Armikrog, PC

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11826

Armikrog

Unread post#1 » 01 May 2015 23:31

Armikrog
>>>

Pencil Test Studios ახალი პროექტი. დუგლას ტენნეიპლი (კომპანია Pencil Test Studios მთავარი დიზაინერი) თავის კოლეგებთან მაიკლ დიცთან და ედი სკოფილდთან ერთად მოცემულ პროექტამდეც ახარებდნენ გულშემატკივარს თავიანთი თამაშებით: შორეულ 1994 წელს SegaMegaDrive-ისთვის გამოშვებული პლადფორმერი Earthworm Jim, და ცოტა მოგვიანებით PC-ზე 1996 წელს გამოსული ქვესთი The Neverhood. სამწუხაროთ ამ ორი თამაშის პირდაპირ გაგრძელებას ამჯერად ვერ მივიღებთ. თამაშების უფლებები სხვა კომპანიას ეკუთვნის. როგორც კი არ ეცადა დეველოპერი საერთო მოგების მქონე პროექტზე დაყოლიებას, უფლებების მქონე პირებმა მაინც უარი განაცხადეს თანამშრომლობაზე. Armikrog-მა მისი წინამორბედის The Neverhood-სგან მისი მთავარი ხიბლი, პლასტელინის სამყარო გადმოიღო, რომელიც დუგლას ტენნეიპლმა ჯერ კიდევ 1988 წელს შექმნა. ახალ პროექტში გადმოვიდა იუმორით და საინტერესო სიტუაციებით გაჯერებული სათამაშო პროცესიც. დეველოპერების თქმით, თოჯინების თეატრის მსგავსი ანიმაცია მოთამაშეებს სასწაულის შეგრძნებას გაუჩენს, ხოლო ამ ყველაფერს დამატებული დიზაინერების გამოკვეთილი მხატვრული სტილი - თამაში სასწაულმოქმედ ზღაპარს დაემსგავსება...

>>>

Armikrog სიუჟეტი ჩვენ სხვა პლანეტაზე გადაგვიყვანს. მთავარი გმირი სახელად ტამმინავტი თავის საყვარელ ცხოველთან ერთად - უთვალო პლასტელინის ლეკვი Beak-Beak (მსგავსი სახელი ძაღლს სავარაუდოთ მისი უზარმაზარი ცხვირის გამო ერგო), რომელსაც ლაპარაკი შეუძლია, ავარიაში ხვდებიან. ტომმი გონებას კარგავს, იგი გონს მის მეგობარ ძაღლს მოყავს. შეჯახების შედეგად - მათი ტრანსპორტი დაზიანებულია და აღდგენას არ ექვემდებარება. მათ წინ უზარმაზარი მისტიური სასახლე არმიკროგია აღმართული, რომელიც სავსეა სხვადასხვა უცნაური არსებებით და ასევე უცნაური ნივთებით. ჩვენი მეგობრები ტერიტორიის შესასწავლად მიემგზავრებიან და ბედის, თუ უბედობის გამო, ცოტა მოგვიანებით ისინი სასახლეში გამოკეტილები აღმოჩნდებიან. საჭიროა გაქცევა, გზათ კი მათ უამრავი თავსატეხის ამოხსნა და საიდუმლოს გაგება მოუწევთ.

>>>

Armikrog სათამაშო პროცესი. ქვესთი საკმაოდ ორიგინალური გამოდის. ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ თამაშში ჩვენ სასახლის სხვადასხვა ოთახების გადაადგილებას შევძლებთ, ასევე მოგვიწევს სხვადასხვა მექანიზმების გროვება და მათი მეშვეობით გზის გაკვლევა. იქნებიან სხვადასხვა სახ

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Armikrog

Unread post#2 » 10 Sep 2015 12:48

30 სექტემბერს გამოდის კარგია თავიდანვე მქონდა იმედი და მგონი მაგრა გავერთობი )) მინიმუმ ტომი ტალარიკოს მუსიკა მიღირს მარტო.
ტრეილერი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Armikrog

Unread post#3 » 10 Sep 2015 22:35

მარტო არა, მთლიანად ძველი კამანდაა, პროსტა სახელი არააქ იგივე, უფლებები არ ქონდათ.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Armikrog

Unread post#4 » 10 Sep 2015 22:45

კი კი ვიცი, ვკითხულობდი ხოლმე დეველოპმენტზე, ანუ ის ვთქვი რო სულ რო ის არ გამოუვიდეთ რაც მგონია, მუსიკა იქნება მაგარითქო :D მარა ყველა პონტში მაგარი რამე იქნება შანსი არაა )))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Armikrog

Unread post#5 » 01 Oct 2015 23:22

გამოვიდა და ჯერჯერობით საკმაოდ უარყოფითი შეფასებებია, მოსაწყენი ერთნაირი puzzle-ები და ბაგები, მაინც ვითამაშებ და იქამდე იქნებ გამოასწორონ რამე.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Armikrog

Unread post#6 » 02 Oct 2015 00:41

გამოსვლის ინფო:
Release Date: Sep 30, 2015
Developer: Pencil Test Studios
Genre(s): Point-and-Click
Metascore - No score yet
User Score - 6.1

რავი 4 საათიანიაო წერდა ტიპი და ნუ სირცხვილია თუ მეტი არაა. რაღაც უზომოდ მაგარი უნდა იყოს ჯორნის პონტში რო 4 საათიანი თამაში ტუალეტშია არ ჩარეცხონ, და არამგონია ეგეთი გამოსვლოდათ ეხა ნევერჰუდას მეორე ნაწილი. ძალიან მაგარია ორიგინალი და ერთერთი ყველაზე გემოვნებიანად სტილიზებული თამაშია, მარა იმაში კონტენტიც არი ზატო.

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 173 guests


cron