Unread post#22 » 27 Mar 2015 06:40
დავიწყე, ერთი ნახევარი საათი კაცის შექმნას მოვუნდი, უბრალოდ დავიბენი თავიდან, D&D-სგან განსხვავებული მარა რაღაცით მსგავსი რო იყო, მეთქი ყველაფერი ზუსტად უნდა გავთვალო, მარა ბოლოს მაინც roleplay-ზე გავაკეთე აქცენტი და ისე შევქმენი პერსონაჟი.
მოკლედ თავიდან ასარჩევად არის რასა, სუბრასა, კლასი, კულტურა და ბექგრაუნდი. თითოეული გარკვეულ სტატს ან ბონუსს იძლევა, თუმცა დიდად გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას არ აქვს
რასები გასაგებია, რამდნეიმე რასაა და ერთერთს ირჩევ.
სუბრასა კანის ფერი და გარეგნობაა
კლასი გასაგებია, ან მეომარი ხარ ან ჯადოქარი ან პალადინი და ა.შ.
კულტურა უფრო რეგიონს და წარმოშობას ეხება, მე მაგალითად მთიანი რეგიონები ავირჩიე.
ბექგრაუნდი კი ვინ იყავი სანამ თამაშს დაიწყებ, მაგალითად: დაქირავებული, მოგზაური, მაწანწალა, გლეხი.
თამაში იწყება თუ არა წინაწარ იცი რა მოხდება პირველივე ლოკაციაში, თითქოს უკვე გითამაშია და კარგად იცნობ. მოვლენები უცებ ვითარდება და ფაქტიურად 20 წუთში ყველა კომბატის და ტექსტის შემდეგ მზად ხარ მოგზაურობისთვის. ტექსტები ძალიან გრძელია და როგორც წიგნი ისე იკითხება, რა თქმა უნდა ეს მომაბეზრებელი ნამდვილად არაა, პირიქით, სანამ სთორი გაინტრიგებს და ატმოსფერო მუშაობს, შესახლებული ხარ შიგნით.
მოკლედ ორი საათი ვითამაშე და ამ ორ საათში თითქოს ახალი არაფერი ხდებოდა, ქალაქის გაცნობას და კითხვას მოვუნდი და ბოლომდე ვერც ერთი გავაკეთე და ვერც მეორე. ბოლოს სამოგზაუროდ ორი კაცი შემომიერთდა, პირველი - ელფია, ჯადოქარი, შარია მასთან ერთად სიარული მაგრამ მარტო ხეტიალს ჯობია. მეორე - უბრალოდ მეომარია, რომელსაც ქალაქში აღარ დაედგომება და სამნი უფრო იმედიანად ვივლით. ვდგავართ ახლა ქალაქის შუაგულში ხესთან, რომელზეც თვრამეტი უსიცოცხლო სხეული ჰკიდია, თავზე გვაწვიმს, ირგვლივ სიმყუდროვა და ახალ ლოკაციაში გასამგზავრებლად ვემზადებით.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.