Sunset, PC

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11826

Sunset

Unread post#1 » 18 Jun 2014 18:05

Sunset
The Path, The Endless Forest, The Graveyard და Fatale შემქმნელმა ბელგიურმა სტუდია Tale of Tales თავის მომდევნო პროექტი, პირველი პირის პოლიტიკური ტრილერი, სახელად Sunset დაანონსა. სტუდიამ ვერ შეძლო გამომცემლის მოძებნა და ფინანსების Kickstarter-ის მეშვეობით მოსაგროვებლად, საკუთარ გულშემატკივარს სთხოვს დახმარების გაწევას.

>>>

დეველოპმენტის გუნდის წევრების მტკიცებით, Sunset - ეს არის ერთგვარი პასუხი ინდუსტრიაში უზარმაზარი პოპულარობით მოსარგებლე საბრძოლო და საომარი შუთერების წინააღმდეგ. მცირე პრეს-რელიზის თანახმად, მოთამაშეს რევოლუციაში ჩაფლულ ქვეყანაში მაცხოვრებელი, ექსცენტრიული მილიონერის სახლის დამლაგებლის როლის მორგება მოუწევს. მოახლე მილიონერის სახლს კვირაში ერთხელ სტუმრობს. დროთაგანმავლობაში მათი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის - მათ შორის გრძნობები, ემოციები და სიყვარული იღვიძებს, ხოლო თამაშის შემდგომი განვითარება მხოლოდ მოთამაშის მიერ გაკეთებულ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული. საინტერესო ფაქტი - თამაშის მუსიკას, სათავგადასავლო პორექტი Journey საუნდტრეკის ავტორი Austin Wintory შემოგვთავაზებს.

>>>

Tale of Tales-ი Kickstarter-ის მეშვეობით საკმაოდ მოკრძალებული თანხის, 25 ათასი დოლარის შეგროვებას გეგმავს, რომლიდანაც მოცემული მომენტისთვის $18,987 უკვე შეგროვილია, ასე რომ უსურვოთ მათ წარმატებები და იმედი ვიქონიოთ, რომ ძალიან ორიგინალურ და ამასთანევე კარგად სათამაშო თავგადასავალს გვაჩუქებენ (25 ათასად ალბათ გაუჭირდებათ, მაგრამ მაინც).

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Sunset

Unread post#2 » 18 Jun 2014 20:48

არადა სურათებზე კაი არტია (ნუ მე მომწონს და...)

Girei
Posts: 12

Sunset

Unread post#3 » 22 Jun 2014 03:00

განსხვავებული და უცნაური სტილი აქვთ ამათ :დ

Riddick
Posts: 11826

Sunset

Unread post#4 » 11 Jan 2015 13:40

პირველი სქრინები: 1 2 3 4 5

Riddick
Posts: 11826

Sunset

Unread post#5 » 21 May 2015 11:29

გამოსვლის ინფო:
Release Date: May 21, 2015
Developer: Tale of Tales
Genre(s): Adventure & Logic
Metascore No score yet
User Score No user score yet

Riddick
Posts: 11826

Sunset

Unread post#6 » 29 Jun 2015 11:15

საერთოდ დაუმსახურებლად გაიარა ამ თამაშმა, განსაკუთრებით ინდის სექტორის მოყვარულებისთვის და რავი მგონია რო უნდა მიაქციოთ ყურადღება. ძალიან უნიკალურ და საინტერესო გეიმფლეის შეიცავს, ამბავიც ძალიან გამორჩეულია სხვა თამაშებისგან.

>>>

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Sunset

Unread post#7 » 29 Jun 2015 11:33

ამაზე ნიუსი იყო რომ მარტო 4კ გაყიდეს და დახურეს სტუდია. მერე მედიამ იწუწუნა ცოტა ხანი კიდე არტს არ ვაფასებთო. მარა რო დასცინეს მკითხველებმა თქვენ თვითონ არ გაქვთ რევიუ ვიზე წუწუნებთო გაჩუმდნენ.

რავი მე პირადად არ დამაინტერესა კონცეპტმა. პახოდუ მოსაწყენიო რომ ვნახე კომენტარები დავიკიდე ვაბშე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11826

Sunset

Unread post#8 » 29 Jun 2015 11:40

ხო მამენტ ვის მოუნდება ვიღაცის დამლაგებლის როლში ყოფნა )) პროსტა ცოტა სხვანაირად უნდა შეხედო ალბათ თუ საინტერესო ექსფერიანსს ეძებ.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Sunset

Unread post#9 » 29 Jun 2015 11:47

კი დამლაგებლის ლავ სთორისადმი დიდი ინტერესი არ მაქ. თან ეგეთი ჟანრი, ფპს-ში დადიხარ და არაფერი ხდება არ მომწონს. დეარ ესტერზეც და gone home-ზეც საშინლად მოვიწყინე, ასევე leviathan.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 24 guests