შოუდაუნის ყიდვამდე მეორე და მესამე ნაწილების ყიდვა მინდოდა, მარა სტიმზე აღარ დევს. სავარაუდოთ მანქანების ლიცენზიებსააქ ვადა გასული და მაგის გამო. ხოდა შემთხვევით პლატი რუზე ვიპოვე აქტიური ქეი ძაან იაფად. მომენატრა რამე ბორბლებიანის თამაში და ეგრევე ჩაუჯექი
იდეაში ძაან გავს შოუდაუნს, მარა ბევრად ჯობია. DIRT სერიის რაღაც ფერადი სტილისტიკა, თავის "ჟოპალიზი" კომენტატორებით ისევ ადგილზეა. ადგილზეა Ken Block თავისი ყ..ბა ტრუკაჩული რეჟიმებით, რაც მაგრად არ მიყვარს. პროცესის მრავალფეროვნებას კი ძაან უხდება, თან რეალურად ხარისხიანად არი გაკეთებული, მარა მაინც.
ზოგადად მრავალფეროვნება ასწორებს. ყველა რბოლა განსხვავებულია ერთმანეთისგან, თან ჩემპიონატები ისეა დაყოფილი, რო ერთი რბოლის შემდეგ შეგილია საერთოდ სხვა ჩემპიონატის, რისი მუღამიც გაქ ის კონკრეტული რბოლა გაიარო, რაც სინგლის გასვლას რაღაც მაგარ დინამიკას აძლევს. არი დაახლოებით 10 სახეობის შეჯიბრი, მარა ძირითადი აქცენტი რალიზეა გაკეთებული. პატარა რბოლები, პლიუს მრავალფეროვნება და უცებ იქმნება ძალიან ბევრი პოზიტივის გენერატორი. მარა რაც ყველაზე მთავარია, მანქანის ტარებაა დონეზე. იგრძნობა ფიზიკური მასა, მატორის ხმა და რაც ყველაზე მაგრად ასწორებს, იგრძნობა სალონი. არვიცი რანაირად იჩალიჩეს, მარა ერთადერთი თამაშია (თუ დრაივქლაბს არ ჩავთვლი, მარა იქ ესე არ მომწონებია) სადაც მართლა ვიგრძენი ამ ხედის პროfეტი.
სიძნელეს რაც ეხება. თავიდან ძაან მარტივია დაყენებული. დახმარე ფიჩებია გაშვებული და უნდა გათიშო რო რეალურად სიამოვნება იგრძნო ტარებისგან, მარა ამ ყველაფრის გათიშვისას პახოდუ სიძნელის აწევა არ ღირს. ჯობია რო ნორმალი დატოვო და დამხმარე მომენტები გამორთო მარტო. რის შემდეგაც მივიღე იდეალური ნახევრად არკადა, რომელიც ძალიან დასტოინი გაკეთებულია. რავი ვნახოთ დალშე რა იქნება, შესაბამისად გამოუშვებ შთაბეჭდილებებს.
დაახლოებით ესე ხდება ყველაფერი: ღამე / თოვლი / მოწმენდილი, თოვლი