მოკლედ, შევეცდები მოვყვე გუშინდელი თავგადასავალი. სკაიპში პატარა წინასიტყვაობის და ტექნიკური პრობლემების მოგვარების შემდეგ, როგორც იქნა შევედით ოთხკუთხედ სამყაროში და ჩავიძირეთ ატმოსფეროში. სანამ respawn ის ადგილას დავრბოდით და ყვავილებს ვუკრეფდით ერთმანეთს, შემოგვიღამდა და ფაქტობრივად იმ წამსვე შევიგრძენით მაინკრაფტის ბრუტალურობა)) რამდენიმე სიკვდილის შემდეგ გადარჩენის ყველაზე ადვილ ხერხს მივმართეთ
მოკლედ, როგორღაც გავათენეთ ეს ღამე და დილით გავუდექით გზას. ვიარეთ და ვიპოვეთ კლდე სადაც ქვანახშირი მოიპოვებოდა. ვთხარეთ, ვთხარეთ, ვთხარეთ, სახლი გამოვთხარეთ )))))))
მეორე სართული მივაშენეთ და დიდი აივანიც გავიკეთეთ, სადაც ბაჩო ლექსებს
გვიკითხავდა. აივანზევე გავაკეთეთ
პატარა ბაღი და პირველი სართულიდან ჯოჯოხეთამდეც გავთხარეთ, სადაც უცნობ ქეივს მივაგენით ))) სადღაც ამ დროს შემოგვიერთდა ქალბატონი
ლიკაც.
სახლი ცოტა აზზე მოვიყვანეთ და ავყევით ცხოვრების რუტინას)). ღამე შახტაში ჩავდიოდით დილით კი
ვნადირობდით. როცა მოგვბეზრდა გადავწყვიტეთ წავსულიყავით სადმე და სოფელი გვეპოვნა)))
სახლს დავემშვიდობეთ და გავუყევით გზას. ბევრი ვიარეთ და მივაგენით დიდ კლდეს სადაც თოვლი იდო)) ავედით და
დაგვიღამდა. უკვე ღამის გამოცდილება მიღებულებმა გადავწყვიტეთ მანდვე მოგვეშენებინა კედლები და გათენებისთვის დაგვეცადა.
სლეიერმა კლდეზე მოაშენა კედლები, ლოგინი და მსგავსი საჭირო ნივთები დადგა,
ბაჩომ ხეზე კოშკი ააშენა და გაანათა, მე სურათებს ვიღებდი და
ლიკა გუნდებს გვესროდა ))))))))
როგორც იქნა გათენდა და გავუყევით გზას))) აღარ მახსოვს სად ვიარეთ ან რატომ)) ისევ კლდე გამოვთხარეთ და დავიწყეთ მატერიალების ძებნა)))
სლეიერმა კარტოფილი იპოვა = = ლიკამ როგორღაც მოახერხა სლეიერის მახვილი თვალის მოტყუება და კარტოფილი მოიპარა, გაიქცა გამოქვაბულისკენ და
კლდეში დაიმალა ))))) ბატონი სლეიერი სადღაც სამჯერ ჩამოვიდა ამ ადგილას მაგრამ რათქმაუნდა ვერ იპოვნა ))))))))))))) კარტოფილის მომავალი აღარ მახსოვს სამწუხაროდ.
მოკლედ სადღაც აქ გავჩერდით და ძალიან მაგრად კი გავერთეთ )))) ყველა სქრინშოთის ნახვა თუ გინდათ
ინებეთ