დაახლოებით ასე მოსდის, ყველა იმას, ვინც ამ თავგადაპარსული ადამიანის სახეს დაიმახსოვრებს. ,,ადამიანი'' - ეს არასწორი სიტყვაა. ამ არსების დახასიათება მხოლოდ ამ ორი სიტყვით შეიძლება - ,,სიკვდილის მანქანა''. არა ისეთი, რომელიც გრუხუნით მუშაობს და დაბალფასიან საწვავზე დადის. ის ჩუმი, უშეცდომო და პრაქტიკულად იდეალურია.
ცხოვრებაში მას მხოლოდ ერთი მოწოდება აქვს - მკვლელობა. თამაშში ჩვენ შეგვეძლო სხვადასხვა კოსტუმების ჩაცმა დავალების მსვლელობის დროს, თანაც რაც მთავარია ჩვნი ნებით, ეს ანსხვავებდა სხვებისაგან ამ პროექტს. თვითონ პერსონაჟი ყურადღებას მიიპყრობდა გადაპარსული თავის უკანა ნაწილზე მყოფი ტატუთი, რომელიც შტრიხკოდს წარმოადგენდა ციფრებით - 640509-040147. მისი სტანდარტული ჩაცმულობაა - შავი შარვალ-კოსტუმი წითელი ჰალსტუხით. იარაღებიდან ძირითადად მაყუჩიანი ფისტოლეტი, ასევე მომწამლავი შპრიცი და სახრჩობელა თოკი.
ის მუშაობდა ,,საერთაშორისო კონტრაქტების სააგენტო'' -ზე, რომელიც დაკვეთით მკვლელობებს აწარმოებდა. მათი საუკეთესო შემსრულებელი კი, ორმოცდამეშვიდე იყო. ყოველი დავალება გარეგნულად განსხვავდებოდა სხვებისაგან, მაგრამ მიზანი მაინც ერთი იყო ყველაზე, სამიზნეს ლიკვიდაცია.
ორმოცდამეშვიდეს დავალების შესრულებაში ეხმარებოდა დიანა ბიორნვუდი. ის სააგენტოს ოპერატორია, რომლის გარეგნობაც მხოლოდ მეოთხე თამაშის ბოლო ვიდეორგოლში დავინახეთ სრულად. დიანა გვაწვდის გამოსადეგარ ინფორმაციას მისიის მსვლელობის დროს, ასევე ზოგჯერ სწორ გზებს და გეგმასთან დაკავშირებით მიმდინარე ცვლილებებს გვატყობინებს.
პირველი ნაწილის წარმატებამ, საფუძველი ჩაუყარა სიქველს. მეორე თამაში, სახელად Hitman 2: Silent Assassin (ჩუმი მკვლელი), გამოვიდა 2002 წელს. თავისი შემქმნელის ლიკვიდაციის შემდეგ, 47 სიცილიაზე მიდის სულის გასაწმენდად. როდესაც მის მამაოს მაფიოზები მოიპარავენ და ჰიტმენი მათზე შურს იძიებს, ისევ საქმეში ჩაერთვება და ძველ სამსახურს გააგრძელებს. ფინალში მიხვდება, რომ ძალიან შეტოპა და აღარაფერი გადაარჩენს, ამიტომ გადაწყვიტა აღარ შეელიოს საყვარელ საქმიანობას.
ახალი თამაში, ქვესათაურით Absolution (პატიება, გამართლება), იგივე სტუდიებით იქმნება და გამოიცემა (დაემატა Square Enix). პირველად გამოვიდა სარეკლამო ტიზერი, ხოლო შემდეგ ვიხილეთ სრულყოფილი ტრეილერი.
არ გვაჩვენებენ პერსონაჟის სახეს. ის ბუჩქებიდან უყურებს სახლს, რომელშიც დიანა შხაპის მისაღეპად ემზადება. 47 მუშტებს კრავს და სახლის მცველების საცემლად მიდის. ეფექტურად გალახავს ორ კაცს, რომლიდანაც ერთ-ერთს წყალში ჩაახრჩობს კიდეც. ისევ გვიჩვენებენ ეროტიულ მომენტებს დიანასა და წყლის მონაწილეობით. მკვლელი ბრილიანტით წრეს გამოჭრის კარების მინაზე და სახლში შეიჭრება, რამოდენიმე კაცს ადვილად იშორებს გზიდან ინტერიერის გამოყენებით. ცოტათი არ მომეწონა, რომ ეს არაა ჰიტმენის სტილი. ის არ მიმართავს ჩუმ მოქმედებებს, რომლებიც თამაშის მთავარი ღირსებაა. უფრო აგრესიული გახდა და თამამად ერთვება ხელცართულ ბრძოლაში, ასე ვთქვათ სემ ფიშერის გზას დაადგა (ამ ჟანრის კიდევ ერთი ღირსეული წარმომადგენელი სერიიდან Splinter Cell, რომელიც მეხუთე ნაწილში ზედმეტი აგრესიულობით გამორჩეოდა). ალბათ როცა იცი, რომ მეორე სართულზე შხაპის ქვეშ დამდგარი ცხელი შიშველი ქალია, ჩუმად მოგცევა შეუძლებელია, რახან უემოციო ადამიანმაც ვერ შეძლო. ბოლოსდაბოლოს ის მიაღწევს სანუკვარ აბაზანას. მინის ჯიხურში წყლის ქვემოთ დამდგარი ქალი ზურგითაა შებრუნებილი, სამწუხაროდ ცხელმა წყალმა შუშის აორთქლება. ჰიტმენი იღებს თავის იარაღს, ოღონდ ფისტოლეტს. დიანა ჩვენსკენ ბრუნდება, მაგრამ რაც არ უნდა დასანანი იყოს კამერა მის სახეს აჩვენებს, რომელიც თითქმის არ ჩანს მინის მიღმა. ის ტიტანიკის სტილში მინაზე დებს ხელს და ამბობს ორ ციფრს - ორმოცდაშვიდი.
სამწუხაროდ ეს არ იყო სრული დემონსტრაცია, არამედ რამოდენიმე ნაწყვეტი სათამაშო პროცესიდან. რა შეიძლება ითქვას. საგანგაშო არაფერი ყოფილა, ეს ისევ ის ძველი და საყვარელი სტელსია, რომელიც წინა ნაწილებში იყო. ორმოცდამეშვიდე ისეთივე ცივსისხლიანია. დაემატა თავშესაფრების სისტემა, ეს აშკარად სწორი გადაწყვეტილებაა, თანაც სისტემა კარგად დახვეწილი ჩანს. როგორც ტრეილერში, 47 მართლაც აქტიურად იყენებს ინტერიერს. შეიძლება მტრების მძევლად აყვანა და მათი, ცოცხალ ფარად გამოყენება. უფრო მრავალფეროვანი გახდა ჩუმი მკვლელობები ზურგიდან. კარგი ისაა, რომ თამაში საერთო მექანიკას არ ცვლის და ინოვაციებთან ერთად კარგად შენარჩუნებულ ძველ სტილისტიკას გვაწვდის.
ცნობილი გახდა სიუჟეტის დეტალებიც. შემქმნელების თქმით, თამაში უფრო ბნელი და სერიოზული გახდება, თანაც ეს ეხება არა მარტო სიუჟეტს, არამედ სტილსაც. იქნება უფრო მეტი ძირითადი პერსონაჟი, ვიდრე წინა ნაწილებში, დამატებით ისინი კარგად შემუშავებულები იქნებიან, მათ ექნებათ სახელები, მოტივები, ბიოგრაფია, მიზნები. მთავარი უარყოფითი გმირი - ბლეიკ დექსტერი. მნიშვნელოვან როლს ისტორიაში, ითამაშებს დიანა ბიორნვუდი, რომელიც სერიის ყველა ნაწილში მონაწილეობდა, ის ძველებურად აწვდის ინფორმაციას მოთამაშეს. ასევე ცნობილია, რომ ორმოცდამეშვიდესა და დიანას შორის უფრო ახლო ურთიერთობა იქნება ვიდრე ადრე (აი რატომ გარბოდა ჰიტმენი ასე თავგამეტებით აბაზანაში).
სამწუხაროდ, დღეს-დღეობით თამაშზე მეტი არაფერია ცნობილი. მაგრამ რაც ვიცით, ისიც საკმარისია, რომ დავასკვნათ - აშკარად ღირს პროექტის ცდა, რადგან ამ ჟანრის ღირსეული წარმომადგენლები თითზე დასათვლელადაა. ასეთ კოლორიტულ პერსონაჟებზე აგებული ისტორიები ყოველთვის საინტერესოა და როგორც არცერთი წინა ნაწილი, დარწმუნებული ვარ, ესეც არ გააცრუებს იმედს, როგორც ჰიტმენი, რომელიც ყოველთვის ასრულებს დავალებას, ხოლო მისი ძირითადი მიზანი კი, მოთამაშეების დაპყრობაა, ყურადღებით იყავით, იქნებ ორმოცდამეშვიდე თქვენს უკან დგას?