დაახლოებით ერთი თვის წინ მოვკალი ბოლო კოლოსი, უბრალოდ ბევრი ნაიარევის გამო წერა ვერ მოვახერხე.
პირველი დახურვის დროს, ისე მოხდა რო მთლიანად მე არ მითამაშია. იყო კოლოსები რომლებიც საერთოდ ნანახი არ მყავდა, თან როგორც ეხა გავარკვიე, საკმაოდ ბევრი (ვიღაც მატყუებდა უშენოდ არ ვთამაშობო). ესეთი "რანის", რიმეიქის ხარისხის და გასული დროის გამო, რეალურად, რაღაც, თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ ახალის თამაშის განცდა მოვიდა.
თანამედროვე, ყველა ფორმის ინტერფეისებით, ჭრელი ფერებით, მენიუებით და ინფორმაციით გადატენილი თამაშების მერე, Shadow of the Colossus თავს მიტოვებულად გრძნობ და თამაში, განსაკუთრებით პირველ ეტაპებზე ძალიან ცარიელი გეჩვენება. შესაბამისად, შეილება ცუდათაც აღიქვა. მე მაგალითად სანამ საფუძვლიანად ჩაუჯექი, ცოტა დრო დამჭირდა კლიშეებისგან გასანთავისუფლებლად, მაგრამ როცა ამ მომენტს გადიხარ, ჯადოსნური სამყარო გხვდება.
დიდი,
უკაცრიელი, და
პირველყოფილი სივრცეების სილამაზე, რომელთანაც ძაან ცოტა პარალელი თუ გაივლება ინდუსტრიაში.
რაარი Shadow of the Colossus? ერთ სიუჟეტურ ელემენტს მორგებული, ერთი გეიმფლეი კონცეფცია, რომელზეც შეილება ვინმემ თქვას, რომ მოძველებულია, ან მარტივი, მაგრამ ეს ესე არაა, რადგან თამაში თავის საფუძველში ატარებს ამ მინიმალიზმის იდეას. აქ არ უნდა იყოს სხვადასხვა მისიები, საიდ ქვესთები, პერსონაჟები და სხვა თანამედროვე ოუფენვორლდის ელემენტები. ეს თამაში შექმნილია, მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ინტერაქტივის და გარემოს მეშვეობით გადმოსცეს ამბავი, ხოლო ამბის ცენტრალიზება მიღწეულია ზუსტად ამ ზედმეტი ელემენტების ამოღებით და მხოლოდ საჭიროს არსებობის ხარჯზე. ისევე როგოც ყველა კარგ მხატვრულ ნაწარმოებში, ან ფილმში.
ალბათ სხვა ნებისმიერ თამაშში, ესეთი ცარიელი სივრცეები რო მენახა, უბრალოდ ვიტყოდი, რომ დეველოპერმა იხალტურა, მაგრამ აქ ეს ერთი შეხედვით "უფუნქციო" გარემო იძენს ალბათ ერთ-ერთ ყველაზე საამაყო დანიშნულებას, იგი თამაშის მხატვრული ღირებულების გაზრდას ემსახურება და ბოლომდე
გძირავს საკუთარ თავში.
მიაძაკის ხელში გამოვლილს, კოლოსებთან ბრძოლა გინდა, რომ უფრო რთული და თავდადებული იყოს, მაგრამ ამის მიუხედავათ, ისინი თავიანთი ორიგინალურობით და მათში ჩადებული საიდუმლოთი, მაინც ახერხებენ სასიამოვნოდ გაოცებას. თან მიაძაკისგან გასხვავებით, აქ ყველა "ბოსი" სხვადასხვა პერსპექტივას გაძლევს თამაშზე და კიდე უფრო გიფართოვებს თამაშისგან მიღებული დადებითი ემოციების სპექტრს. ეხა ეს
კადრი მაგალითად, დღემდე არ მჯერა, რომ ჩემი გადაღებულია, რადგან უფრო რაღაც დამუშავებულ სიჯიაის გავს, ვიდრე თამაშის გეიმფლეი სქრინშოტს. და რო იცოდეთ რამდენია
ეგეთი. ზოგს ემოციურად, ისე, კარგ დონეზე
შეულია დაგძაბოს. მარა უმეტესწილად
დამაკმაყოფილებელ ,
კინომატოგრაფიულ სიამოვნებას იღებ.