Unread post#96 » 04 Jul 2015 00:59
ამ პოსტის წერა თამაშის დახურვისთანავე დავიწყე, სერიოზული შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი და მინდოდა რო თავი მომეყარა ფაქტებისთვის რაც წამოვიღე, მარა ეხა რო გადავხედე ძალიან ცუდათ მეწერა, ამიტო კიდე ერთხელ შევეცადე დამეხვეწა და ვინც დახურავთ არ დაიზაროთ გადაკითხვა, მაინტერესებს თქვენი დასკვნები და შეხედულება. დამიჯერეთ ეს არ არის სპოილერი, რადგან მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფის შეკრული სურათია, ხოლო სურათის შეკვრა ამ თამაშში ყველას თავისის უწევს.
ანუ ზოგადი იდეა ჩემი თვალთახედვით ისეთია, რომ ყველა ადამიანის მსგავს რასას რომელსაც თამაშის სამყაროში უცხოვრიათ, არსებობის დროს ხშირ შემთხვევაში დიდი ტრამვების გადატანა უწევდათ, ხდებოდა ისეც რომ ტკივილისგან "გიჟდებოდნენ", მათი ცნობიერება ფართოვდებოდა, იშლება რეალობის და სიზმარის საზღვარი, რაც ძალიან ბევრის დანახვის საშუალებას აძლევდათ. ამაში გავლით ისინი ამაღლებულთა (სხვა აქამდე უხილავი ცხოვრების ფორმების) სამყაროს ხედვას იწყებენ, მათთან კონტაქტში შესვლის შესაძლებლობა ეძლევათ და თავადაც შეუძლიათ ამაღლდნენ (აი ეს მომენტია ძალიან გაუგებარი და ქვევით ვიტყვი ცალკე). მაგრამ ისინი არ არიან ღმერთები, აქ საერთოდ არ არსებობს მცნება ღმერთი, აქ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი გადარჩევის სისტემა რომელიც სიცოცხლის ყველანაირ ფორმას ეხება და ერთნაირად, მკაცრად და წარმოუდგენელი სისასტიკით არჩევს. ღმერთი არ არი ფიქცია, არიან ღმერთზე ზევით და მის ქვევით, ანუ სხვადასხვა განვითარების დონეზე მდგომი არსებები შემდგარი სისხლისგან და ხორცისგან - ამაღლებულები, რომელთა წარმომავლობა, იერსახე და მიზანი ბურუსით არის მოცული. ყველა მათგანი უნიკალურია და კიდევ ვიმეორებ, სისხლისა და ხორცისგან შედგება.
ჩვენთვის ცნობილი ისტორიის თანახმად, მათ კვალს პირველად პტუმერუს რასამ მიაკვლია. ისინი შევიდნენ კონტაქტში ამაღლებულებთან რის გამოც საბოლოოდ იღუპებიან - იკარგებიან თავიანთ აშენებულ ლაბირინთებში.
გადის დრო და დიდების კვალს ახალი არსებები (თამაშის პერიოდში კონკრეტული ადამიანების რასა) პოულობენ. მათ გონიათ რომ ღმერთების კვალს მიაგნეს (ღმერთების თავიანთი გაგებით) და მათთან დაახლოების და გაგების მცდელობებს იწყებენ. სისხლი რომელიც ლაბირინთში მოიპოვეს და რომლის მეშეობითაც ყველაფერი იკურნებოდა სინამდვილეში ადამიანებს მხეცებად აქცევს. ხალხი ამის მიუხედავად მაინც აგრძელებს ძველი სისხლის მოხმარებას. მეცნიერები კი ცდილობენ უფრო ჩაუღრმავდნენ ძველების ცოდნას - მათ უწევთ "შინაგანი თვალების გახელა", მათ უწევთ რეალობასა და სიზმარს შორის საზღვრების წაშლა, ამით ისინი გიჟდებიან, ცდებიან რეალობის აღქმას და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ "დიდების" დანახვა, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ თავიანთ კითხვებზე პასუხის მიღება და თავადაც განდიდება, მაგრამ საუბედუროთ უმეტეს შემთხვევაში ვერ უმკლავდებიან ცოდნას რისი სასჯელიც ძალიან დიდია, ისინი განდიდების გზაზე მათივე ძალით შექმნილ კოშმარში რჩებიან საარსებოდ. ისინი უბრალოდ მზად არ აღმოჩდნენ ამ სიმართლის დანახვისთვის, აქ მათი ადგილი არაა. ხალხი კი ამასობაში კვლავ სისხლის მოხმარებას აგრძელებს, იარნამს კი მხეცებზე მონადირეები აცარიელებენ.
***
ზოგადად მაინც გაუგებარია ამ განდიდებულების ფორმების და წარმომავლობის ლოგიკა, ანუ შეიძლება იყვნენ განდიდებული ადამიანებიც, სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებიც და საერთოდ ყველანაირი ფორმის ხილული ან უხილავი სიცოცხლეც (რამდენადაც მე ვხვდები). გადარჩება მხოლოდ ყველაზე ძლიერი სიცოცხლის გამოვლინება...
ანუ იდეაში გამოდის რო ინაპლანეტურ სისხლს (რა იგულისხმება ამ სისხლში არავინ იცის ზუსტად, ან სიცოცხლე, ან რაიმე ცოდნა, ან ორივე ერთად) მიაგნეს და დაიწყეს მისი მეშვეობით ხალხის განკურნება მარა ამას მოყვა ადამიანების მხეცებად გადაქცევა, მაინც გააგრძელეს გამოყენება, მივიდნენ თვითონ ამ სისხლის წარმომავლობამდე, დაინახეს განდიდებულები, შევიდნენ კონტაქტში, ვერ გაუძლეს დაიღუპნენ, გაგიჟდნენ და ზოგიერთი მათსავით განდიდდა. ანუ ძალიან გაუგებარია ამ განდიდებაში რა იგულისხმება. ანუ იმ სუპერ არსებად გადაქცევა რომელიც მთელს გალაქტიკაში ყველაზე წინ წასული სიცოცხლის ფორმა იქნება? ))) .... ჩაის დალევა ჯობია