თამაშის მოქმედება ვითარდება 26 საუკუნეში, რომელშიც თქვენ გრეისონ ჰანტის როლს შეასრულებთ. თქვენი გმირი არის Black Ops-ის წევრი რომლის სახელიცაა Dead Echo, დაჯგუფებას კი გენერალი სერანო ხელმძღვანელობს.
ხანტს ევალება სერიული მკვლელის კვალზე გასვლა და მისი ნეიტრალიზირება, მაგრამ როდესაც დაჯგუფება მიზანს პოულობს, ირკვევა, რომ იგი "სულაც არ არის ცუდი ადამიანი", აქ კი სიუჟეტი სულ სხანაირად იწყებს განვითარებას. ამ ფაქტის გამო ხანტი უარს ამბობს დავალების შესრულებაზე, რის გამოც იგი გალაქტიკაში ნომერ პირველი ძებნილი ხდება და გარბის.
მომხდარიდან 10 წლის შემდეგ, ხანტი ისევ თავისუფალია და გალაქტიკის რომელიღაც მიყრუებულ წერტილში მის კიბორგ მეგობარ იში სატოსთან ერთად ცხოვრობს.
ხანტი უეცრად ცაში მისი ყოფილი უფროსის გენრერალი სერანოს ხომალდს დაინახავს.
ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, ხანტი საკუთარი ხომალდის მეშვეობით გენერლის განადგურებას გადაწყვეტს. ხომალდები მართვას დაკარგავენ, ერთმანეთის გვერდზე გაჩერდებიან და უცებ დაიწყებენ სპირალივით ვარდნას დედამიწის მსგავს პლანეტაზე.
სამყარო რომელშიც ხანტი და იში მოხვდებიან, სავსეა ხორცისმჭამელი არსებებით, მუტანტებითა და ბევრი სხვა სახეობის ბინადარით.