ძველი სკოლის თამაშების თანამედროვე ინტერპრეტაცია თითქმის ყოველთვის საინტერესოთ გამოიყურება და STASIS ნამდვილად არაა გამონაკლისი. უმნიშვნელო ინფორმაციის მიუხედავათ, უკვე ცნობილი დეტალებითაც შეიძლება გარკვეული სურათის ჩამოყალიბება და შევეცდები სწორად გადმოვცე თამაშის სახე.
Stasis კლიფ ბირშოფის ხემძღვანელობის ქვეშ მყოფი, დამოუკიდებელი სტუდიის მიერ იქმნება. მთავარ გმირი, ჯონ მარაჩეკი მიტოვებული კვლევითი ლაბორატორიის კოსმიურ ხომალდზე მოდის გონს. მან არ იცის სად იმყოფება და რანაირად მოხვდა მოცემულ ხომალდზე, მაგრამ ახსოვს მისი ოჯახის შესახებ, რომელთა მოძებნაც მისი მთავარი მიზანი გახდება. ლაბორატორია სადაც ჯონი გონს მოდის, სავსეა იდუმალებით მოცული ადგილებით, მასზე სავარაუდოთ ბევრი საეჭვო დანიშნულების ცდები ტარდებოდა, რომელთა დანატოვარში გარკვევა არც ისე იოლი იქნება როგორც ერთი შეხედვით შეილება ჩანდეს.
Stasis იზომეტრიული სათავგადასავლო თამაშისთვის დამახასიათებელ სტილშია აგებული, სადაც მიზნის მისახწევად სხვადასხვა სახის პაზლების ამოხსნა და ფაქტების ანალიზია საჭირო.
დეტალური ინფორმაციის უქონლობის გამო, უფრო კონკრეტულად რაიმეს თქმისგან თავს შევიკავებ და თამაშის 5 წუთიან გეიმფლეი ვიდეოს შემოგთავაზებთ. იგი მართლა ატმოსფერული და იდუმალებით მოცული თამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს კი თიზერი, რომელმაც ეგრევე Dead Space გამახსენა. იმედია მასზე ბევრად საინტერესო გამოვა, რადგან ჟანრი ნამდვილად სეთინგის შესაბამისია არჩეული