The Swapper
მინდა გაგაცნოთ ერთი წარმოების პროცესში მყოფი და მეტად საინტერესო პროექტი - The Swapper.
თამაში მუშავდება ფინელი ინდი დეველოპერების პატარა სტუდიაში - Facepalm Games.
Facepalm Games-ის დეველოპერები სულ ორნი არიან, თინეიჯერები - Otto Hantula და Olli Harjola.
"Facepalm Games is an indie game developer whatever it means. Currently in development is The Swapper. It could be called a puzzle platformer yet it's going to be a lot more.. An experiment and an experience."
მათ აქვთ რამდენიმე პატარა თამაში დაწერილი, მაგრამ ამხელა პროექტზე პირველად მუშაობენ.
მუშაობის პარალელურად მწარმოებლები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა თამაშების ივენტ-ფესტივალებზე. ახლახან თამაშმა IndieCade 2011-ისგან (International Festival of Indie Games) მოიპოვა აღიარება - Special Recognition award.
Mindtrek-ის ნომინაციებში კი გამარჯვებული გახდა. ისინი წერენ, რომ The Swapper წარმოადგენს კარგად დამუშავებულ ფიზიკას, გრაფიკასა და ხმას, რომელნიც ერთმანეთთან ასევე კარგად არიან შეთავსებულნი და საინტერესო, ღრმა ატმოსფეროს ქმნიან.
მოდელები იქმნება ფიზიკურად - ძერწვის საშუალებით.
"They're actually made of clay and some other stuff," ამბობს Harjola. "I probed a lot of different graphic styles. I don't really like 3D modeling, but I really like doing stuff with my hands, and this is what I came up with."
თამაშის შემქმნელების თქმით, ისინი თამაშით შემოგვთავაზებენ ისეთ გამოცდილებას, რაც აქამდე არ გვინახავს და გვქონია.
The Swapper იქნება side-scroller/puzzle/platformer ჟანრის თამაში, კარგი ვიზუალური და მუსიკალური გაფორმებით. დეველოპერები ასევე აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ მას ექნება ჩამთრევი და საინტერესო სიუჟეტი.
პროტაგონისტს გააჩნია უნარი შექმნას საკუთარი კლონები (რომელნიც მის მოძრაობებს ზუსტად იმეორებენ), შემდეგ კი მათში სულიერად ჩასახლდეს.
>>>
აღსანიშნავია ტრეილერში ნაჩვენები მართვის სისტემა, ვიზუალურობა და მუსიკალური გაფორმება.
YouTube-ზე სხვა ვიდეოებიც შეგიძლიათ ნახოთ - beta და pre-beta ვერსიების gameplay ვიდეოები. ასევე შედარებით ძველი, IGF-ისთვის შექმნილი ტრეილერიც.
თამაშზე მუშაობა უკვე ორი წელია მიმდინარეობს და შემქმნელების თქმით, კიდევ მინიმუმ ერთ წელიწადს გასტანს. ოფიციალურად გამოსვლის თარიღი კი ჯერ-ჯერობით უცნობია.