The Witcher 3: Plot Analysis
რესერჩი ჩატარდა თამაშის კულმინაციის და დასასულების გარშემო, რომელშიც თავმოყრილია უამრავი სიუჟეტური ელემენტი და ზევიდან ემატებბა დასასრულის 36 ვარიაცია, რაც თემას უაღრესად კომპლექსურს ხდის, ხოლო ამ მრავალფეროვნებას, ამძაფრებს, მოცემული ელემენტების ბექგრაუნდების უქონლობა თვითონ თამაშში, რომლებზე პასუხებიც მხოლოდ წიგნებში შეგიძლიათ ნახოთ. და კიდევ ერთი ფაქტორი, ავტორების შესაძლო, მცდარი გადაწყვეტილებები, ზოგიერთი მოვლენის გაერთიანების და წიგნისეული აზრის შეცვლის შესახებ. ანუ თემა არის რთული, რითიც კიდევ უფრო საინტერესო ხდება.
სანამ კოკრეტულ თემებზე გადავალ, მინდა გაჩვენოთ ჩემი და სანდროს მიერ ჩატარებული რესერჩ დოკუმენტი, რომელსაც ტეელფონით უცებ ვიდეო გადაუღე: https://www.youtube.com/watch?v=Y9IIJPBexdM
მაგრამ პასუხებთან ერთად, რჩება კიდევ უფრო საინტერესო კითხვები. რომლების ამოხსნამაც კიდევ უფო ბევრი დრო წაიღო - ფორუმებიდან დაწყებული, ბოლოგები, საიტები, ვიკი, სოციალური ქსელები, თვითონ თამაშის წიგნების, ქვესთების, პერსონაჟების ბიოგრაფიების კითხვა. მაგრამ პასუხები მაინც ძალიან ბუნდოვანი რჩება, ისეთივე როგორც შორს, ღრუბლებზე გამოჩენილი Wild Hunt მხედრები. მათ ამოხსნას კი მინდა, იმ ადამიანებთან ერთად მივაგნო, ვისაც ჩემს მსგავსად, ან ჩემზე უფრო, აინტერესებს ზოგადად წიგნების და თამაშების სიუჟეტური პერიპეტიები.
ახლა კი მეთვითონ რომ არ ავიხლართო ამხელა მასალაში გავაკეთებ ორ რამეს. 1. შევეცდები ზუსტად გადმოვცე რესერჩის მსვლელობის სტრუქტურა 2. მაქსიმალურად ლაკონური ვიყო. 3. და დავყო სტატია ორ ძირითად ნაწილად - ემგირი და ერედინი.
Emhyr var Emreis
ავალაკჰის მიერ Wild Hunt გემის დატელეპორტების მერე, იმდენად აირია ყველაფერი, რო თანმიმდევრობას და მოვლენების აზრს დღემდე ვიკვლევ და ვალაგებ. მაგრამ კვლევის მოთხოვნილება მაინც ზუსტად ენდინგიდან დაიწყო. რომლის მიხედვითაც (რაღაც მეორეხარისხოვან დეტალებს არ შევეხები და არ გაგიკვირდეთ, ენდინგში ბევრი რამეა გამოყოფილი) გერალტი იენიფერთან ერთად წავიდა და ბედნიერად ცხოვრობდა, ხოლო ცირილა, რომლის გარშემოც რეალურად მთელი სამყარო ტრიალებს. წავიდა მამამისთან, წავიდა იმისთვის, რომ თვითონ უხელმძღაველოს იმპერიას.
კი ეს ძალიან სევდიანი იყო, მაგრამ რატომაც არა? იდეაში, მე ერთ გოგოს უკვე შეუწყე მართველად გახდომაში ხელი. ცირილას შვილივით ვიცნობ და დარწმუნებულივარ რო ისიც სიკეთის მომტანი მმართველი იქნება. და არ მინდა რო ის უბრალოდ ერთი რიგითი ვიჩერი გახდეს. რაშიც მე და ცირილა აფსოლიტურად ვეთანხმებით ერთმანეთს http://i.imgur.com/sWtdJol.png .
მაგრამ აქ გაჩნდა ორი ძალიან რთული საკითხი. გახსოვთ ალბათ. ანუ რა უფლებით მიყავს ემგირს ცირილა, თუ ის მართლა გერალტისთვის დანაპირები ბავშვია? და ვინ არის ემგირი რეალურად, რატო აქვთ მათ დაძაბული ურთიერთობა? რა უნდა ემგირს თავის შვილისგან კონკრეტულად?
ზუსტად აქ დაიწყო ჩემი და სანდროს რისერჩი, როცა მე მას წიგნებიდან მასალის მოშველება ვთხოვე. და აღმოვაჩინე, რომ Emhyr var Emreis არის ყველაზე შენძ... პერსონაჟი, პერსონაჟებს შორის. წარმოდგენილი ორ სხვადასხვა ადამიანათ, რომლებს შორისაც თვითონ სანდროსაც გაუჭირდა თავიდან ერთი ადამიანის პოვნა. ხოლო გერალტისთვის დაპირებული ცირილას ამბავი კიდე უფრო ჩახლართული, მაგრამ საბოლოო ჯამში მარტივად გასაგები.
ეხლა ძალიან ლაკონურად რო გადმოვცე საათობით საკითხავი ტექსტი, უნდა ვქნა ძალიან უხეში რამ, უნდა დავაპატარავო მოვლენები და თუ ამ რეალური ამბის, ანუ ემგირის ისტორიის მთლიანად გაგება გინდათ, მიაკითხეთ წიგნებს და ისამოვნეთ. მაგრამ თუ უშუალოდ თამაშის პლოტ ჰოლის ამოსვსება გინდათ, აგერ:
1. ემგირი 13 წლის რო იყო, როცა ნილფგაარდი მტერმა ჩაიგდო ხელში. მამამისი მოკლეს, ამას წყევლა დაადეს, რომლის გამოც დღის განმავლობაში ზღარბის მაგავარი არსება ხდებოდა, ღამე კი ადამიანის იერი უბრუნდებოდა.
2. ემირმა გაიგო, რომ მისი განკურნება "ბავშვი-სიურპრიზის" ხელში ჩაგდებით შეილებოდა. რომელიც რეალურად იყო ელფების გამოყვანილი უნიკალური სისხლის მატარებელი არსება, რომლის მაგიურ ძალასაც ვერაფერი შეედრებოდა და რომლის ხელში ჩაგდებაც კიდევ უამრავი ხალხი ცდილობდა.
იპოვა ამ სისხილის მატარებელი ბავშვის მამა, მეფე, რომელიც იმყოფებოდა სიკვდილის პირას, გადაარჩინა, სამაგიეროთ კი დააპირა, რომ როცა სახში მივიდოდა, რაც მოულოდნელი დახვდებოდა მისთვის უნდა მიეცა. მეფეს სახში რათქმაუნდა ახალშობილი შვილი დახვდა.
3. გავიდა 14 წელი. უკვე გარდაცვლილი მეფის ცოლს, ემგირმა ეს გოგო ცოლად მოითხოვა და გაუმხილა რო უკვე ერთი წელი ერთმანეთს ხვდებოდნენ. დედოფალს არ უნდოდა ბავშვის გატანება, დაიწყო აურზაური და ზუსტად აქ გადაარჩინა გერალტმა ემგირი, რომელიც მას დენის ფსევდონიმით გაეცნო. იგი, გერალტს, საპატივსაცემოდ ნებისმიერი სურვილის ასრულებას პირდება. რაზეც გერალტი ზუსტად იგივეს თხოვს, "რაც ეხა გაქ, ისე რომ არ იცი და სახში მისვლისას გაარკვევ, უნდა მომცე". დენიმ არ იცოდა რო მისი სატრფო პავეტა (რომელსაც ერთი წელი ხვდებოდა) ფეხმძიმეთ იყო. ხოლო ბავშვი კი თვითონ ცირილა გახლდათ.
4. ამის შემდეგ, ემგირი, ანუ იგვე დენი, ცდილობს რო ცოლშვილი გაიტაცოს ნილფგაარდში. მაგრამ პავეტა, ახალშობილს, ჩუმათ დედამისს უტოვებს, ანუ ცირილას ბებიას (კალანტე).
5. ემირი გზაში იგებს, რომ პავეტამ ბავშვი იპოვა, ჩხუბობენ, პავეტა ვარდება გემიდან და იღუპება.
ემგირი დაბრუნდა ნიფლგაარდში, დაიპრყო ტახტი და გაიგო დონა ლორენის წინასწარმეტყველების შესახებ. მან შეუტია ჩრდილოეთს და ასასინები და ჯადოქრები გააგზავნა ცირილას მოსატაცად (ანუ ბებიამისთან). მისი მიზანი იყო შვილზე დაქორწინება რადგან წინასწარმეტყველების თანახმად ცირილას შვილი ნახევარ სამყაროს მეფე იქნებოდა, შვილიშვილი კიდე მთელი სამყაროსი.
=== ანუ ამის შემდეგ უკვე ემგირი გადაწყვიტავს თავის საკუთარი შვილის მ... და მისგან ბავშვის გაჩენას, რომ იგი შესაბამისად მსოფლიო მმართველი გახადოს (და აქ მივხვდი რო ამ ტიპთან გაუშვი მე ბოლოს ცირილა და ძალიან მეწყინა, მაგრამ საქმე კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა) ===
6. ამასობაში, ცირილა იზრდებოდა ბებიასთან და სკელიგას კუნძულებზე ნათესავებთან. გერალტმა როდესაც პირველად სცადა მისი მონახულება (რადგან ბავშვი ეკუთვნოდა და ვითჩერად უნდოდა წაყვანა), კალანტემ ბავშვი არ ანახა და არაფერი უთხრა მასზე ისე გაუშვა.
პირველად გერალტი შეხვდა ცირილას როდესაც ის გაიქცა სახლიდან და დრიადებმა დაიჭირეს. დრიადებს თავისიანად გადაქცევა უნდოდათ გოგოსი მაგრამ გერალტთან საუბრის მერე უფლება მისცეს გოგოს თვითონ აერჩია ბედი. ცირილამ გერალტთან დარჩენა არჩია, მაგრამ მან არ დაიტოვა ბავშვი და დრუიდ მაუსაკს დაუტოვა რომელიც კალანტეს მსახური იყო.
ცინტრას ნიფლგაარდმა შეუტია ამასობაში და ამოხოცა. ცირილა ნიფლგაარდელებმა მოიტაცეს, მაგრამ გაქცევა მოახერხა და სოდდენის მიწებში დახეტიალობდა მანამ გზად შემხვედრმა ვაჭრის ოჯახმა არ შეიფარა ეული ბავშვი.
გერალტმა, რომ ეს ამბავი შეიტყო, ცირილას ძებნას შუდგა და ვაჭრის სახში ბავშვი იპოვა. მან ის კაერ მორხენში წაიყვანა სადაც ტრის მერიგოლდთან ერთად იმალებოდა. ამ დროს წვრთნიდა გოგოს ვიჩერობაში.
შემდეგ გერალტმა და ტრისმა წაიყვანეს ცირილა მელიტელეს ტაძარში, სადაც მას ასწავლიდა ნენეკე. შემდეგ კი იენიფერმა ჩაიბარა მისი მოვლა და მაგიაში წვრთნიდა. იენიფერს უნდოდა გოგოს მაგების შეკრებაზე მიყვანა და მათ რიგებში მისი გაწევრიანება. მაგრამ ნიფლგარდიანელმა ჯაშუშებმა ჩაშალეს კონფერენცია. ცირილა გაიქცა არასტაბილური პორტალით და კორატის უდაბნოში აღმოჩნდა მარტო.
ის კინაღამ მოკვდა უდაბნოშ მარა გადაეყარა უნიკორნს, რომელმაც ცივილიზაციაში მიიყვანა. აქ ცირილა შეუერთდა ვირთხებად წოდებულ ქურდების და ბანდიტების ბანდას. აქ იგი ბაუნთი ჰანტერმა იპოვა რომელიც დაიქირავეს მის მოსაკვლელად ნიფლგაარდელი მოღალატეების მიერ. ცირილამ მოახერხა მისი დაჭრა მაგრამ თვითონაც მიიღო შრამი თვალზე.
შეძენილი მეგობრების დახმარებით ის გაიქცა ტორ ზირაელის რუინებში, სადაც პორტალით მოხვდა აენ ელეს ელფების პარალელურ სამყაროში. აქ ელფებმა შეიპყრეს და ელფების მეფეს უნდოდა მასში ბავშვის ჩასახვა ლარა დორენის სისხლის გენის გამო. მაგრამ მოკლა ვაილდ ჰანტის ლიდერმა მანამ ამას მოასწრებდა. მეფის მრჩეველი ელფის დახმარებით ცირილამ მოახერხა გაქცევა თავისი ახლად ნაპოვნი ძალით რომ დროსა და სივრცეში გადაადგილებულიყო. რამაც მოუპოვა სამყაროების ლედის ტიტული. ცირილა ვერ აკონტროლებდა თავის ძალას და ბევრი სამყაროს მოვლა მოუწევდა მანამ მშობლიურს იპოვიდა.
7. ეხლა მთელი წიგნის დაწერა რო არ მომიწიოს, მოკლედ უნდა ვთქვა. ესეიგი ამ მოვლენების მერე, ნილფგაარდთან ხდება რაღაც დიდი ბრძოლა, სადაც გერალტთან ერთად ცირილაც იღებს მონაწილეობას და ემგირი ახერხებს გოგოს ხელში ჩაგდებას, მაგრამ როდესაც უშუალოდ შეხვდება მას, ხვდება რო იმ ბოროტ ჩანაფიქრს რაც შვილის მიმართააქ, ვერ შეასრულებს და უშვებს ცირილას გერალტთან ერთად.
აი დაახლოებით ეს, 7 პუნქტად და ძალიან ზედაპირულად დაწერილი, პრეისტორია მაინც უნდა იცოდე, რომ ბოლომდე მიხვდე, თუ რა გააკეთე ენდინგში რეალურად, როცა ცირილა მამამისთან გაუშვი.
მაგრამ როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ენდინგამდე არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კულმინაციური მომენტი, რომელიც ამ დიდი ამბის სრულიად სხვა მხარეს მოიცავს და იგი ელფებს, კონკრეტულად კი Wild Hunt-ს ეხება.
ამ კვლევის, მოცემული მხარეის ბოლომდე, ჩემთვის საკმარის დონეზე გაგება არ გამომივიდა, რადგან ძალიან ბევრ ელემენტს შეიცავს და ამ ელემენტების უმეტესობა დაჟე წიგნებშიც არ არის ბოლომდე განმარტებული, ხოლო რაც თამაშშია, თამაშის ავტორებიც არ იწუხებენ ახსნით თავს დიდად.
დიდი სივრცეებში რო არ გადავარდეთ. მოდეით მე დავწერ იმ კითხვებს, რომლებიც თამაშის ეპილოგში გამიჩნდა და ამის შემდეგ დავწერ იმ ახსნებიდან, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს, რისი მოპოვებაც შევძელი. ხოლო სულ ბოლოსთვის გამოვყობ ჯერ კიდევ ღია საკითხებს, რომლებზეც შეგვილია რო ერთად ვიმსჯელოთ.
Eredin
კთხვები:
1. რას წარმოადგენს Wild Hunt და რა არის Eredin მთავარი მიზანი?
2. რა უშუალო კავშირია Wild Hunt-სა და White Frost შორის?
3. კონკრეტულად რისთვის ჭირდება Wild Hunt ცირილას ძალა?
4. რა არის Avallac'h რეალური მიზანი?
5. Eredin და მისი გენერლების დამარცხების მერე, ავალაკჰი და ცირილა, იმ მომენტშივე მიდიან White Frost "დასაძლევად" - მაინტერესებს რატომ იყო ამის გაკეთება ესეთი სასწრაფო, რო ფაქტიურად ერთ მისიაში ჩაატიეს, ორი ესეთი მნიშვნელოვანი რამ?
6. რას და რა ფორმით "ამარცხებს" ცირილა, ან რას აკეთებს საერთოდ პორტალში და როგორ ბრუნდება უკან?
7. რა ხდებოდა იმ წლებში, როდესაც იენიფერის გამო, გერალტი Wild Hunt-ს შეუერთდა?
ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა მე ვერ მოვახერხე, მაგრამ ერთი ფაქტია, ისინი ძალიან მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული.
ესეიგი ეხლა დავწერ იმ ყველაფერს რაც ზედა კითხვებში შეიძლება საერთო იყოს. მერე მივაწერ ამონარიდებს, რომლებიც ჩემ სიტყვებს ამტკიცებს და ბოლოს გავიმეორებ კითხვებს, ოღონდ პსუხებთან და გამომდინარე კითხვებთან ერთად. წავედით:
ანუ ირკვევა, რომ Wild Hunt-ი, ერიდინის ხელმძღვანელობით, როგორც Avallac'h-ი, არიან Aen Elle-ს წარმომადგენელი ელფები. უბრალოდ Avallac'h-ს ერედინი იმიტო არ უყვარს, რომ მეორემ მოტყუებით მოკლა მათი საერთო მეფე http://i.imgur.com/yULbtxE.png და ავიდა ტახტზე. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი დეტალი. ესეიგი ამ მოვლენების პარალელურად, Aen Elle სამყაროს ემუქრება განადგურება (ზუსტად არ არი ნათქვამი, ან მე გამომრჩა, თუ რა ტიპის განადგურება, სავარაუდოთ მასაც White Frost მეშვეობით) და რადგან ერედინმა ეს მშვენივრად იცოდა, Wild Hunt-ის ელიტური დანაყოფით, დაიწყო გაყინული და ცარიელი სამყაროების მეშვეობით, სხვადასხვა სამყაროში მოგზაურობა. მისი მიზანი, რამდენადაც მე გავიგე, იყო ცირილას ძალის დახმარებით, სფეროების გადაკვეთის მოხდენა და თავისი ხალხის, სხვა, სასიცოცხლოდ შესაფერის სამყაროში გადმოყვანა.
ამონარიდები:
* В игровом процессе не встречаются, зато присутствуют в воспоминаниях Геральта. Как он выяснил, Дикая Охота в этом мире — это лишь проекции, аватары, самых настоящих эльфов, только из другого мира.
* Дикая Охота в действительности оказалась элитным отрядом конницы из мира Aen Elle, народа Ольх, под командованием честолюбивого и безжалостного короля по имени Эредин Бреакк Глас. Он путешествовал тайными тропами сквозь ледяную пустоту между мирами, похищал и превращал в рабов людей нашего мира. Теперь же он охотился за Цириллой, чью силу желал использовать в своих целях.
კითხვები პასუხებიანათ:
1. რას წარმოადგენს Wild Hunt და რა არის Eredin მთავარი მიზანი? - Wild Hunt არის Aen Elle-ს ელიტური დანაყოფი, Eredin ხელმძღვანელობით. რომლის მიზანიც არის საკუთარი რასის გადარჩენა, გაურკვეველი კატასტროფისგან. ამის გაკეთება კი უნდა ცირილას ძალით, რომლითაც გახსნის პორტალს, და გერალტის სამყაროში გადმოიყვანს თავის ხალხს (დაიპყრობს ამ სამყაროს).
2. რა უშუალო კავშირია Wild Hunt-სა და White Frost შორის? - უშუალო კავშირზე არაფერი არაა ცნობილი, გარდა იმისა, რომ Wild Hunt სხვადასხვა სამყაროებში მოგზაურობს White Frost -ისმიერ გაყინული და ცარიელი სამყაროების მეშვეობით.
3. კონკრეტულად რისთვის ჭირდება Wild Hunt ცირილას ძალა? ცირილას ძალა, როგორც ზევით ვახსენე, ჭირდებათ, რომ პორტალის (ან სფეროების გადაკვეთის, რაც გინდათ ის დაარქვით) მეშეობით, რომელსაც გოგო გახსნის, გადმოიყვანონ თავიანთი ხალხი, საცხოვრებლად ვარგის პლანეტაზე.
4. რა არის Avallac'h რეალური მიზანი? - ავალაკჰის რეალური მიზანი გამოდის ცირილასთვის დახმარება White Frost დამარცხებაში.
მაგრამ გაუგებარი ხდება:
* თუ White Frost დამარცხება Aen Elle გადასარჩენად უნდა, ანუ თუ Aen Elle-ს მართლა White Frost ემუქრება განადგურებაში, მაშინ ვაილდ ჰანთის და ცირილას თემა სრული აფსურდი გამოდის, იმიტო რო ერედინიც იგივეს აკეთებს, ოღონ უფრო უტვინო ვარიანტს. და გამოდის რომ ორივე ელფი ერთი რაღაცისთვის იბრძვის, სხვადასხვა მეთოდებით და თან ერთმანეთს ხელს უშლიან, რაც გაუგებარია. როცა სფეროების გადაკვეთა იწყება, იენიფერს და გერალტს დაჟე გონიათ რო ავალაკჰიც იგივეს აპირებს რასაც ერედინი გეგმავდა, ანუ გონიათ რო Aen Elle-ს გადმოყვანა უნდა. აი http://i.imgur.com/jb6sy84.png . მარა გამყიდველი იმიტო არ აღმოჩდნება, რომ თურმე მასაც White Frost დამარცხება უნდოდა. ანუ თუ საერთო მტერს ებრძვის კაი ტიპია, იმის მიუხედავათ რო გვიყენებს. და ცუდი ტიპი იქნებოდა ჩვენ სამყაროში რო თავისიანები გადმოეყვანა. მარა რათუნდა თავისიანების ჩვენ სამყაროში გადმოყვანა, თუ White Frost დამარცხება შეულია ? ამით ხო თავისიანებსაც აცდებათ საფრთხე.... ?
5. Eredin და მისი გენერლების დამარცხების მერე, ავალაკჰი და ცირილა, იმ მომენტშივე მიდიან White Frost "დასაძლევად" - მაინტერესებს რატომ იყო ამის გაკეთება ესეთი სასწრაფო? - ამ მოვლენას ესეთი ახსნააქ, რომ ვითო მერე არ გაუშვებდა გერალტი ცირილას პორტალში. მარა იდიოტობაა, იმიტო რო უბრალოდ არ ეტყოდა და ისე წავიდოდა. თუნდაც ისევე როგორც ბოლოს ემგირის არმიას მიყვება, ისე რო არაფერი არ იცის გერალტმა. მარა ავალაკჰი და ცირილა რატომღაც ერედინის მერე ეგრევე პორტალთან მირბიან. "ავალაკჰი იწყებს სფეროების გადაკვეთის ციკლს", იყრებიან ციკლოპები პორტალებიდან და გაკვირვებული გერალდი ეკითხება ცირილას თუ რა დედიმისის უნდა, ერიდინის დამარცხებიდან ერთ საათში რო White Frost გასაქრობად მიძვრება? http://i.imgur.com/MM06lZc.png . ამაზე პასუხი - ჩვენ დავამარცხეთ ერედინი მარა გამყინვარება არა http://i.imgur.com/UleZx4q.png და იგივე http://i.imgur.com/5GfYyiK.png . ცირილას უნახია როგორ ანადგურებს White Frost სამყაროებს http://i.imgur.com/416qD9O.png , მარა მე ამ მომენტში, გერალტის ნათქვამისა არ იყოს, მარტო ერთი ფიქრიმაქ - სად გეჩქარება?
და ამხელა რისერჩის მერე, მარტო ერთი გამართლების მოძებნა შევძელი:
After the defeat of the Wild Hunt, another Conjunction of the Spheres begins, and Avallac'h and Ciri head to a tower on Undvik to halt the White Frost.
ანუ შეიძლება უბრალოდ სიუჟეტში არ ჩანდა კარგად და თვითონ ერიდინის მთლიანი არმიის დატელეპორტებამ გამოიწვია ამ სფეროების ციკლის ავტომატური დაწყება, რის გამოც ავალაკს და ცირილას უცებ მოუწიათ რეაგირება. მარა არვიცი რითი დავამტკიცო ეს. მარა რომც დავამტკიცო რჩება ზედა თემა. ერიდინის და ავალაკის საერთო მიზანი Aen Elle გადარჩენის სახით, სადაც, როგორც გამოდის, ერიდინმა არ იცის რო White Frost განადგურება შეულია ცირილას დაჟე და ესე ბევრად უფრო ეფექტური იქნება მისი მიზანი, იმიტო რო არანაირი სამყაროს დაპყრობა არ დაჭირდება თავისიანებისთვის (მაგრამ აქ არ ვიცით ზუსტად რა ემუქრება Aen Elle-ს და არ ვიცით რა უნდა ავალაკჰს კონკრეტულად და არის თუ არა მისი მიზანი Aen Elle გადარჩენა, პროსტა ვიცით რო White Frost განადგურებისკენ მიყავდა ცირილა, და ვიცით რო შესწავლილიაქ წინაპართა სისხლის თემა).
Avallac'h
აქედან გამომდინარეობს ორი საბოლოო კითხვა:
* რა ემუქრება Aen Elle სამყაროს?
* რა მიზანიაქ ავალაკჰს?
ეს კი ამ თემის გარშემო მნიშვნელოვანი ფიგურების ოფიციალური მონაცემები. რომლებშიც შეილება კიდე რაღაცეების დაჭერა:
ერედინი http://i.imgur.com/gwg42Nq.png http://i.imgur.com/1KTeg4v.png http://i.imgur.com/5VDUva7.png
ავალაკჰი http://i.imgur.com/Cga1isa.png http://i.imgur.com/xJUcGCf.png
ავალაკჰი ქვესთში http://i.imgur.com/sPWoLpP.png
გე'ალსი (ერედინის მარჯვენა ხელი, სანამ გაიგებდა მეფის მკვლელობის ამბავს) http://i.imgur.com/tV2BkO2.png
ცირილა http://i.imgur.com/PBaMSCc.png (ბოლო აბზაცი)
კარანტირი http://i.imgur.com/7NhP7i7.png
6. რა ხდებოდა იმ დროს როდესაც იენიფერის გამო გერალტი Wild Hunt-ს შეუერთდა? - არვიცით. ჩვენ მხოლოდ ვიცით, თუ რატო მოხვდა გერალტი მათ ხელში:
3 глава убийц королей (расширенное издание) Цинтия говорит Геральту, что его видели в составе охоты. А вообще после погрома Цири оставила Геральта и Йеннифер в мире, который они называли Остров Яблонь, где те двое некоторое время жили. Затем явились всадники охоты и забрали Йен. Геральт возвращается в свой мир и преследует охоту. В итоге он их настигает и вступает в охоту при условии, что они отпустят Йеннифер.
ბოლოს კი მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის მხოლოდ ჩემი და სანდროს მოძიებული და შეკრული მასალა, რომელიშიც სავარაუდოთ გაპარულია შეცდომები, ან ნახსენები არ არის გარკვეული ფაქტები თამაშიდან, რადგან იგი უზარმაზარია და შეიძლება რაღაც გამომრჩა. მაგრამ რაც ეხლა გავაკეთე, მსგავს, ერთად შეკრულ სტატიას, დარწმუნებულივარ სხვა ენაზეც ძალიან ცოტას თუ იპოვით. ამიტო თუ რაღაც არასწორად იქნება მოცემული, უბრალოდ დაწერეთ, ჩავასწორებ, რაც, უფრო მოგვეხმარება ამ დიდი ფაზლის დანახვაში. აქ მთავარია, რომ ეხლა, უკვე როცა საფუძველი არსებობს, ერთიანი ძალებით ვცადოთ ყველაფრის გარკვევა.
ასევე ელემენტები, რომელებიც ასე გვაკლია, შესაძლოა რაღაც ფორმით გაჟღერებული იქნას დამატებებში. ამიტომ როცა მათ გავივლით, იქიდანაც გამოუშვათ ინფორმაცია. როგორც იცით მთავარი მათგანი ჯერ არ გამოსულა. მან კი შეიძლება ყველაფერს ახადოს ფარდა. ასერომ ისიამოვნეთ, და იმედი მაქვს, რომ ჩემმა და სანდროს ნაშრომმა გარკვეულ კითხვებზე პასუხები მაინც გაპოვნინათ :)