(Fahrenheit, Heavy Rain, Omikron).
Beyond: Two Souls-ის სამი შესანიშნავი პოსტერი
სხვადასხვა ზომის, წონის და წარმომავლობის ნიუსების გადაკითხვის შემდეგ, საკმაოდ საინტერესო დეტალები გავარკვიე და შევეცდები ერთად მოუყარო თავი. ყველაფერი Sony-ს პრესკონფერენციაზე ნაჩვენები მოკლე ტრეილერთ და კეიჯის აბსტრაქტული კომენტარით დაიწყო. ანონსმა უზომოდ დამაინტერესა, მაგრამ კონკრეტული ვერაფერი გავიგე. შემდეგ, უკვე მეორე დღეს, შემთხვევით თამაშის 24 წუთიან გეიმფლეი დემოს გადავაწყდი და სურათი რადიკალურად შეიცვალა.
სიუჟეტი ჯოდი ჰოლმსის სცხოვრების 15 წლიან მონაკვეთს მოიცავს და მის სხვადასხვა მნიშვნელოვან მომენტებში მიგვაღებინებს მონაწილეობას (მთავარი გმირის როლს ცნობილი მსახიობი, Ellen Page შეასრულებს). გოგონასთან ერთად ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოგვიწევს, რომლების დაძლევითაც ჯოდის თავისი რეალური მეს აღმოჩენაში დავეხმარებით. ტრეილერიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ადვილად მივხვდებით თუ რა სახის წინაღობების გადალახვაზეა ლაპარაკი. ჯოდის აშკარად სახელმწიფოს მაღალი ეშელონები ეძებენ. Beyond: Two Souls-ის გეიმფლეი საკმაოდ უცნაური და არასტანდარტულია, ერთი შეხედვით ყველაფერი Quantic Dream წინა პრექტს Heavy Rain-ს გაგახსენებთ, თავისი არასწირხაზოვანი და გადაწყვეტილებების შედეგებზე აგებული სათამაშო პროცესით, მაგრამ რეალურად თამაში საერთოდ სხვა კონცეფციას გვთავაზობს. როგორც ჩანს, პრეოქტის სათაურში Two Souls უბრალოდ კარგი ჟღერადობისთვის არ არის დამატებული. ჯოდის, გამოუვალ სიტუაციებში, მართლა რაღაც ძალიან მძლავრი, სულის მაგვარი ძალა ეხმარება. მისი საშუალებით გოგონას სხვა ადამიანებში ჩასახლება, უზარმაზარი ობიექტების გადაადგილება და სხვა პარანორმალური შესაძლებლობების გამოყენება შეუძლია. ზევით Heavy Rain-თან მსგავსება ვახსენე და მართლაც, თამაშის დემო სავსეა Quick Time Events-ებით, რომლებიც სხვა მსგავსი პროექტებისგან განსხვავებით, უშუალო გეიმფლეიშია ჩაშენებული. მაგ. მოტოციკლეტის მართვის დროს, ერთდროულად გიწევთ, მართვაც და Quick Time Events-ს ღილაკების დაჭერაც, რაც რთულად და ასევე დინამიურად წარმოაჩენს საერთო სურათს. შესანიშნავი რეჟისურა და ფილმის დონის სიუჟეტის მოწოდებაც არსად გამქრალა - ტყეში დევნის ეპიზოდზე პირველი რემბო გამახსენდა (ვისაც ნანახიგაქვთ, მიხვდებით, რო არ ვღადაობ). დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი რამის ნახვას Quantic Dream თამაშების გარდა დღესდღეობით ვერსად ვერ შეძლებთ. P.S. 24 წუთიანი - გეიმფლეი დემო
>>>
"სწორი გადაწყვეტილებების მიღება მოგცემთ შანსს გაიგოთ თუ რა იმალება სიკვდილის საზღვრებს მიღმა"
- დევიდ კეიჯი