დაიწყო იანვარი, დაიწყო ყინვები და გაუთავებელი წუწუნი იმაზე თუ როდის წავა ეს ზამთარი და როდის დადგება ზაფხული. ყველას გამოცდათა ციებ-ცხელება კლავს და ცხოვრება მდორე რიტმით მიედინება. გადავწყვიტე ოდნავ გამომეცოცხლებინა ეს განყოფილება და ტრადიციულად შემოგთავაზოთ ახალი შთაბეჭდილება, ამჯერად კი თქვენის ნებართვით გავაგრძელებ იქიდან სადაც ადრე გავჩერდი, კერძოდ კი რეზიდენტის მეორე ნაწილზე.
მესამე ნაწილის დაწყება საკმაოდ გამიხარდა, ვინაიდან თამაში გრძელდება ჩემი საყვარელი პროტაგონისტით - ჯილ ველენტაინით, რომელიც გვევლინება ერთობ ვულგარულ სამოსში - ლურჯი მოღებული კაბა, მოკლე შავი კაბა და ყავისფერი ჩექმები. ხელთ უპყრია მ-16 და მზად არის მუსრი გაავლოს ზომბებს. წინა სტატიებიდან მოგეხსენებათ რომ, პირველი ორი რეზიდენტის სტილისტიკა და ესთეტიკა საკმაოდ მომეწონა და მშვენიერი შთაბეჭდილებებიც დატოვა. მესამემაც იგივე გაიმეორა, თუმცა სხვებისგან განსხავებით ეს უკანასკნელი უფრო ბლოგბასტერს და "ბოევიკს" მთავაზობდა ვიდრე უბრალოდ ურბანულ კოშმარს ზომბებზე. მომეწონა ახალი აპგრეიდები, რამაც გამიადვილა თამაშის პროცესი და წინებთან შედარებით უფრო კარგი experience მომცა.
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო ის ფაქტი რომ, მესამე ნაწილმა ინვენთორი მენეჯმენტი ახალ საფეხურზე აიყვანა. დიახ მეგობრებო, ამჯერად შემეძლო საკუთარი ტყვიების შექმნა ინგრედიენტების შერევით, სწორედ ისე როგორც რაიმე გემრიელ სალათს ამზადებენ ხოლმე. ამ მხრივ, ტყვიები და ამუნაცია ისე ხშირად აღარ ყრია კუთხეებში როგორც ადრე იყო ხოლმე, დაქრაფთავთ საჭირო ტყვია-წამალს და you're ready to go. მიუხედავად იმისა, რომ სეთინგი ისევ გადამწვარი და განადგურებული ქალაქია, ნაღდად არ მქონია ის განცდა - "ოჰ ეს ხომ მეორე ნაწილშიც ვნახე, big deal", უფრო მეტიც, საინტერესო იყო ჯილის პერსპექტივით რექუნ სიტის ხელახალი დალაშქვრა. როგორც ამბობენ, "გამეორება ცოდნის დედაა"-ო და გულს ახარებდა ნაცნობი ლოკაციების ხელახალი ვიზიტი. პირველი ნაწილისგან განსხვავებით, ჯილი უფრო მამაცი, მოქნილი და badass გახდა, მომეწონა evade ფუნქციის დამატებაც, ისე ოსტატურად ვახერხებდი ზომბებისგან და ნემეზისისგან თავის დაძვრენას რომ ჩემი თავის მიკვირდა. ოო, ნემეზისი არ გამიცნია თქვენთვის მეგობრებო. ეს ერთი თავზეხელაღებული, ჩაფსკვნილი, გონიერი და ნაბოზვარი არსებაა რაც კი ოდესმე მინახავს ტირანტის მერე (მეორე ნაწილში). უფრო მეტიც, ტირანტზე ასი თავით ჭკვიანია და იარაღის გამოყენებაც იცის (კერძოდ კი Rocket Launcher-ის). მის ტვინში მხოლოდ ერთი მისიაა ჩაბეჭდილი - მოკლას STARS-ის ყველა წევრი და მათ შორის ჯილიც. ყოველი მისი შეხვედრა გულის გასკდომას იწვევდა და მუსიკაც შესაბამისი ირთვებოდა მასთან შეტაკებისას. თავიდან პირველ ორ შეხვედრაზე, მოუმზადებელი შევეჩეხე და თავისთავად Game Over გარანტირებული იყო, თუმცა ყოველთვის გქონდეთ ინვენთორი ყუთში შენახული მაგნუმი და ერთგული ვინჩესტერი. რაც შეეხება Evade-ის ფუნქციას, ნემეზისთან ბრძოლის დროს საკმაოდ კომფორტული რამ იყო.
ავღნიშნავდი ასევე იმასაც რომ, მესამე ნაწილს აქვს ცოტ-ცოტა replay value, ანუ თამაშის ზოგიერთი სცენა ჩემს არჩევანზე იყო დამოკიდებული, უმეტესობა ამ არჩევანისა რისკის ტოლფასი იყო, ზოგს შეიძლებოდა მოვეკალი, ზოგს გადავერჩინე, ხოლო ზოგს კიდევ უარესი რამ მოყვებოდა. ხელახალი გასვლის შემდეგ ცხადია ბევრს დააინტერესებდა რამოხდებოდა თუ ის ამ არჩევანს გააკეთებდა. გახსოვთ მეორე ნაწილში რამხელა თავისტკივილი იყო ზომბების ურიცხვი არმია რომელიმე კარების უკან? ვინჩესტერითაც კი საკმაოდ ძნელი იყო მათი ამოჟლეტა. well, fear not, რადგან მათ განადგურებაში ყოველთვის მეხმარებოდა ახლომდებარე წითელი კასრები და ასაფეთქებელი რაღაცეები. კიდევ ერთი კარგი დამატება თამაშში. ერთადერთი საყვედური რაც მესამე ნაწილის მიმართ მაქვს არის ის რომ სთორი კამპანია საკმაოდ მოკლეა ;/ it's gone like an angel's kiss. მართალია ოდნავი ვარიაციისთვის (როგორც ეს მეორეში იყო) შეგვეძლო სხვა პერსონაჟით - Carlos Oliveira-თი თამაში, რომელიც საკმაოდ ქარიზმატული და თავის თავში დარწმუნებული mercenary იყო, ("I know. You want to ask me out. All the foxy ladies love my accent. It drives them crazy." ვერაფერს იტყვი.) მაგრამ მაინც. ახალი პერსონაჟების სიმრავლით მესამე ნაწილი არ გამოირჩევა, UBCS-ს წევრებს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ მთლიანი კამპანიის თამაში საკმოდ დაძაბული, საინტერესო და ატმოსფერული იყო ჩემთვის. რათქმაუნდა იყო ჩელენჯი, ნემეზისის გინება ბოლო სიტყვებით, სხვადასხვა ფაზლების ამოხსნა, ინვენთორი მენეჯმენტი, ტყვიების გამოზოგვა (მომენტებში), but still მესამე ნაწილი ერთ-ერთი საუკეთესო გახდა ჩემთვის როგორც ყველა სხვა დანარჩენი, მიუხედავად იმისა რომ ეს უკანასკნელი, როგორც ზემოთ ვახსენე, ექშენზე და ბევრ-ბევრ აფეთქებებზე იყო ორიენტირებული.
ატმოსფერულად მესამე ნაწილი ზუსტად ისეთივე საშიში და დაძაბულია როგორც წინა ნაწილები, ისევ ის სიმარტოვის განცდა, ბრძოლა გადარჩენისთვის. ერთი სიტყვით ნაცნობი ფორმულის ხელახალი გამეორება კარგი გაგებით. მუსიკის მხრივ, როგორც წინები, მესამეც მშვენივრად უმკლავდება ამ საკითხს და კარგად გადმოაქ ის განცდები და ემოციები, უფრო სწორედ აკომპანიმენტს უკეთებს ჩვენს შიშებს. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი კომპოზიცია - ნემეზის გამოჩენაა, რომელიც ნათლად აღწერს რას ვგრძნობ როცა ამ საშინელებას ვეჩეხები. სხვა მხრივ, მესამე ნაწილმა უდიდესი სიამოვნება და მშვენიერი გამოცდილება მომცა survival horror ჟანრში.
(c) Blankbanshee666