გასულ წელს LittleBigPlanet (PS Vita) და Rag Doll Kung Fu: Fists of Plastic გამომცემელი სტუდია-დეველოპერმა Tarsier Studios, თავიანთი ახალი და საკმაოდ ატმოსფერული ჰორორ ედვენჩერი სახელად Hunger დაანონსა. ანონსთან ერთად პირველი გეიმფლეი ტრეილერიც გავრცელდა.
დეველოპერების მტკიცებით, თამაში სტელს მექანიკაზე, პლადფორმინგზე და თავსატეხებზეა დაფუძვნებული. Hunger მოთამაშეს, პაწაწინა გოგონას სახელად სიკსის მართვის აღება მოუწევს საკუთარ თავზე, იგი გაურკვეველი სახის მონტრებმა მოიტაცეს და შემზარავ წყლისქვეშა ადგილას სახელად The Maw-ში დაამწყვდიეს.
Hunger-ში, რომელიც წარმოადგენს სურვაიველ ჰორორებისთვის დამახასიათებელ, დაძაბული ატმოსფეროს და გასართობი თავგადასავლის ნაზავს, ყველაფერი მრგვალი სახლის პერსპექტივაშია წარმოდგენილი. რაც უფრო შორს გადიხართ, მით უფრო გადღაბნილი ხდება რეალობის და ფანტასტიკის საზღვრები.
რაც შეეხება პლადფორმებს - დეველოპერები ამტკიცებენ, რომ დასაწყისში თამაში მხოლოდ PS4-ის იქმნებოდა, ხოლო გარკვეული მოვლენების შემდეგ, მათ პლადფორმების რაოდენობის გაზრდა გადაწყვიტეს და ახლა იგი თანამედროვე კონსოლებზე და PC-ზეა მოსალოდნელი.
არც ისე დიდი ხნის წინ შვედურმა სტუდიამ Nordic Game Program და Creative Europe პროგრამების მიხედვით 200 ათასი ევროს ოდენობის დაფინანსება მიიღო და ამ მომენტისთვის იგი დაახლოებით 40 ადამიანისგან შედგება. თამაშის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.