No Man's Sky, PC, PS4, Xone

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11826

No Man's Sky

Unread post#1 » 25 Jan 2014 15:41

No Man's Sky
>>>

Spike VGX 2013 შოუს მსვლეობისას Hello Games სტუდიამ (Joe Danger სერიების დეველოპერთა გუნდი) თავიანთი ახალი და საკმაოდ ამბიციური პროექტი დაანონსეს - No Man's Sky. სამეცნიორო ფანტასტიკის კლასიკის მსგავსად თამაშის მოქმედებაც შორეულ მომავალში განვითარდება - უამრავი დასახლებული პლანეტა, სადაც არაკისის მსგავსი ქვიშის უზარმაზარი ჭიებიც კი გვხვდებიან. NMS მულტიფლეიერ თამაშია, რომელშიც კონტენტის უზარმაზარი ნაწილი ავტო გენერირებადია. გამოკვლევისთვის ხელმისაწვდომია მთელი გალაქტიკა, მზის სიტემები და პლანეტები. დეველოპერები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოგზაურობის დროს მოთამაშეს არცერთი ერთმანეთის მსგავსი პლანეტა არ შეხვდეს (ცოტა ძნელი დასაჯერებელია, მარგამ იმედს ვიტოვებ). უკვე აღმოჩენილი, შემთხვევითობის მეთოდით გენერირებული პლანეტების ხედებით ტკობის გარდა, მოთამაშეები თავიანთი ხომალდებით ღია კოსმოსში მოგზაურობას, ძვირადღირებული რესურსებისთვის ბრძოლას და ჯერ კიდევ უცნობი ტერიტორიების ათვისებას შეძლებენ.

>>>

    სხვადასხვა ცნობილი პორტალებისთვის მიცემული ინტერვიუების ყველაზე საინტერესო ამონარიდები:
  • "ყველა პლანეტა და მზის სისტემა პროცედურულად გენერირდება, მაგრამ ამის მიუხედავად ყველა მათგანი ერთი და იგივე კანონებს ემორჩილება, მაგალითად ყველას ექნება საკუთარი ეკო სისტემა. როდესაც ერთი მოთამაშე გარკვეულ პლანეტას აღმოაჩენს, იგი სხვა ყველა მოთამაშისთვისაც იწყებს არსებობას, აქედან გამომდინარე, გამოკვლევის პროცესი შეიძლება ასევე თამაშის სამყაროს შექმნის პროცესთანაც გავაიგივოთ.
  • მოთამაშეებს, მონახულებული პლანეტების სერიოზული გარდაქმნა შეეძლებათ, მაგრამ ჯერ დეტალებზე ლაპარაკისგან თავს შევიკავებთ".
  • "Hello Games არტ-დირექტორის განცხადება: ეს რეალურად ის თამაშია რომელშიც skybox შეზღუდვა არ იქნება [განმარტება: ტექნიკური ტერმინი, რომელიც ჩატვირთული ეტაპის ზომას განსაზღვრავს]? ეს ძალიან უცნაური და ძალიან "ტეხნარული" თვისებაა, მაგრამ... ეს ჩვენი თამაშის პირველი სერიოზული "ფიჩი" უნდა გახდეს: No Man's Land - პირველი თამაში skybox გარეშე".
  • "თამაშს ყველა მოთამაშე, გალაქტიკის მოშორებული კუთხიდან, საკუთარ პლანეტაზე დაიწყებს".
  • "ნებისმიერი პლანეტა რაც გზაზე შეგხვდებათ თავის დასახელებასთან, ატმოფეროს მონაცემებსა და რესურსებთან ერთად საერთო გალაქტიკურ რუკაზე აღინიშნება.
  • "როდესაც რაიმე პლანეტას პირველები აღმოაჩენთ, თქვენ მუდამ მის პირველაღმომჩენად დარჩებით. თუ პლანეტაზე ბევრი ფასეული რესურსია ეს მის მხარეს კიდევ უფრო მეტ მოთამაშეს მოიზიდავს".
  • "სიკვდილით ვერ მოკვდებით, მაგრამ შესაძლოა ყველაფერი დაკარგოთ. აქ არ არსებობს თამაშის დამახსოვრების ფუნქცია. დიახ, თქვენ პროგრესს ვერავინ ვერ შეაჩერებს სანამ ხომალდი გყავთ, მაგრამ თუ მას ვინმე გაანადგურებს, თქვენ ყველაფრის გარეშე რჩებით - თქვნი ხომალდი თქვენი ყველაფერია".
No Man's Sky Trailer >>>
ძაან სერიოზული შთაბეჭდილება დატოვა ტრეილერმა პირველად რო ვნახე. რაღაც მსგავსი პროექტები ბევრი წამოვიდა ჩვენ დროს. ბევრი ინდი დეველოპერი ცდილობს რაღაც ამდაგვარის გაკეთებას, უბრალოდ რაც ნანახიმაქ ყველაფერი ძალიან დაბალ დონეზე გამოიყურება და ამ უსაზღვრო თავისუფლების უკან რეალურად არაფერი არ დევს. ამჯერადაც ბევრი არაფერია არაა უშუალოდ გეიმფლეი მექანიკაზე ცნობილი, მარა ვიზუალური თვალსაზრისით ნამდვილად გამოირჩევა სხვებისგან. პირადად მე დიდი იმდეით ველოდები და რამე საინტერესო თუ გახდება პროექტის შესახებ ცნობილი აუცილებლად დავწერ.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

No Man's Sky

Unread post#2 » 25 Jan 2014 15:49

skybox არის დიდი ყუთი რომელიც მიბმული აქ გეიმ ვორლდს და ცის ფუნქციას ასრულებს. აი წარმოიდგინეთ კარდონის ყუთს შიგნიდან რომ მიახატოთ ვარსკვლავები და გეიმ ვორლდს ჩამოაცვათ თავზე.

მაგის განვითარებული ვერსიაა Skydom რომელიც მრგვალია.

skybox არ იქნება ნიშნავს რომ ცაზე რაღაც ბუტაფორია კი არ ეკიდება, შეილება პროცედურული ფენები იყოს ატმოსფეროს და ფონზე პლანეტები მართლა მოჩანდეს. ანუ რასაც ცაში ხედავ მერე იქ მიდიხარ რეალურად.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11826

No Man's Sky

Unread post#3 » 25 Jan 2014 23:54

ხო, ანუ შეილება ობიექტი ბექგრაუნდის პონტში დაიხატოს, მარა იქ მისვლა შეგეძლოს თემაა. ძაან სერიოზული ჩანაფიქრია, პროსტა არამგონია რო შესაბამის დონეზე განახორციელონ , რადგან ამის შესაბამის დონეზე განხორციელების შემთხვევაში რევოლუცია იქნება ჟანრის ))

ყოველშემთხვევაში აქამდე რაც ანახეს ძალიან მომეწონა. Starbound მსგავსი იდეის გამო დავითრიე და რათქმაუნდა ამ ვიზუალით უფრო მინდა მსგავსი რამ.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

No Man's Sky

Unread post#4 » 26 Jan 2014 07:08

ბიჭო რავი მგონი ვიდეოში ჩანს ატმოსფეროდან როგორ გადის და პლანეტიდან პირდაპირ კოსმოსში ხვდება, ლოადინგის გარეშე. ეგ თემაა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

No Man's Sky

Unread post#5 » 26 Jan 2014 14:10

ჩვეულებრივად არის გამოსაკვლევი ლოკაციები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ მანძილებზე და ამათ შორის მიმოსვლა შეიძლება რა. შესაბამისად ფონადაც ჩანან
I won't miss.

Riddick
Posts: 11826

No Man's Sky

Unread post#6 » 14 Mar 2014 06:22

მარიაჟობენ თავიანთი ავტომატური გენერირების ტექნოლოგიით ))
იმდენად მაგარია რო შედეგებს რო ვნახულობთ ცოტა შიშის გრძნობა გვეუფლებაო
ესეთი სახე მიხდება ხოლმე მსგავს ინფორმაციაზე - >>> (RUS)

Riddick
Posts: 11826

No Man's Sky

Unread post#7 » 10 Jun 2014 18:24

მაგრად მომწონს მარა ძალიან ტრეილერისთვის გაკეთებულს გავს - >>>

სქრინები: 1 2 3
არტი: 1 2 3

User avatar
Mchedlo
Posts: 873

No Man's Sky

Unread post#8 » 02 Jul 2014 12:00

გეიმპლეი კადრები ვნახე და რაღაც კითხვები გამიჩნდა სავით, ლაიკ, მარტო ექსპლორეიშენზე ხო ვერ იქნება აწყობილი ? მაგალითები მოყავთ ეს და ეს შეგილიათო, მარა ჩვენებით არ გვაჩვენებენ...

Riddick
Posts: 11826

No Man's Sky

Unread post#9 » 07 Dec 2014 02:13

UPD - Portal Gameplay Trailer >>>
ტრეილერები ძალიან კარგი გამოსდით, მაგრამ აი რეალურად თამაში როგორი იქნება ჯერ მაინც ძნელი მისახვედრია
UPD - PlayStation Experience Gameplay Trailer >>>
დღეისთვის მეორე ტრეილერი. აქ უფრო უკეთესად ჩანს კონცეფცია, ანუ ღია კოსმოსის მაგივრად მხოლოდ მისი რუკის მსგავსი მოდელია წარმოდგენილი (ტეხავს).

Riddick
Posts: 11826

No Man's Sky

Unread post#10 » 04 Mar 2015 23:32

თამაშში მოთავსებულია რობოტი რომლის მოვალეობაშიც, ყურადღება, თვრამელი კვინტილიონი პლანეტის გამოკვლევა შედის. ანუ იგი დადის თამაშის სამყაროში და მოკლე ვიდოებს (გიფ ანიმაციების სახით) უღებს ყველა მათგანს და აგროვებს გარკვეულ ინფორმაციას. არ დაგავიწყდეთ ის ფაქტი, რომ თვითონ Hello Games მხოლოდდამხოლო 4 ადამიანისგან შედგება, ანუ მათთვის ფიზიკურად შეუძლებელია ამხელა სამყაროს დათვარიელება, ხოლო ზონდი კი მათ ამაში ეხმარება. ანუ ტიპებმა ფაქტიურად შექმნეს გალაქტიკა, თავისი მილიარდობით ვარსკვლავით და მზის სისტემებით.
ეს კი თვითონ პატარა სტატია რუსულ ენაზე, ძალიან საინტერესოა და გირჩევთ გადაავლოთ თვალი >>>
საეჭვო რაღაც გამოსდით, მარა ძალიან საინტერესოა თვალყურის დევნება.

Riddick
Posts: 11826

No Man's Sky

Unread post#11 » 24 Jun 2015 23:11

ამ E3 გავრცელებული მასალების თავმოყრა >>>

არვიცი რა ვთქვა. ერთისმხრივ ისევ საინტერესოა, მარა მეორესმხრივ თითქოს ცარიელი და უაზრო. კაი ნახავ ერთი დღე პლანეტებს, ორი დღე, მერე რას იზავ? საქმე არ ჩანს თამაშში.

Riddick
Posts: 11826

No Man's Sky

Unread post#12 » 20 Jul 2015 00:35

კიდევ ერთი ლამაზად წარმოდგენილი ვიდეო, მარა რაც უფრო მეტს ვნახულობ ესეთ ვიდეოების მით უფრო ეჭვი მეპარება რო რამე რეალურად კარგი და საინტერესო გამოვა, რისი თამაშიც დიდიხნის განმავლობაში არ მოგბეზდება...

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

No Man's Sky

Unread post#13 » 20 Jul 2015 00:45

არადა იმენა ზაფხულში სათამაშო ვეშია. ეხა უნდა იყოს გამოსული.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11826

Re: No Man's Sky

Unread post#14 » 07 Mar 2016 19:15

პრევიუდან მოვდივარ. ცოტა გამოირკვა ბურუსი კიდე.
მთავარი დაწოლა მიდის პერსონაჟის და ხომალდის განვითარებაზე.
არი რესურსები, არი ფასეული რესურსები, რომლებიც შეგილია გაყიდო, იყიდო აფგრეითები.
არი სპეციალური სეივის ადგილები, თუ პლანეტები, არვიცი. დანარჩენი სადაც არ უნდა მოგკლან, ამ სეივის ადგილიდან რაც ქენი, მთლიანი პროგრესი გეკარგება. Dark Souls პრინციპი. სიფრთხილის მომენტის შემოტანისთვის არი გაკეთებული.
თამაში ოფიციალურად ითვლება ონლაინ პროექტად, მარა ზომების რეალური მოთამაშეების შეხვედრის შანსი ძალიან მცირეა.

მთლიანი პრევიუ

მთლიანი დაწოლა ისევ ამ ავტომატურად გენერირებად პლანეტებზე + სამყაროს სიდიდეზე მიდის, მაგრამ ამ პლანეტებზე უკვე ავტომატურად გენერირებული საინტერესო სიტუაციები თუ იქნება ეგ არ არი ნათქვამი, უფრო არ. და თუ არაფერი არ მოხდა, ესეიგი არცერთი პლანეტა არაა საინტერესო უშუალოდ გეიმფლეის თვალსაზრისით. მარტო ვიზუალი შეილება იყოს ყურადღება მისაქცევი და რესურსების სახეობები.
ბრძოლა ძალიან ცუდია, არ ვიცი ვის უნდა გაუჩდეს ამ ელემენტის განვითარების სურვილი.
ფრენაში რა უნდა გაანვითარი მაგასაც ვერ ვხვდები, ხომალდის სიჩქარე? თუ ბრძოლის უნარიანობა? არ ვიცი .
ზოგადი მიზანია გალაქტიკის ცენტრში მისვლა, მაგრამ რატო არავინ არ ამბობს.
სხვა მოთამაშე რო შეგხვდეს სავარაუდოთ არავითარი ურთიერთქმედების საშუალება არ გექნება, მაქსიმუმ ჯორნის მსგავსად რამეს თუ ანიშნებ...

ვერ ვხვდები ამ თამაშის დანიშნულებას, ან მიზანს. დაახლოებით ესეთი შეხედულება მიყალიბდება უკვე: უბრალოდ რაღაც ფორმულა გააძრეს და ამ ფორმულის გაყიდვა უნდათ, ბერავენ ჰაიპს, პირველი კვირა გაიყიდება, მერე გაირკვევა რო დედა აქვთ საგინებელი, მარა ფული უკვე ნაშოვნი ექნებათ. პროსტა ყველაფერი მაგაზე მეტყველებს, თამაშში გეიმფლეი არაა როგორც ესეთი. ტიპები საინტერესო ფიჩად ახალი აღმოჩენილი თევზისთვის სახელის დარქმევას გტენიან, სასაცილოა და ტეხავს ))

Riddick
Posts: 11826

Re: No Man's Sky

Unread post#15 » 07 Mar 2016 21:30

და პოსტის გაკეთების მერე, ზუსტად ერთ საათში ვნახულობ
No Man's Sky - The Horrible Truth

თან დამთხვევის გაკვირვება და თან სიცილს რო ვერ აჩერებ მომენტი ერთად მოხდა

Riddick
Posts: 11826

Re: No Man's Sky

Unread post#16 » 12 Aug 2016 16:00

გამოსვლის ინფო:
Release Date: Aug 9, 2016
Developer: Hello Games
Genre(s): Adventure
Metascore 71
User Score 5.0

არაერთგვაროვანი გამოდგა მოლოდინების შესაბამისად. ცარიელი, საინტერესო კონტენტს და გასართობ გეიმფლეი მექანიკებს მოკლებული თამაში. მეჯიქ რანდომი ესე გამოიყურება http://imgur.com/Nxoedeb არი კიდე უფრო საინტერესო ვარიანტები https://gfycat.com/OldfashionedUnkemptF ... ybutterfly ანუ რაც გაკეთებულია ისიც საეჭვო ხარისხისაა
+ თამაში იყიდება 60 დოლარად, რაც მაგარი სუიციდია დეველოპერებისთვის, სახეს გააცლის ქომუნითი ეხა ამათ :hmm:
დანქის მოკლე მიმოხილვა https://www.youtube.com/watch?v=Mgfxo3CLdNM
ხო და რაც მთავარია მულტიფლეიერი არ ყოფილა რამდენადაც ვიცი, ამიტო ჟანრში ვერ გავერკვიე ჯერ და არვიცი ზუსტად რომელ განყოფილებაში უნდა იყოს.

Riddick
Posts: 11826

Re: No Man's Sky

Unread post#17 » 17 Aug 2016 02:08

და სახის გაცლაც დაიწყო https://www.youtube.com/watch?v=A8P2CZg3sJQ
ეხა ჩემ საწყის ენთუზიაზმს და საბოლოო რეალობამდე გზას რო უყურებ რაღაც ზნეობრივი გაკვეთილი ისახება :med:
მარა კარგად შეფუთული იდეას დარწმუნებულივარ კიდე ბევრჯერ ვიყიდი
პირველი ორი დასკრიფტული ტრეილერის დამსახურებაა ეს ჰაიპი და ის ორი ტრეილერი მართლა სერიოზულია

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: No Man's Sky

Unread post#18 » 17 Aug 2016 09:35

ხო მე რო მიხვდი რომ ეგ ხდებოდა გამიქრა ინტერესი ვაბშე თამაშისადმი.
არადა ძაან თემაა არასენდბოქსი, გახსნილი სამყაროს თამაში კლასიკური სთორის გარეშე სადაც შენ თვითონ შექმნი შენ თავგადასავლებს და შენი ingame experience გახდება ძალიან საინტერესო თავგადასავალი და სთორი. ის რაც სკაირიმის 150 მოდით გაჩყიპვის შედეგად მივიღე და განვიცადე.
და ამასაც ქონდა ამის პოტენციალი, პროსტა ხალხს მართლა ქონდა მარტო ალგორითმი და არავითარი ხედვა ან რესურსები რომ აზრიანად გამოეყენებინათ. დასანანია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11826

Re: No Man's Sky

Unread post#19 » 17 Aug 2016 11:32

ძირითადი გეიმფლეი არ ვარგა, ან ცოტაა ეგ რო მომხდარიყო. ალბათ ორი ამდენი დრო უნდა ქონოდათ დამატებით რო რამე საინტერესოთი შეევსოთ სამყარო. ეხა მარტო გარსია. მარტო ონლაინ pvp და რესურსების მოპარვის შესაძლებლობა რო ყოფილიყო ვაფშე სხვა თამაში გახდებოდა, პროსტა თავიდან რაც იყო იმ ორ ტრეილერში იმის იქით აღარ წავიდა საქმე

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: No Man's Sky

Unread post#20 » 29 Aug 2016 18:37

ადრე ეგეთი დაავადება ვნახე რაღაც დოკუმენტურში, ტიპებს იმხელა სტრესი ქონდათ საზოგადოდ ლაპარაკის რომ რამეს თუ გრძნობდნენ მოეთხოვებოდათ იტყუებოდნენ და "იძლეოდნენ" მაგას. და მგონი ამის ავტორს ჭირს ეგა :D https://www.youtube.com/watch?v=Kuz3WET ... tu.be&t=52
აი რო შეხედო ძაან სტრანად იტყუება, ნერვული სიცილით და დაძაბული. მაგარი გადავია თუ ეგ მომენტია და ყველა ინტერვიუს მერე აჯვავდა თიმი რა დაპირდი შიგ ხომ არ გაქო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 68 guests


cron