Star Citizen - დეველოპმენტის პროცესში მყობი კოსმოსური სიმულატორი მხოლოდ პერსონალური კომპიუტერებისთვის. მოცემულ მომენტში თამაშის შექმნაზე კრის რობეტსის 2012 წელს ჩამოყალიბებული Cloud Imperium Games Corporation მუშაობს. კრისის წინა პროექტების სია: Wing Commander, Privateer, Freelancer, Starlancer და სხვები. Star Citizen-ის შექმნა 2011 წელს, CryEngine მოდიფიცირებულ ძრავზე დაიწყო. მის შესაქმნელად საჭირო თანხების მოძიება კი Kickstarter-ზე გახსნილი გვერდის მეშვეობით გადაწყდა. კომპანიის ბოლოსთვის თამაშმა Kickstarter-ზე 2 134 374$ დოლარი, ხოლო თამაშის ოფიციალურ საიტზე 4 231 323$ დოლარის მოგროვება შეძლო.
სამყარო:
ადამიანების ცივილიზაცია შორეულ კოსმოსს არის მოდებული. მათ, ნაცნობი გალაქტიკის ფაგლებში უკვე ბევრი პლანეტა დაასახლეს. ახალი რეგიონების ათვისების პარალელურად უცხო რასებიც იქნენ აღმოჩენილი, ზოგიერთ მათგანთან დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება მოხერხდა, ზოგთან კი საქმე მხოლოდ საბრძოლო შეტაკებებით სრულდება. თამაშის დასაწყისისთვის, კაცობრიობის უდიდესი ნაწილი, ორად დაყოფის საშიშროების წინაშე მდგომი, საერთო დედამიწის იმპერიის ნიშნის ქვეშ არის გაერთიანებული.

- თავისებურებები:
- რეალურად, პროექტი ორი მჭიდროდ დაკავშირებული კომპონენტისგან შედგება: Star Citizen - მულტიფლეიერ "სენდბოქსი" მძლავრი კოსმო-სიმულატორული შემადგენელით; Squadron-42 - სოლო მისიების ნაკრები. საერთო ჯამში, დაყოფა ალბათ უფრო კონტენტურია და არა ტექნიკური - Star Citizen/Squadron-42 თამაში როგორც დეველოპერის მიერ კონტროლირებად გლობალურ სერვერზე, ასევე პირადათ თქვენთვის, ან თქვენი მეგობრებისთვის შექმნილ პრივატ სერვეზეა შესაძლებელი. პირველ ვარიანტში, მოთამაშისთვის სამყაროს საერთო სტატისტიკა, დეველოპერების მიერ მოწყობილი ივენთები და თამაშის უახლესი აფდეითები გახდება ხელმისაწვდომი. მეორეში, პრაივეთ სერვერების მფლობელები (სურვილისამებრ) კონტენტის დამატებებს მაინც მიიღებენ, მაგრამ აი ივენთებში მონაწილების მიღების საშუალება მათ უკვე აღარ ექნებათ.
- Squadron-42 სოლო დავალებების გავლით Star Citizen-ის გლობალურ მულტიფლეიერში გაკვეულ უპირატესობას მიიღებთ.
- 2012 წელს გამოსულ თამაშებთან შედარებით, ხომალდების მოდელების და გარემოს ვიზუალური ხარისხის გაკეთება ათჯერადი უპირატესობითაა დაგეგმილი.
- ხომალდების მოდიფიცირება უამრავი პარამეტრების მიხედვით იქნება შესაძლებელი, რაც მართვის და ბრძოლის მონაცემებთან ერთად, მის ვიზუალურ მხარეზეც აისახება.
- თამაშთან ერთად დეველოპერები მოდიფიკაციების ინსტრუმენტარის გამოშვებასაც გეგმავენ, მისი მეშვეობით თამაშის პრივატ სერვერების მოდიფიცირება იქნება შესაძლებელი.
- Mod Tools დახმარებით, თამაშის ორიგინალში თქვენს მიერ შექმნილი ობიექტების დამატებაც შესაძლებელია, ამისთვის მხოლოდ დამტკიცების პროცედურის გავლა იქნება საჭირო.