Grand Theft Auto V, X360, PS3

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Disturbed
Posts: 192

Grand Theft Auto V

Unread post#1 » 26 Oct 2011 15:37

>>>

მრავალრიცხოვანი ჭორები იმის შესახებ, რომ Grand Theft Auto V შექმნის პროცესშია,ჯერ კიდევ 2009 წლიდან გავრცელდა.ამასთანავე Rockstar-ი ამ ჭორებს ან არ ეთანხმებოდა ან უარყოფდა.მაგრამ როგორც იქნა დადგა დრო,და კომპანია თავისივე ნებით ყველაფერში გამოუტყდა ფანებს.

თუ თქვენ ახლავე ეწვევით საიტს http://www.rockstargames.com/ ,აღმოაჩენთ თამაშის ლოგოტიპს,და იქვე მის ქვეშ მოკლე წარწერას იმის შესახებ,რომ თამაშის პირველი Trailer-ი გამოვა 2 ნოემბერს.თუმცა ჯერ მეტი არაფერი არ წერია. პლატფორმები,თარიღი,სიუჟეტი,Inter

>>>

Update!წავიდა საინტერესო ფაქტები და სიახლეები თამაშის შესახებ.
ესეიგი საიტი IMDB.com-ის საშუალებით ცნობილი ხდება, რომ თამაშის მეხუთე ნაწილში წინამორბედი სერიის გმირი ნიკო ბელიკიც მიიღებს მონაწილეობას. საიტის ცნობით, მაიკლ ჰოლინგი - მსახიობი რომელმაც ნიკო ბელიკი გაახმოვანა, კვლავ GTA პროექტზეა დაკავებული.
----------------------------------
>>>
----------------------------------
საიტზე ასევე მითითებულია რეპერი Young Maylay-ს სახელი, რომელიც GTA: San Andreas-ის მთავარ პერსონაჟს (სიჯეის) ახმოვანებდა! მოკლე გადახვევა - Young Maylay:

>>>
ქვევით მოცემულ სურათზე ახალი ნაწილის მთავარი გმირია გამოსახული. მისი ხმა, Official PlayStation Magazine UK-ის მიერ ჩატარებული პატარა გამოძიების თანახმად, ჰოლივუდის ნაკლებად ცნობილ მსახიობ, დონ ლიუკის უნდა ეკუთვნოდეს.

>>>

მთავარი გმირის სახელია რეი, იგი 53 წლისაა, მას ყავს 10 წლის შვილები სკაილერი და დანიელი, იგი ცოლს არის გაცილებული, ლოს სანტოში ლიბერთი სითიდან ჩაფრინა, ჩაფრენიდან რამდენიმე თვეში ცოლს გაეყარა, წარსულში ნასამართლებობის გამო ბავშვების აღზრდის უფლება სასამართლომ ცოლს დაუტოვა.

>>>

ცალკე აღებული ლოს სანტოსი (რომელიც მთლიანი რუკის მესამედს იკავებს!) უფრო დიდი იქნება ვიდრე მთლიანი ლიბერთი სითი, მეოთხე ნაწლიდან. მოცემული სისდიდის ტერიტორიაზე, რომელიც ორი Red Dead Redemption-ში წარმოდგენილი რუკის ტოლია, სრულიად ახალი დავალებების სისტემა იქნება დანერგილი.
თამაშში მოცემული იქნება როგორც დათოვლილი, ასევე უდაბური ტერიტორიები.
GTA 5-ში შესული იქნება წლის ოთხივე სეზონი.
მთავარი გმირის ისტორია დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდება.
შეგეძლებათ აირჩიოთ თუ რომელი თვითმფრინავი, მანქანა, ან მოტოციკლი იდგება თქვენი სახლის სადგომებზე (იგივე იარაღის შემთხვევაშიც).
თამაშის უმაღლესი წერტილია მთა Slippery.
თამაშის ერთერთი მიღწევის სახელია "Desert Bus".
საკოლექციო ნივთებათ "იეტი" შეირჩა. იგი მკრთალი წითელი შუქით იქნება განათებული და მის მოგროვებას ლოს სანტოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეძლებთ.
თამაშში იქნებიან 4 ფეხა ძაღლები.

და აი ალბათ ყველაზე საინტერესო მომენტის დროც დადგა.
ეს კი გაპარული ინფორმაციის მეშვეობით მოპოვებული თამაშის რუკა გახლავთ!
==========================================
>>>
==============================================
>>> >>> >>>
======================================================

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Grand Theft Auto V

Unread post#2 » 26 Oct 2011 15:39

საინტერესოა რა იქნება ახალი ამ თამაშში რაც მეოთხე ნაწილში არ იყო, ალბათ შენობების დანგრევის უფლება ექნება მოთამაშეს მეტი რა უნდა შეცვალონ გრაფიკის გარდა ვერ ვხვდები
smothered in the crib

Riddick
Posts: 11826

Grand Theft Auto V

Unread post#3 » 26 Oct 2011 15:52

ხო ინფორმაციის უქონლობის გამო არ გავხსენი ზუსტად. რადგან გაიხსნა იყოს, მარა აპინვას აზრი არააქ, ჯერ არაფერი არ ვიცით. ცოტა რო გამომზეურდება მერე დავამატოდ ინფო ნელნელა და ავპინავ. მაგრად მაინტერესებს რა სეთინგი იქნება, სად განვითარდება მოქმედება ამჯერად, ვინ იქნება მთავარი პერსონაჟი და რა პლადფორმებზე გამოვა (მინიმუმ 1 წელში, ყველაზე მინიმუმ). ხო და ლოგოს რაც შეეხება, დოლარის შრიფტს მაგონებს, ნუთუ ისევ ამერიკა))) სავარაუდოთ კი.

User avatar
Slacker
Posts: 358

Grand Theft Auto V

Unread post#4 » 26 Oct 2011 20:53

ძალიან კარგი და მომგებიანი იქნება თუ მოვლენები ევროპაში განვითარდება.
მაგალითად პარიზი, რომი ან მადრიდი.
მოკლედ ისეთი ქალაქი რომელსაც აქვს თავისი "რაღაც".
სულ ამერიკა ამოვიდა ყელში.

მახსოვს ვილმენი ბარსელონაზე რომ უნდა გამოსულიყო მიხაროდა მაგრამ ის ბარსელონაც ამერიკას დაამსგავსეს.
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Riddick
Posts: 11826

Grand Theft Auto V

Unread post#5 » 26 Oct 2011 21:10

getaway black monday იყო ადრე თუ გახსოვთ )) მაგრად ველოდებოდი, მეგონა რო შედევრი გამოვიდოდა - GTA ლონდონში, მარა...
ამას რაც შეეხება, თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ისევ ამერიკის ტერიტორიაზე იქნება. ნუ ინტრიგა მაინც არის (მაქსპეინი რო მესტიაში გადავიდოდა სამუშაოთ, მაგასაც ხო ვერ წარმოვიდგენდით?) და დიდი იმედიმაქ ორი რამის - რომ PC-ზეც გამოვა და რომ წინა ნაწილივით დებილი დამატებების მაგივრათ, ერთ დიდ და ხარისხიან ისტორიას შემოგვთავაზებენ (და არ გააფუჭებენ უაზროდ ისეთ ქალაქს რომელიც ბოლო ნაწილში იყო [სიუჟეტით რო 30% ადგილებში გავლაც რო არ გიწევდა]).

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Grand Theft Auto V

Unread post#6 » 26 Oct 2011 22:21

დადასტურებულია უკვე სეთინგიც და სიუჟეტური დეტალებიც
Source
I won't miss.

Riddick
Posts: 11826

Grand Theft Auto V

Unread post#7 » 28 Oct 2011 05:06

მართლა გახდა ცნობილი =) ლოსანჯელესი და რამდენადაც ცუდათ არუნდა ჟღერდეს, რამდენიმე პერსონაჟია დაანონსებული. მეტი დეტალი არვიცი, რამე თუ იცით შეგიძლიათ წარმოსთქვათ

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Grand Theft Auto V

Unread post#8 » 02 Nov 2011 20:07

I won't miss.

Disturbed
Posts: 192

Grand Theft Auto V

Unread post#9 » 02 Nov 2011 20:26

მომეწონა ტრეილერი ჯერ მეტს ვერაფერს ვიტყვი (( what about more information?

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Grand Theft Auto V

Unread post#10 » 02 Nov 2011 20:30

More information coming soon.

SA world-ის rebuilt-ს ჰგავს (მთა, ნავთობის ლოკაცია, ტრასა პლიაჟის გასწვრივ, etc.).

მეც მომეწონა. გარემო მშვენიერია, პერსონაჟების მოდელებიც საკაიფოდ არის დამუშავებული და ცოცხალი სამყაროს შესაქმენლად ძალიან ბევრი feature არის როგორც ჩანს ჩადებული.
მეტს ვერც ვინატრებთ ამ თაობის კონსოლებზე შექმნილი თამაშისთვის.

Fav Part
I won't miss.

Riddick
Posts: 11826

Grand Theft Auto V

Unread post#11 » 03 Nov 2011 02:53

რაღაც შერეულ შთაბეჭდილებას ტოვებს. თავიდან GTA4 კიდე ერთ დამატებას გავს. მერე ხვდები რო უფრო მხიარული ფერებია და სხვა ქალაქია, პლიუს ნამიოკები არა მხოლოდ ინდუსტრიულ ტერიტორიებზე, რაც ძაან სასიხარულოა. ერთისიტყვით კონკრეტულად არვიცი რავთქვა, იმედია მალე მეცოდინება და დადებით განწყობას შემიქმნის. დიდი იმედიმაქ ნორმალური PC ვერსიის )))

Disturbed
Posts: 192

Grand Theft Auto V

Unread post#12 » 03 Nov 2011 09:21

სხვა უცხოურ ფორუმებს გადავხედე და ძალიან ბევრი იდეები წამოვიდა.ზოგი იძახის ტომი ვერსეტი ჩავიდა Vice city-დან San Andreas-შიო,ზოგიც კიდე CJ-ის დააბრუნებენო.რავი კიდე მილიონი ასეთი.

მე ძარცვის კადრი მომეწონა ძალიან. )))

Riddick
Posts: 11826

Grand Theft Auto V

Unread post#13 » 03 Nov 2011 11:50

რაღაც სიბრძნე არი შენ ნათქვამში, მემგონი ორივე იქნებიან. ეწერა სადღაც რამდენიმე პერსიო და ისე შეყავს ბაზარი, არამგონია თავიდან მომიგონონ "ველოსაპედი"... ლოკაცია ისეთია ორივე იქნებიან, ესაა ჩემი კომენტარი.

Disturbed
Posts: 192

Grand Theft Auto V

Unread post#14 » 03 Nov 2011 12:36

sound like irony .... ჯიგარ )

Riddick
Posts: 11826

Grand Theft Auto V

Unread post#15 » 19 Nov 2011 05:32

და აი მოვიდა ჟამი თემის განახლებისა! ბევრი ბოლოდროის ინფო გადავქექე და ძალიან საინტერესო ფაქტები მოგროვდა. ერთი თვეა ცოტა ნაკლებად ვადევნებ სიახლეებს თვალყურს და ამასობაში ბევრი რამ გამიმაზია ერთისიტყვით ვინც ჩემნაირად ჭურში ზის, ბევრ საინტერესოს გაიგებს. ჯერ მარტო რუკის ზომა, მისი აღნაგობა (მარტო დამპალი ქალაქი რო აღარ იქნება), სეზონების ცვლა და მისიების ახალი სისტემის დანერგვა (ჯერ ცნობილი არ არის ზუსტად თუ რატიპის იქნება) რამდენს ნიშნავს უბრალო GTA-ს მოყვარულისთვის?)) p.s. ხო რაცმთავარია ამ ფაქტებიდან თვითონ მწარმოებლის მიერ არაფერი არაა დადასტურებული მარა სანდო წყაროებიდან მოსული ინფორმაციაა (სანდო წყაროებში, საზღვარგარეთ პოპულარული ჟურნალები მაქ მხედველობაში).
Push>>>>

Riddick
Posts: 11826

Grand Theft Auto V

Unread post#16 » 10 Jan 2012 02:23

როკსტარის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე იყო ლაპარაკი. ვაკანსია დამწყებისთვის საუკეთესო თანამდებობაზე - ტესტერი. და ამყველაფერს მოყვებოდა იმის ახსნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია თვითონ ტესტერის მიერ გაწეული სამსახური, რამდენად დიდი, ყოვლისმომცველი და ყველაზე-ყველაზე პროექტი იქნება GTA V და მსგავსი ფარული პიარ საუბრები (დაწვრილებით). პ.ს. სააღდგომო კვერცხიც არ დევს და დავდებ ზაადნო (მეოთხეში, რომ მეხუთეს სურათი იყო ის ამბავია ეს): >>>

Riddick
Posts: 11826

Grand Theft Auto V

Unread post#17 » 21 Feb 2012 02:34

დადის ხმები, თითქოს Rockstar GTA5-ისთვის ახალი ონლაინ სერვისის გაკეთებას აპირებს. ანუ თამაშში წინა ნაწილებთან შედარებით, გაცილებით ღრმა მულტიფლეიერი იქნება შესული MMO?..

Newtype
Posts: 96

Grand Theft Auto V

Unread post#18 » 21 Feb 2012 11:42

ვაიმე დედა/holy shit/achtung სან-ანდრეასი დააბრუნეს.I'm a happy panda!!!

Riddick
Posts: 11826

Grand Theft Auto V

Unread post#19 » 28 Feb 2012 22:12

ლესლი ბენზისთან (არიფიქროთ რო ვიცი ვინაა) ახალი ინტერვიუს ამონარიდებს ვკითხულობ და ფართოდ გაღიმებული სახით ვზივარ. ნუ გააჩნია როგორი ფორმით იქნება წარმოდგენილი ამდენი დეტალი ერთ თამაშში და თუ შეძლეს საინტერესოდ გადატანა, მაინც რუტინაში ხომ არ გადაიქცევა ეს ყველაფერი, მაგრამ თვითონ დეტალების ჩამონათვალი მართლა ღადაობაა და უცებ 1 აპრილი ხოარაათქო ვკითხე ჩემთავს.

მეოთხის გამოსვლის მერე, ეტყობა დააჯამეს მისი და San Andreas მთავარი წარმატების მომტანი ელემენტები და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რადგან მეოთხედან პერსონაჟის განვითარება ამოღებული იყო, ესეიგი 5 უკვე ბიოვეარის RPG უნდა გახდეს.

საუბარი ტრენაჟორებით დაიწყო და ყველა ბოდიბილდერის ბედნიერების წუთების დროც დადგა - რამდენადაც დიდი ბედნიერების მომგვრელი არუნდა იყოს, თამაშში მოცემული იქნება ყველა კუნთის სათითაოდ განვითარების სისტემა! თუ სხეულის რაიმე ნაწილი უფრო ნავარჯიშებია ვიდრე მორე, პერსონაჟს შესაბამისად არაპროპორციული ფორმა ეძლევა. ყურადღებას უნდა მიაქციოთ მის სრულ ფიზიონომიას... ანუ ყველა კუნთს ცალკე უნდა ავრჯიშებდეთ (და ავარჯიშოდ სწორად)... მერე სისხლძარღვოვანი დაავადებების!!! თავიდან ასაცილებლად სიტყვა აერობიკაც არ უნდა იყოს თქვენთვის უცხო

ტრენაჟორები ხომ მხოლოდ დასაწყისია? თქვენ ასევე მოგიწევთ სწორი ნაწლავის და შარდის ბუშტის კონტროლი, ამას მოყვება შაქრის დონე, თმების სიგრძე, სხეულის სუნი (VADAFAQ), ქოლესტერინის რაოდენობა, მზის დასხივებისგან თავდაცვა, სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის კონტროლი, დუშის მიღება, პარსვა, სხვადასხვა კრემების და ლოსიონების გამოყენება, ტუალეტში სიარული, კბილის გამოხეხვა, საკონტაქყო ლინზების გამოცვლა და კიდე რამდენიმე მარაზმი ეწერა ))) ვერ გადმოვაქართულე, მემგონი თვიურიც ექნება.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Grand Theft Auto V

Unread post#20 » 28 Feb 2012 23:05

ერთი წელი GTA V-ს რომ თამაშობ, პერსონაჟის იდეალურ აღნაგობას აგებ და თვითონ ერთი წლის გაუპარსავი ზიხარ )
I won't miss.

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 160 guests