Unread post#42 » 09 Oct 2013 20:10
მოვუბრუნდი როგორც იქნა, თითქმის დავხურე პირველი playthrough.
ბევრი დადებითის თქმა შეიძლება უამრავ დეტალზე და ბევრი საინტერესო ინვოაციაა მაგრამ ამასთან კამპანია ცოტა მოსაწყენია, სოციალური სტელზი ძაან პატარა დოზით არის და თვითონ სიუჟეტურად ისეთი მისიებია ხშირად ძაან კარგად დაცულ ან თავიდანვე hostile ენვირომენტში ხვდები და ამით ტიპიურ სტეალზ თამაშს ემსგავსება. მოლოდინი რომ არა წინა თამაშებივით დახვეწილი და პოეტური სიკვდილების მოწყობის ალბათ კაი დონის უბრალო სტეალზ ექსპერიენსი მექნებოდა, მაგრამ ეხა ძაან ბევრი რეპეტიცია (ერთი 3 Target ელექტრო გენერატორის გარშემო მეტალზე მიერთებით დავწვი) და ორიგინალური ელემენტები მხოლოდ ირონიულ იუმორისტული კუთხით არის მოწოდებული რაც თავის ხიბლს უკარგავს, თეატრალური დახვეწილობის შარმი არ აქ შესრულებულ საქმეს. ტერიტორიების პატარა სექტორებად დაყოფაც თავისებურად მუღამს კარგავს.
ეს ყველაფერი ძალით გაფუჭებულს არ გავს, სიუჟეტის უიღბლოდ შერჩევის ბრალია ალბათ, აი ბევრ ისტორიას რო აქ ბევრი ბოდიალის და მოგზაურობის შემდეგ პერიოდი რო დგება როცა გმირი ჩამოყალიბდება თავის თავში და მიზანში და მიზანდასახულად და სწრაფად მიიწევს წინ, კარგი გადმოცემის ფორმაა უფრო ნელ ტემპიანი და ექპლორაციით სავსე ნაწილის შემდეგ მარა მთელი თამაში ასეთ ინერციულ დინამიზმზე როა აწყობილი დამღლელია, კრატოსიც კი ისვენებდა პერიოდულად ოლიმპის მთაზე ღმერთების მოსაკლავად ჰაიკინგის დროს.
მე კი გამოვნახავ გზას რომ მაინც ვისიამოვნო თამაშით კამპანიის დახურვის შემდეგ, სტეალზის ჩელენჯები, purist mode, ქულების კომბოები, ფანების მიერ მოწყობილი ჩელენჯები და ბევრი საინტერესო დეტალი რომელიც ძაან ინოვაციურია და ძაან ბევრ თამაშს მოუხდებოდა ფანებისთვის გადათამაშების ღირებულების გასაზრდელად მარა აი სხვა მოთამაშისთვის რომელიც სტეალზის ჩემნაირი ფანატი არაა ან სერიების წინა ნაწილებში silent assassin-ის ჩელენჯიდან გაჩენილი მუღამი არ აქ ალბათ საინტერესო სტარტი და მერე ცუდი pacing-ით დამღლელად და მოსაწყენად გამხდარი თამაში იქნება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.