Vampyr Vampyr - 2018 წელს ფრანგული სტუდია Dontnod Entertainment ძალებით Windows, PlayStation 4, Nintendo Switch და Xbox One პლადფორმებისთვის შექმნილი და Focus Home გამოცემული Action/RPG ჟანრის თამაში.
Vampyr მოქმედება 1918 წლის ლონდონში ვითარდება. მთავარი გმირი, ექიმი ჯონატან რიდი, პროლოგშივე ვამპირად იქცევა და მისი ახალი რეალობის გამო დიდი შინაგანი დილემის წინაშე ამოყოფს თავს. მასში ადამიანების გადარჩენის მრწამსი და ახალი სისხლის მსმელი ნატურა უპირისპირდება ერთმანეთს.
დეველოპერები რეალურად დადიოდნენ ლონდონში და ეცნობოდნენ ისტორიულ მასალებს, რათა თამაშისთვის XX საუკუნის ქალაქის რეალისტური მოდელი შეექმნათ. ნახევრად გახსნილი თამაშის სამყარო რამდენიმე რაიონად არის დაყოფილი და მოთამაშის მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად იცვლება.
გასვლისას, მოთამაშეს სხვა პერსონაჟების მოკვლის ვალდებულება არააქ, მაგრამ ამ მეთოდის გამოყენებით თქვენ სწრაფად განვითარებისთვის გაცილებით მეტი შესაძლებლობა გექნებათ; ბრძოლისას მოთამაშეს ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ვამპირების სპეციალური შესაძლებლობების გამოყენებაც შეუძლია.
Vampyr გამოსვლისას პრესის შერეული შეფასებები დაიმსახურა: მიმომხილველებმა თამაშის ატმოსფერო, სცენარი და პერსონაჟის განვითარების სისტემა მაღალი ქულებით შეაფასეს, ხოლო საბრძოლო სისტემამ და ტქნიკურმა შესრულებამ კრიტიკა დაიმსახურა.