Armikrog
Pencil Test Studios ახალი პროექტი. დუგლას ტენნეიპლი (კომპანია Pencil Test Studios მთავარი დიზაინერი) თავის კოლეგებთან მაიკლ დიცთან და ედი სკოფილდთან ერთად მოცემულ პროექტამდეც ახარებდნენ გულშემატკივარს თავიანთი თამაშებით: შორეულ 1994 წელს SegaMegaDrive-ისთვის გამოშვებული პლადფორმერი Earthworm Jim, და ცოტა მოგვიანებით PC-ზე 1996 წელს გამოსული ქვესთი The Neverhood. სამწუხაროთ ამ ორი თამაშის პირდაპირ გაგრძელებას ამჯერად ვერ მივიღებთ. თამაშების უფლებები სხვა კომპანიას ეკუთვნის. როგორც კი არ ეცადა დეველოპერი საერთო მოგების მქონე პროექტზე დაყოლიებას, უფლებების მქონე პირებმა მაინც უარი განაცხადეს თანამშრომლობაზე. Armikrog-მა მისი წინამორბედის The Neverhood-სგან მისი მთავარი ხიბლი, პლასტელინის სამყარო გადმოიღო, რომელიც დუგლას ტენნეიპლმა ჯერ კიდევ 1988 წელს შექმნა. ახალ პროექტში გადმოვიდა იუმორით და საინტერესო სიტუაციებით გაჯერებული სათამაშო პროცესიც. დეველოპერების თქმით, თოჯინების თეატრის მსგავსი ანიმაცია მოთამაშეებს სასწაულის შეგრძნებას გაუჩენს, ხოლო ამ ყველაფერს დამატებული დიზაინერების გამოკვეთილი მხატვრული სტილი - თამაში სასწაულმოქმედ ზღაპარს დაემსგავსება...
Armikrog სიუჟეტი ჩვენ სხვა პლანეტაზე გადაგვიყვანს. მთავარი გმირი სახელად ტამმინავტი თავის საყვარელ ცხოველთან ერთად - უთვალო პლასტელინის ლეკვი Beak-Beak (მსგავსი სახელი ძაღლს სავარაუდოთ მისი უზარმაზარი ცხვირის გამო ერგო), რომელსაც ლაპარაკი შეუძლია, ავარიაში ხვდებიან. ტომმი გონებას კარგავს, იგი გონს მის მეგობარ ძაღლს მოყავს. შეჯახების შედეგად - მათი ტრანსპორტი დაზიანებულია და აღდგენას არ ექვემდებარება. მათ წინ უზარმაზარი მისტიური სასახლე არმიკროგია აღმართული, რომელიც სავსეა სხვადასხვა უცნაური არსებებით და ასევე უცნაური ნივთებით. ჩვენი მეგობრები ტერიტორიის შესასწავლად მიემგზავრებიან და ბედის, თუ უბედობის გამო, ცოტა მოგვიანებით ისინი სასახლეში გამოკეტილები აღმოჩნდებიან. საჭიროა გაქცევა, გზათ კი მათ უამრავი თავსატეხის ამოხსნა და საიდუმლოს გაგება მოუწევთ.
Armikrog სათამაშო პროცესი. ქვესთი საკმაოდ ორიგინალური გამოდის. ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ თამაშში ჩვენ სასახლის სხვადასხვა ოთახების გადაადგილებას შევძლებთ, ასევე მოგვიწევს სხვადასხვა მექანიზმების გროვება და მათი მეშვეობით გზის გაკვლევა. იქნებიან სხვადასხვა სახ