Unread post#11 » 26 Nov 2017 22:05
დავხურე.
თამაშის სეტინგი არის დედამიწის მაგვარი პლანეტა, რომელსაც დაეცა მეტეორიტი და მეტეორიტი შეიცავდა სპეციალურ მატერიალს Elex'ს, რომელმაც დაიწყო პლანეტის ცხოველების და ადამიანების გარდაქმნა.
რაღაც დროის შემდეგ გადარჩენილმა ადამიანებმა ჩამოაყალიბეს ფრაქციები განსხვავებული მოტივაციით და ხედვებით. თავისუფლების მოყვარულმა ხალხმა Outlaw ფრაქცია შემქნა, რომელიც ჩვეულებრივ იარაღს იყენებს, აცვიათ ამერიკელი იარაღის მოყვარული რედნეკებივით და ელექს გარდაქმნიან ნარკოტიკებში.
წესრიგის და ბუნების მოყვარულმა ხალხმა გადაწყვიტა რომ ინდუსტრიული რევოლუცია და პროგრესია დამნაშავე ამ ყველაფერში და შუასაუკუნეების ზმანით და იარაღებით დაიწყეს მოძრაობა. ასევე ისწავლეს ელექსის გარდაქმნა მანად რომლითაც კურნავენ პლანეტას და აბრუნებენ ბუნებას.
მეცნიერულად მოტივირებულმა სასტავმა რომელიც ასევე რატომღაც რელიგიურია გადაწყვიტა ცოდნის დაგროვება და ტექნოლოგიური წინსვლა და ტიპიურ ფუტურისტულ ფენტეზის ზმანზე და არქიტექტურაზე გააკეთა არჩევანი.
კლერიკებიდან კიდევ ელექსზე შემჯდარი, უემოციო ფრაქცია ჩამოყალიბდა ალბები, რომლებიც კლერიკებივით ფრაქციაა ოღონდ თეთრ ზმანზე. ალბები ადამიანის და რობოტის ჰიბრიდ მისტიკურ არსებას მიყვებიან, რომლის მონაც შენ იყავი მანამ ვიღაცამ არ გიღალატა, მკვდარი არ დაგტოვა და ელექსისგან დაცლილმა შენი ადამიანობა და ემოციები არ იპოვე.
ამ ყველაფრის ფონზე კი თანამედროვე დედამიწის სტილში რუინებია, რომლებიც რატომღაც ქართული სოფელ ქალაქების სტილშია გაკეთებული და უცებ ხაშურში თუ გეგონათ თავი არ გაგიკვირდეთ.
ამ ფრაქციებზე სავარაუდოდ გადაწყვიტეს სამი ჩიტის ერთი ქვით მოკვლა და ფანტასტიკის, ფენტეზის და სამხედრო თემების მოყვარულების ერთად მოთაფლვა.
სამი ჩიტი კი მოკლეს საბოლოოდ მარა განხვავებული გემოვნების მოთამაშეების მოთაფვლვის მაგივრად მგონი პროსტა სამი მკვდარი ჩიტი მიიღეს.
სტრუქტურით თამაშე მესამე გოთიკას გავს ყველაზე მეტად. თითო ფრაქციას თითო მოზრდილი, სახასიათო ტერიტორია აქვს. უსრულებ მისიებს, იკვლევ სამყაროს და ა.შ.
ხარისხის ამბავში, ცუდი არ არის მაგრამ ვერაფრით მოდის იგივე გოთიკა 2-ამდე. სთორი მარტო ბოლოში ხდება საინტერესო, ექსპლორაცია ცუდი არაა მაგრამ არ დააკვდები ზედ ინტერესით თამაშით, კომბატი და ბალანსი ტრაკშია, ქვესტები მოსაწყენი არაა მარა არც დიდად საინტერესოა, გრაფიკა კაი მოძველებულია და ცოტაა ლამაზი ტოჩკები.
რამე მაგარი ვეში თუ არ გაქვთ სათამაშო და პროსტა რამე B დონის RPG გინდათ ითამაშეთ. დალშე რეკომენდაციას ვერ გავუწევ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.