თამაში რომელზეც ეხა ვილაპარაკებ, Microsoft-ის ალბათ ყველაზე დიდ ექსკლუზივს წარმოადგენს. მოთამაშეები Remedy-სგან მწერალი-ნოველისტის ისტორიის გაგრძელებას ელოდებოდნენ, მაგრამ ფინელებმა გასულ E3 სრულიად ახალი პროექტი დაანონსეს. სტუდიის თანამშრომლების მტკიცებით, ახალ თამაშში დეველოპერები Alan Wake თხრობის სტილს და Max Payne ტიპის ექშენ ელემენტებს გაოიყენებენ, ასევე ერთდროულად რამდენიმე პერსონაჟით მოგვიწევს თამაში. ცნობილი ფაქტები:
Quantum Break - ეს გახლავთ ახალი ექშენ-შუთერი დროის მართვის შესაძლებლობით.
თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ ჯეკ ჯონსით, ან ბეტ უილდერით. გარკვეულ მომენტებში, დროში მოგზაურობის ტექნოლოგიების შექმნაზე ორიენტირებული, მეგა კორპორაცია Monarch-ის ხელმძღვანელის, პოლ სერინას როლის მორგებაც მოგიწევთ. დიდი ხნის წინ პოლი და ჯეკი მეგობრები იყვნენ.
დროში მოგზაურობის ექსპერიმენტი უეცრად არასწორად წარიმართა და სამყაროს სხვადასხვა ფრაგმენტებად დაშლა გამოიწვია. მოცემული ფრაგმენტები დროდადრო ერთმანეს ეჯახებიან. კატასტროფის ეპიცენტრში მოხვედრილ გმირებს კი უეცრად დროის მართვის საშუალება ეძლევათ.
პოლს ყველაზე შთამბეჭდავი შესაძლებლობები გააჩნია. იგი წინასწარ ხედავს მომავლის სხვადასხვა ვარიანტებს და საკუთარი სურვილისამებრ ირჩევს მათ. ზუსტად ამ არჩევანის გაკეთება მოუწევთ მოთამაშეებსაც.
სერიოზული სიუჟეტური შეცდომების თავიდან ასაცილებლად, Remedy-იმ თამაშზე სამუშაოდ, CERN-ზე მომუშავე მეცნიერი მიიწვია. მან აუხსნა გუნდს კვანტური ფიზიკა და მოეხმარა რეალურ სამეცნიერო თეორიებზე აგებული, ყველაზე ლოგიკური სიუჟეტური ხაზის შექმნაში.
თამაშის პარალელურად ტელესერიალსაც იღებენ, რომელიც მოთამაშეებს მოცემული სამყაროს, პერსონაჟებს და სხვა დეტალებს უფრო კარგად გაცნობაში დაეხმარებათ.
პირადი:
ძალიან დიდი დროა გასული ამის ანონსიდან და დღემდე ვერ ლაგდება ეს თამაში ჩემ თავში. Remedy ნამდვილად ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ, მარგრამ რაღაც უცნაურის განხორციელება უნდა ლეიკს უკვე დიდი ხანია (Alan Wake-შიც იგრძნობოდა რაღაც მსგავსი). მაგრად არ მომწონს ეს პარალელური სერიალის თემა, არ მესმის თამაშის მთავარი კონცეფცია და არ მომწონს ვიზუალურად (კარგი გრაფიკის მიუხედავათ, ძალიან უსახურია რაღაცნაირად). დროსთან მანიპულაციების თემაც აშკარად ვერ იწვევს ჩემში ინტერესს და თან ისეთი დაბალი სისტემატიურობით ისმის თამაშის შესახებ, რომ მგონი ბოლომდე თვთონაც არ ესმით რას აკეთებენ. იმედიმაქ არ ჩაისვრიან.