Metro 2033 - შეიძლება თუ არა, რომ შუთერი თავის სტერეოტიპს გასცდეს?
დაწყების წინ, მინდა შეგეკითხოთ, როგორ შეიძლება ისეთ თამაშს არ სცე პატივი რომელიც კლასიკური 1980x წლების ელექტრონიკას გამოიყენებს საუნდტრეკად პოსტ-აპოკალიპტიკურ თამასში? მხოლოდ ეს სიმღერაა საკმარისი იმისთვის რომ ყველაფერი ჩაბნელდეს თქვენ გარშემო, და თავი წარმოიდგინოთ გადაკარგულ სტალკერად გადანადგურებულ დედაქალაქში.
სასურველია loop-ზე ჩართოთ ვიდეო აი ამ მისამართზე.
>>>
თქვენ ამოდიხართ მეტროდან, ქვემოდან გიბერავთ თბილი ჰაერის ნაკადი, ზემოდან კი უსასრულო ზამთრის ცივი. თქვენი სუნთქვა დამძიმებულია, რადგან სახეზე გიკეთიათ გაზ-სასუნთქი. თვენ უყურებთ თქვენ საათს მარცხენა ხელზე, და ინიშნავთ დროს თუ რამდენი წუთი დარჩა გაზის ბალონში. ასევე, თქვენ არ გავიწყდებათ თუ რომელ საათზე ჩადის მზე. რადგან ღამე თქვენ იცით რომ ვერ გადარჩებით. თქვენ ამოწმებთ თქვენ კალაშნიკოვს, და საბოლოოდ გადიხართ მეტროდან - ზემოთ, იქ სადაც აღარავინ ცხოვრობს, იქ სადაც ყოველთვის თოვლი და ქარია, იქ სადაც ყოველთვის ჩაბნელებულია, იქ სადაც ყველა შენობა დანგრეულია, იქ სადაც ყველა შუშა გატეხილია. თქვენ იხედებით ცაში, მაგრამ მზე ცუდათ ჩანს, ცაში მუტანტები დაფრინავენ, რომლებსაც თქვენ იცით რომ არ უნდა დაენახოთ, რადგან თქვენ მათ ვერასოდეს ვერ მოერევით. თქვენ იყურებით გარშემო და არ იცით რომელ შენობაში შეხვიდეთ: ისინი ყველა ერთმანეთს გავს. წარსული სამყაროს რელიკვიები. რომლებსაც ამჟამად მხოლოდ ცარიელი ადგილი უკავია დედამიწაზე.
ეს პოსტი, მიზერული რაოდენობით შეიცავს სპოილერებს. თუ თამაში დახურული არ გაქვთ, სასურველია რომ არ წაიკითხოთ.
ნუ პირველ რიგში ვიტყვი, რომ რამოდენიმე წუთის წინ მეორეჯერ დავხურე. ერთად-ერთი შუტერია რომელსაც ძალიან ღრმა, ჭკვიანური და ფსიქოლოგიური ( შეიძლება ფსიქოტროპულიც კი ) შინაარსი აქვს. ერთი შეხედვით, თუ დიალოგს და მოვლენებს შეუშვებთ ერთ ყურში და გამოუშვებთ მეორეში - ჩვეულებრივ, კარგ post-apo შუტერად მოგეჩვენებათ, მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით მოვლენებს რომლებიც Artyom-ის და Dark Ones-ების გარშემო ვითარდება, მიხვდებით რომ ყველაფერი არც თუ ისეთი "ნათელია" როგორც თავდაპირველად სავარაუდოთ ვიფიქრეთ.
თამაშის დასაწყისიდან ჩვენ გვეუბნებიან ( ჰანტერი ) რომ Dark One-სები არიან ჩვენი მტრები, და ჩვენი მოვალეობაა მათი შეჩერება. მაგრამ ეს მოვლენა იმდენად ჭკვიანურად არის გაკეთებული, რომ სცენარის მწერლებმა და დეველოპერებმა წინასწარ გაითვალისწინეს მორიგე ადამიანის/მოთამშეს მსჯელობის აზრი.
ჩვენ გვეუბნებიან რომ ისინი საფრთხეს წარმოადგენენ, ჩვენ გვანახებენ სავადმყოფოში მწოლ პიროვნებებს რომლემბაც გონება დაკარგეს, მაგრამ ჩვენ არასოდეს გვეუბნებიან რომ მათმა ვინმე მოკლეს.
დარწმუნებული ვარ რომ უმეტესობა ჩვენტაგანი ამ ინფორმაციას ავტომატურად აღითქვავდა როგორც საფრთხეს. ჩათვლიდა რომ მართლადაც, ეს არის ჩვენი მთავარი მისია და ამას უნდა გავყვეთ.
ყველგან მასე არ ხდება? კინოებში, რეალობაში და ა.შ.
უბრალოთ კი არ არის ნათქვამი : ჯერ იფიქრე, შემდეგ კი ისროლე - რასაც უმეტესობა საპირისპიროდ აკეთებეს, ჯერ ისვრის, მხოლოდ შემდეგ კი ფიქრდება სწორი გააკეთა თუ არა.
ეს არა მხოლოდ იარაღს, კომპიუტერლ თამაშს არამედ ძალიან ბევრ სხვა რამეზეც ითქმის.
ჯერ დაფიქრდი, მხოლოდ კი შემდეგ თქვი. როგორც არ უნდა მომწონდეს ეს გამოთქმა, სამწუხაროდ ხშირად მეც საპირისპიროდ ვაკეთებ, და მხოლოდ შემდეგ ვფიქრდები თუ რა სისულელე წარმოვთქვი.
აბრაჰამ ლინკოლნს აქვს ესეთი კარგი რაღაცა ნათქვამი:
"სჯობს ჩუმად იყავი და ყველა თვლიდეს რომ შტერი ხარ, ვიდრე ხმა ამოიღო და ყველა დაარწმუნო რომ მართლადაც შტერი ხარ".
თამაშიც ამ პრინციპს მისდევს. თამასში, რამოდენიმე "ადგილი" და "შემთხვევა" იქნება, სადაც ჩვენი მთავარი გმირი არტიომი, "ალტერნატიულ" სამყაროში გადავა, სადაც Dark One-ებს შეხვდება, ისინი ქაოსურ და ალოგიკურ ფრაზებს იძახიან. მათ უკან ყოველთვის წითელი ფერია, რომელიც უმეტესობა ადამიანისთვის ასოციირდება რისკთან და საფრთხესთან.
ამდაგვარად ჩვენ ვხედავთ მანიპულაციის კიდე ერთ ხერხს, რომელიც დარწმუნებული ვარ უმეტესობა ადამიანზე იმოქმედებს: მოთამაშე ამდაგვარ სიტუაციებში ავტომატურად ტრიალდება და მიდისა საპირისპირო მიმართულებით - ლურჯი შუქისკენ, შორის წითელისგან!
მაგრამ რა მოხდება, რომ ჩვენ მაგ პიროვნებასთან მივიდეთ და არ გავიქცეთ? mystery?! ...
მანიპულაციის კიდევ ერთი ხერხი:
Dark One-სები, რომლებსაც გარშემო წითელი და "ბოროტული" აურა აქვთ მორტყმული, უცხო პლანეტური ხმებით გვეუბნებიან: რატომ, რა გინდა, ისინი ჩვენ გვკლავენ, მას ესმის, ის აზროვნებს, ჩვენ არ გვინდა, ნუ გარბიხარ
ამავე დროს მეორე მხრიდან ჩვენი მეგობარი ადამიანები - შესაბამისად ადამიანური ხმებით, ლურჯი ფერების დერეფნიდან გვიყვირიან: ესროლე არტიომ, გაიქეცი, შენ უნდა გადარჩე, ესროლე.
შეიძლება კითხვის დროს თქვენ დაჯდეთ და გაანალიზოთ სად რა არის, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში უმეტესობა ადამიანი, აბა გამოიცანით რას გააკეთებს? - მართალი ბრძანდებით, ამოვიღებთ კალაშნიკოვს და დავაცხრილავთ მთელ აბოიმას, შემდეგ კი გავიქცევით ლურჯი შუქისკენ.
პირადათ მე, ვერც კი ვხდებოდი თამასში თუ რამდენჯერ მომატყუეს სცენარისტებმა, რამდენად ბანალური გადაწყვეტილებები გავაკეთე. მხოლოდ თამაშის დახურვისას მივხდი თუ რა ხდებოდა რეალურად.
თამაშს აქვს ორი ენდინგი: კეთილი, და შესაბამისად ბოროტი.
თუ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ისე როგორც გვეუბნებიან და უბრალოთ ჯახა-ჯუხით გავდივართ დაფიქრდების გარეშე, ჩვენ ვიღებთ თამაშის დასასრულს, რომელშიც ზედაპირულად ჩვენ შევასრულეთ ის რაც მოგვეთხოვებოდა, მაგრამ უფრო ღრმა ასპეკტზე, ჩვენ ბანალური ადამიანური გადაწყვეტილება გავაკეთეთ, და მორიგე ჰომო-საპიენსის კლიშე განმარტებიდან ვერ გამოვედით.
aka
War, War never Changes.
98% ადამიანი ხურავს "ბოროტი ენდინგით", და დამიჯერეთ - ვერც კი ხვდება რომ ბოროტულად დახურა თამაში, მან თავისი მოვალეობა შეასრულა: მან გაანადგურა ატომური აფეთქებით ყველა Dark Ones-ები.
ლურჯი დამაწყნარებელი ფერი, ხშირად მატყუარაა. ( see what i did here? )
>>>
თამაში ავტომატურად გაძლევთ კარმას ქულებს, რომლებიც თამაშის ბოლოს ითვლება და შესაბამისად - თქვენ იღებთ თქვენ ენდინგს.
კეთილი ენდინგის მისაღწევათ, თქვენ ყოველთვის უნდა მიხვიდეთ Dark Ones-ებთან. არ უნდა მოიპაროთ ქალაქებში მაგიდებიდან ტყვიები, მათხოვრებს უნდა მისცეთ ტყვიები და ა.შ.
>>>
უზარმაზარი სპოილერები:
► Show Spoiler
საბოლოო ჯამში, ბოლო წლების განვალობაში ბევრი ისეთი fps შუტერი შემხვედრია, რომელმაც დამარწმუნება იმის შესახებ რომ "linear"/"ბილიკ" თამაშებსაც შეიძლება ჰქონდათ შესანიშნავი შინაარსი. მეტრო 2033-მა ნაღდათ დაამტკიცა ჩემი მოაზრება.
la verdicto -
შეიძლება თუ არა შუტერმა თავის სტერეოტიპს გასცდეს?
yes
პს. how to enable vsync stuff etc
vsync on /etc