From Software DS2-თან მიმართებაში ძალიან სწორად იქცევიან - ისინი, მხურვალედ მოსალოდნელ თამაშთან დაკავშირებულ ინფორმაციას ძალიან მწირი დოზებით ავრცელებენ, რაც პროექტის გარშემო, გარკვეულ, საიდუმლოებით მოცულ ატმოსფეროს ინარჩუნებს. Dark Souls II სიუჟეტური შემადგენლის, მთავარი გმირის და მოქმედების ადგილის შესახებ ჩვენ დღემდე არაფერი ვიცით. იშვიათად გამოჩენილ სქრინშოტებზე, ჩვენ გამუდმებით ერთიდაიგივე მონსტრებს და ერთიდაიგივე ლოკაციებს გვანახებენ. სანამ სხვა კომპანიები ჯერ კიდევ თამაშის გამოსვლამდე ასწრებენ მათი პროექტის სიუჟეტის მთლიან გამხელას (საიდუმლოდ კი მხოლოდ რაიმე ფინალურ ტვისტს ტოვებენ), From Software-მა ეს საქმე თითქმის მთლიანად მოთამაშეების ფანტაზიას დაუთმო. სხვა შემთხვევაში ჩვენ მაშინვე ნერვიულობას დავიწყებდით - მაგრამ შეშლილმა იაპონელებმა იციან თავიანთი საქმე.
CGI Trailer