Unread post#22 » 30 Sep 2020 19:58
პირველ ჩაპტერში ვარ და ექსპლორაციის მეტს არაფერს ვაკეთებ, ფულს ვაგროვებ, ვძლიერდები და ახალი ადგილების აღმოსაჩენად მივიდვარ.
ექსპლორაცია და აღმოჩენის შეგრძნება აქვს უმაღლესი დონის, შეგიძლია აისხა იარაღი, გაემზადო და წახვიდე თავგადასავლების საძიებლად.
კომბატი აქვს საშინელება, პირველ ფლეისთეიშენზე უკეთეს კომბატებს აკეთებდა ხალხი, მაგარი არაკომპეტენტურობაა ეს. გოთიკში ბევრად ინტუიციური კომბატი იყო, ამაზე ცუდი სადმე თუ მინახავს არც გამიგრძელებია თამაში.
კვესტები შინაარსით ისე რა, მარა საინტერესო და ცხოვრებისეული დეტალებითაა სავსე, რაც დამაჯერებლობას აძლევს.
დიალოგებში პერსონაჟს თავზე რო ვერ აჯვავენ და ცინიკური პასუხები რო აქვს ეგ მომწონს ძალიან, წონას აძლევს ეგრევე გმირს თითქმის ყველა სხვა თამაშისგან განსხვავებით, სადაც ან დუმილით უთმენ ხოლმე მასეთ პასუხებს, ან სხვა გზა არ გაქვს გჭირდება და უნდა დაიჯვა რატომღაც.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.