ჩემი და უბისოფტის ურთიერთობა ძალიან დაძაბული ფორმებით მიედინება და ჩემში ყველანაირ ნაგავს აღვიძებს, ვიგონებ გინების ახალ ფორმებს და მინდა საფრანგეთის ოფისში რო გახდილი მიუვარდე, მაგრამ არა ამჯერათ. ამჯერად ბევრი რამის პატიება მიწევს, რადგან ეს თამაში ძალიან დიდი პატივისცემის ღირსია. ისე ჩუმათ გამოვიდა და გაიარა გვერდზე, რო ძალიან ადვილად შეილებოდა დავიწყება. ბევრმა დარწმუნებულივარ ზუსტად ესე გაატარა, მარა მე რატომღაც მომინდა თამაში (ვიცოდი რო თვითონ დეველოპერებისთვის მტკივნეულ თემაზე იყო და ალბათ ამიტო).
გასვლის დროს პირველი რაც მახსენდებოდა ეს იყო მაშინარიუმი, რაღაც ძალიან მსგავსია აღქმის თავლსაზრისით. + ზუსტად იგივენაირადაა ფაზლებისადმი მიდგომა - რამეს თუ ვერ აკეთებ გარკვეული დროის შემდეგ მოფრინდება მტრედი და მოგიტანს კონვერტს მინიშნებასთან ერთად. შეილება ვინმეს ეს არა ჰარდკორული ეჩვენოს, მაგრამ ჩემი აზრით, მოცემულ ელემენტს ედვენჩერები სრულიად სხვა დონეზე აყავს. ესეთი მიდგომით არ გიწევს რაიმე ნაწილში თვეობით გაჭედვა და სთორითელინგის რიტმიდან ამოვარდნა. ყველაფერი დინამიურად ვითარდება და შენც უფრო ჩართული ხარ მიმდინარე მოვლენებში.
განვითარებულ მოვლენებს რაც შეეხება, პირველი მსოფლიო ომი ყოველთვის დაჩრდილული იყო ჩემთვის, მეორესთან შედარებით და ამ თამაშის მეშვეობით ძალიან ბევრი საინტერესო გავიგე მის შესახებ. გირჩევთ არ დაიზაროთ და ყველა წერილის თუ აღებული ნივთის განმარტებები იკითხოთ. მათი მეშვეობით თამაშის ბოლოს გეცოდინებათ ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ძალიან მცირე, მაგრამ საინტერესო დეტალების შესახებ.
მინდა შევეხო თვითონ თამაშის მექანიკურ მხარესაც, რომელიც ასევე ბრწყინვალეთ არი შესრულებული. დეველოპერებს თამაშის ორ განზომილებაში იმდენი საინტერესო გეიმფლეი მექანიკააქვთ მოფიქრებული, რო რამდენიმე სხვადასხვა პროექტს ეყოფა. ყველაზე მეტად რაც მომხვდა თვალში, ეს არის ინდივიდუალური მიდგომით შესრულებული თავსატეხები (ანუ უმეტესობა მათგანი ერთმანეთს არ გავს).
შეილება გასაკვირი იყოს, მარგამ ვიზუალური მხარე ყველაზე ნაკლებად მომეწონა. კი საერთო ჯამში ყველაფერი ძალიან კარაგადაა დახატული და კარგად გადმოსცემს თამაშის აზრს, მაგრამ სეთინგის გამო მთელი თამაში მონაცრისფრო ტონალობაშია გაკეთებული, რაც მსგავს მხატვრულ შესრულებასთან ერთად რაღაც ძალიან სევდიანი და უსიცოცხლო გამოდის. კი, შეილება ჩანაფიქრიც ეგეთი იყო, მაგრამ ცოტა მეტი ფერები ჩემთვის პირადად უფრო სასიამოვნო იქნებოდა.
დაახლოებით იგივეს ვიტყოდი თამაშის ხანგრძლივობაზეც. დარწმუნებულივარ რო უბისოფტში რაღაც გარკვეული სტანდარტები მოქმედებს და Valiant Hearts-იც ამ ფორმატში მოექცა. თამაში ძალიან დიდია, რაც რათქმაუნდა ძნელად თუ ჩაითვლება მინუსად, მაგრამ საბოლოოდ პლიუსსაც ვერ დავარქმევ. კი პირადად მე მთლიანად სიამოვნებით გავედი, რადგან დეველოპერებს ეს დროც დიდი ოსტატობითააქვთ შევსებული, მაგრამ საბოლოოთ მაინც მიწევს იმის აღიარება, რომ ცოტა გაწელილია.
საერთო ჯამში კი შემიძლია ვთქვა, რომ წლის საუკეთესო ედვენჩერი იყო და ვისაც ჯერ არ გქონიათ ეს სიამოვნება დამიჯერეთ, ეს თამაში მართლა ღირს დახარჯულ დროთ.