გამოგონილ ფერელდენის სამეფოს, სადაც თამაშის მოქმედება ვითარდება, დემონური "სიბნელის ქმნილებების" შემოსევა ემუქრება. ქვეყნის დაღუპვისგან გადასარჩენად, სერი რაინდების ორდენში შესულ, მთავარ გმირს, კოლეგიის შეკრებვა, მოწინააღმდეგე დაჯგუფებების შერიგება და სამოქალაქო ომის შეჩერება მოუწევს. Dragon Age: Origins მსვლელობისას მოთამაშე თამაშის ფართო სამყაროს გამოიკვლევს, რის დროსაც ბევრი შეტაკების გადატანა და დავალების შესრულება მოუწევს.
ხანგრძლივი - ექვს წლიანი - დეველოპმენტის პერიოდის მიუხედავად, Dragon Age: Origins კრიტიკოსებმა საოცრად თბილად მიიღეს, მას ასევე სხვადასხვა გამომცემლობებისგან დაწესებული უამრავი ჯილდო გადაეცა, მათ შორის 2009 წლის საუკეთესო თამაშის ტიტულიც იყო. 2010 წელს თამაშისთვის დამატება სახელწოდებით Dragon Age: Origins — Awakening გამოუშვეს, 2011 სრულფასოვანი მეორე ნაწილი, Dragon Age II გამოვიდა, რამდენიმე ხნის წინ კი მესამე სერიაც ვიხილეთ.
რადგან ვთამაშობ ვიფიქრე, რომ გახსნაც არ იქნება ცუდი იდეა. უკვე ალბათ ერთი 25 საათი დამიგროვდა, ბევრი თავგადასავალი იყო, ბევრი საუბარი, ბევრი ბოროტების დამარცხება, დაჟე მორიგანიც მავსტყანი, მარა რაღაცის ნიხვატკაში ვარ და ვერ ვხვდები ზუსტად რატო. ნიტო პერსონაჟებია ძალიან პლასტიკური და დამაჯერებლობა აკლიათ, ნიტო მხოლოდ დიალოგების და კომბატის მონაცვლეობის ციკლმა დამღალა, ან უბრალოდ კომბატი არაა საკმაოდ საინტერესიდ გაკეთებული, ანუ ესე კონკრეტული მიზეზის დასახელება მიჭირს, მაგრამ ფაქტია რო უკვე დავაგდე ტემპი, ცოტა მომბეზრდასავით და თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს თამაშისადმი. რო ხურავდით იყო რამე მსგავსი თუ პროსტა ვატრაკებ?