Dungeon Rats - დავხურე. ფაქტიურად თამაში რომელიც მარტო Turn Based Combat-ია და დიდი მეტი არაფერი :D და მომეწონა.
http://store.steampowered.com/app/531930/საინტერესოდ ვითარდება ახალ ინდი თამაშებში ეს კომბატის ჟანრი. აღარაა მოუქნელი ინტერფესი, 2 საათიანი უაზრო ანიმაციები, 15 სხავადასხვა არასაჭირო სტატუს ეკრანი და წარწერა, და არც 20 მტერს ეჩხუბები ერთად რომ მათი ლოდინი გიწევდეს დიდხანს.
მინიმალისტურად, სუფთად მიუყვება ტემპი კომბატის და ექსპერიენსი. Real Time With Pause რო იყოს მაინც აჯობებდა ჩემი აზრით, მარა გამაღიზიანებელი აღარაა.
თითონ კომბატი თამაშში საინტერესოა. თან ძალიან ღრმა არის თავისი არსით, თან ამას ახერხებს მილიონი სკილის და ატრიბუტის გარეშე. ყველა არჩევანს პერსონაჟის შექმნისას დრამატული ეფექტი აქ მის პერფომანსზე, ერთით მეტ ძალას გაუკეთებ თუ არა, მთელი სტრატეგიები შეიძლება შეცვალოს.
ამის გამო სერიოზულად უფიქრდები როგორ შექმნა პერსონაჟი და ექსპერიმენტების მუღამი გიჩნდება. გაინტერესებს სხვადასხვა სტრატეგიებით როგორ გახვალ და ბილდების იდეების დატესტვა.
თვითონ ბრძოლის პროცესიც ძალიან შეკრული და მრავალფენიანია. ტაქტიკური პრობლემასავით უდგები მოწინააღმდეგეებს. ხელებში, ფეხებში, ტანში ურტყავ რომ წყობიდან გამოიყვანო და მერე მიდიხარ მოსაკლავ დარტყმებზე. ასევე დიდი განხვავებაა მებრძოლის ტიპებს შორის. ფარიან, აბჯრიან კაცს სხვა მიდგომა ჭირდება, მოქნილ ასასინს სხვა.
ნივთებსაც ძალიან საინტერესო გამოყენება აქვს. ტაქტიკურად ისვრი მედიევალ მოლოტოვის კოკტეილებს რომ გზა ჩაუკეტო მტრერს და კორიდორები შექმნა. (ტუპად ცეცლში არ აბიჯებენ).