Devil May Cry 5 - საკულტო სერიალის ახალი ნაწილი, რომელსაც ცოტახანში 20 წელი შეუსრულდება. რიგით მეექვსე თამაშში, წინა სრიების თითქმის ყველა ცენტრალურ გმირს იხილავთ. იქნებინ მეორე ხარისხოვანი ცნობადი სახეებიც.
Capcom ბოლო პროექტი თითქმის ყველა ასპექტში თავის ქორ ელემენტებს უბრუნდება, რასაც ერთდროულად კარგიც მოაქვს და ცუდიც.
ნეგატივი ძირითადად სიუჟეტურ შემადგენელს შეეხო. როგორც გახსოვთ, წინა ნაწილში (DmC) სიუჟეტზე პასუხისმგებელი Alex Garland გახლდათ, რომელმაც საკმაოდ ფასეული ალუზიები დადო თანამედროვე რეალობაზე და თამაში ეს ასპექტი ახალ სიმაღლეზე აიყვანა. სამწუხაროდ ამჯერად ყველაფერი ნაკლებადაა სიმბოლიკით და ორაზროვნებით დატვირთული. მოქმედების ადგილი Red Grave City, ძალიან გავს თანამედროვე ლონდონს. სადაც უზარმაზარი დემონური ხე ამოდის მიწიდან, თან კი უამრავი სახეობის საზიზღრობა მოაქვს. მსგავსი სეთინგის გამო თამაშის უმეტესი ლოკაციებიც დიდი მრავალფეროვნებით და ატმოსფერულობით ვერ გამოირჩევა, მაგრამ ამ მომნტიდან უკვე პოზიტივზე შეგვიძლია გადასვლა. დანარჩენი, დაწყებული გრაფიკით, ანიმაციით, ვიდეო რგოლებით და რაცმთავარია გეიმფლეით, ერთ-ერთი სამაგალითოა სერიაში.
DMC5 სლეშერის მექანიკა მოდიფიცირებულია. ამჯერად მტრისთვის ზიანის მიყენება არა უშუალო ილეთის და იარაღის სიძლიერით, არამედ კომბინაციების სწორი გადაბმით განისაზღვრება. ანუ რაც უფრო დინამიური და სანახაობრივია თვქენი ბრძოლის სტილი, მითუ უფრო ეფექტურია მტრის წინააღმდეგაც.
ზემოთ ნახსენებ ცვლილებას ემატება ის ფაქტი, რომ Capcom მეხუთე ნაწილისთვის თამაშში ყველა ჩვენთვის ცნობილი პერსონაჟი ერთიანად წარმოგვიჩინა, ანუ მთლიანად ჩასვა ის მექანიკები, რომლებითაც ამდენი წლის მანძილზე ვერთობოდით და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა ისინი.
თამაშს ვიწყებთ Nero, რომელსაც თავის ჩვეული კიბერნეტიკული ხელის მაგივრად, ახლა უკვე ათობით სხვადასხვა დანიშნულების და ფუნქციონალის პროტეზის დაყენება შეუძლია, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის სათამაშო პროცესს.
მერე მოქმედი გმირი იქნება V საკმაოდ უცნაური და ორიგინალური საბრძოლო სტილით. მისი ბრძოლა მთლიანად დაფუძნებულია მისივე მინიონებზე, რომლებიც პერსონაჟისგან დამოუკიდებლად დადიან, თქვენ უბრალოთ მათ გარკვეულ ბრძანებებს აძლევთ. მინიონების რიცხვში არის გრიფონი, პანტერა და ქვის დიდი გოლემი, რომელსაც შეგიძლიათ ზურგზე ააცოცდეთ და იქიდან მართოთ.
და თვითონ Dante, წარმოდგენილი უკვე მეოთხე სერიისთვის დამახასიათებელი გეიმფლეი მექანიკებით, რომლებშიც გაერთიანებულია რამდენიმე იარაღი და 4 საბრძოლო სტილი, რომლებზე გადართვაც უშუალოდ გეიმფლეის პერიოდში ხორციელდება. მოცემულ მრავალფეროვნებასთან ერთად, ბონუსის სახით დანტეს ახალი სახეობის იარაღიც აქვს. ოარი უზარმაზარი, ბორბლიანი ხმალი, რომლებიც სპეციალური კომბოების დროს მოტოციკლეტად იქცევა...