Battlefield 1
დეველოპერი EA DICE. გამომცემელი Electronic Arts. გამოსვლის თარიღი 2016 წლის 21 ოქტომერი. კრიტიკოსების უმრავლესობის აზრით თამაში Battlefield 4 და Battlefield Hardline წინ გადადგმული ნაბიჯია, რის გამოც უმეტესწილად დადებითი შეფასებები აიღო. B1 მთავარი აქცენტები პირველი მსოფლიო ომის სეთინგზე, მულტიფლეიერ შემადგენელზე და სოლო კომპანიაზეა გაკეთებული.
გვაქვს 6 მულტიფლეიერ რეჟიმი (Conquest, Rush, Domination, Team Deathmatch, War pigeons, Operations), 4 ძირითადი კლასი (Assault, Medic, Support, Scout), სამი რესპაუნ კლასი (Tanker, Pilot, Cavalry) და სამი თამაშის დროს "ასაღები" კლასი (Flame Trooper Kit, Sentry Kit, Tank Hunter Kit), ანუ მეფზე რანდომ ალაგია ამუნიცია და ვინც აიღებს ავტომატურად ხდება ერთერთი მათგანი.
ასევე გვაქვს 6 ნაწილად დაყოფილი სინგელფლეიერ კომპანია (Storm of Steel, Through Mud and Blood, Friends in High Places, Avanti Savoia, The Runner, Nothing is Written), რომელიც მსოფლიოს 6 სხვადასხვა წერტილში ვითარდება. ხოლო ყველა მათგანი თავისი კონკრეტული პერსონაჟის, ან პერსონაჟების ისტორიით არი წარმოდგენილი.
და რათქმაუნდა ფასიანი DLC-ები (They Shall Not Pass, In the Name of the Tsar, Turning Tides, Apocalypse), რომლებიდანაც ჯერჯერობით მხოლოდ ერთია გამოსული.