Torment: Tides of Numenera - ჩემი შეფასება არის რომ არის რა. ალბათ 8/10.
მარა ზოგადად ორი კუთხე აქ ამას. იმათთვის ვინც არ იცნობს პლეინსკეიპს და ფენტეზის და საი ფაის კარგად, ანუ ტრადიციული ელფებიან, ჯედაებიანი ზახოდის იქით რა ხდება უფრო უცხო მიწებში. შეილება ნუმენერას სიუცხოვის ფაქტი შედევრალურად გაუსწორდეს და მაგარი მუღამით ჩაუჯდეს.
მარა სხვა მსგავსი უცხო სეტინგების პარალელის გავლებით ჩემი აზრით არაა არაფერი გადასარევი ამ თამაშში.
დადებითი მომენტებია რომ ძირითადად უცხო ხილია სამყარო, რაც ტიპიურ გაცვეთილ თემებს გარკვეულწილად აშორებს.
რამდენიმე სალუშენი აქ კვესტებს და ბევრი რამის მოგვარება ან სტელზით, ან ლაპარაკით შეიძლება. რამდენიმე საინტერესო და ჩამთრევი "უცხო ხილი" პერსონაჟი ან ევენტი გამოინახებოდა მაღალი ხარისხით შესრულებული.
ბევრი კითხვის მიუხედავათ 90% თამაშის არ არის დამღლელი.
არის პლეინსკეპიესული უზარმაზარი ლაბირინთი დიალოგების, რომელსაც მუღამით უჯდები 10ჯერ დალოადებით და კარგად დამალულ ინფორმაციას პოულობ.
კრიზისების თემა ზედაპირულად შესრულებული მარა სწორი მიმართულება RPG-ში. კომბატის დაწყების დროს გაქ ოპციები რომ გარემო გამოიყენო შენს დასახმარებლად, მტრებს ელაპარაკო და გადმოიბირო ან საერთოდ შეაწყვეტინო ბრძოლა და ა.შ.
უარყოფითი მომენტები:
ქაოტური სამყაროა ძალიან. არაფერს სტრუქტურა და აზრი არ აქ, ურთიერთკავშირიც არ ჩანს და ფაქტიურად ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი რამე მოსულა. მილიონი წელია გასული დედამიწაზე, 1000 ცივილიზაცია აღმოცენდა და გაქვრა, პარალელური სამყაროები არსებობს, ჰაერშიც მთელი ველები და ქვეგანზომილებებია ჩაქსოვილი. ეს ფურცელზე ერთი შეხედვით ძალიან საინტერესოდ ჟღერს მარა პრაქტიკაში "როცა ყველა განსაკუთრებულია, არავინაა განსაკუთრებული" ფორმას უფრო იძენს.
გარემოში ყველა ინტერაქცია რაღაც გაუგებარ აპარატებთანაა, რომლებიც სრულიად უფუნქციოა ხშირ შემთხვევაში, აი რაღაც ამაზონის სატროლაო სათამაშოების სანაგვეს რო მიადგე 1000 წლის მერე და მსოფლიოში ყველაზე უაზრო ყუთის https://www.youtube.com/watch?v=2A7vAbq_uIY ან ძაღლის მოჯმულის სათამაშოს უკან ლოგიკას რო ეძებდე ეგეთი პონტია.
ვიზუალურათაც როგორც სლეირამ აღნიშნა მოდერნ არტის და სურეალისზმის მუზეუმივითაა ყველაფერი. (მე არცერთის მიმართ დიდი პატივისცემა არ მაქ ამიტომ მოსაბეზრებელი იყო ეგ მომენტი ჩემთვის).
ინვენტარშიც კი სრული კოშმარი ხდება. უმეტესობა ნივთები რისთვის გაქ ან საერთოდ რა არის რომ გაიგო ოთხჯერ უნდა წაიკითხო მაგის დესკრიპშენი და მაგის მერეც არ იცი სადმე გამოგადგება ეს ნივთი თუ უბრალოდ გასაყიდაა.
ჩემი აზრით ამ თემაში ძალიან ცუდათ მიბაძეს პლეინსკეიპს. მაშინ როცა პლეინსკეიპს ქონდა სტრუქტურაც და აზრიც, და მხატვრულად და ესტეტიურად გათვლილად იყო მიმობნეული სურეალიზმის და სიუცხოვის მომენტები. ნუმენერა 12 წლის გოგოსავითაა რომელმაც დედამისის მაკიაჟის მარაგს მიაგნო და რაც იპოვა შიგნით ყველაფერი სახეზე მიიცხო.
კომბატი, იმის მიუხედავათ რომ ბევრი არ მიბრძოლია კაი უაზროდ ჩანდა. ძალიან ბევრი მტერი იყო ხშირად ერთ ბრძოლაში, რაც ყველაზე მაგარ კომბატის მქონე პაშაგავოი თამაშებსაც კლავს, და აქ მითუმეტეს ტასკა იყო. ბალანსის გარღვევაც სახეზე იყო. იმის მიუხედავათ რომ ერთი კომბატის სკილიც კი არ მქონდა არცერთ პერსონაჟზე ჩემით განვითარებული, მაინც ადვილად ვკლავდი ყველას.
ქვესტები, ორიგინალური და უცხო სამყაროს მიუხედავათ. დიდად საინტერესო არცერთი კვესტი მახსენდება.
პერსონაჟები. რეალურად მარტო ერთი პერსონაჟი მომეწონა Callistege და ისიც არ იყო დიდად განვითარებული.
სიუჟეტიც იმედ გამაცრუებელი იყო, თვითონ იდეა და პლოტ ტვისტებიც ისე რა იყო და პეისინგიც დიდად არ ვარგოდა. მარტო რაღაც მომენტებში მაინტრიგებდა იშვიათად.
► Show Spoiler
ამ ყველაფრის მიუხედავათ დეველოპერების გამოცდილება იგრძნობა ბაზურ დონეზე და თამაშის პროცესი ასწორებს. დამოუკიდებლად სოლიდური 8/10 ხარისხის თამაშია და ამასთან ერთად რომ ცოტა ორიგინალურ და უცხო სამყაროს იყენებენ ეგეც ცალკე დასაფასებელი ფაქტია. მარა იმასაც ვერ გაექცევი რომ თავისი სტრუქტურით და მიდგომებით დიდი ლიგის ბიჭებს ეჭიდავებოდა და ვერ გამოუვიდა ეგ ამბავი.