშმა 75% რაც მასიამოვნა 25% სუ "სახე მარტყმევინა" მაგიდაზე. ამიტო თუ ითამაშებთ და თამაში ნამდვილად ღირს, ჯობია რო იცოდეთ ეს ყველაფერი რაც დავწერე და სიამოვნებასაც ბევრად მეტს მიიღებთ.
რამდენიმე სქრინი: https://i.imgur.com/gI4Li1B.jpg / https://i.imgur.com/F5L75lu.jpg / https://i.imgur.com/szwF5mp.jpg
პ.ს. და ბოლოს - სტუდიის მომდევნო პროექტი დაანონსებულია 2019 წლისთვის - Oddworld: Soulstorm.