კიდევ ერთი საინტერესო რამ რაც The Game Awards 2018 მოხდა არი ჩვენთვის ცნობილი და სავარაუდოთ ბევრისთვის საყვარელი Epic Games ახალი ციფრული დისტრიბუციის სერვისის
გახსნა. ცოტა არასტანდარტული მოვლენაა, მსგავსი ღონისძიებისთვის მითუმეტეს, მარა პირადათ მე ძაან დავინტერესდი.
რამდენიც ზოგადად Unreal Engine-მა გააკეთა სათამაშო ინდუსტრიისთვის, იმდენივეს თუ გააკეთებს სერვისიც, თავისუფლად შემილია ვთქვა რო Valve მაგრად მოუწევს ფორმაში ჩადგომა.
ასწორებს ისიც, რო როგორც წმინდა გეიბის კომპანია, ეპიკიც სერიოზული თამაშების ბაგაჟით და ძრავით მოდის ბაზარზე. ამ დღეებში დაჟე სტიმსაც რაღაც "ფორიაქის" ნიშნები შევამჩნიე - ახალი სერვისის გახსნის მერე, რატომღაც Counter-Strike: Global Offensive უფასო გახდა. შეილება დამთხვევაა, მაგრამ ბოლოს როდის გახსოვთ ვალვეს მსგავსი "სიჯიგრე" ?
ეპიკების მაღაზია ჯერ ძაან მშრალად გამოიყურება, მარა თამაშების თვალსაზრისით აშკარად მიიპყრეს ყურადღება. პირველ რიგში, თუ რამე არ მეშლება, იქნება სისტემატიური უფასო თამაშები, როგორც ვთქვათ PS+. ზუტად არ ვიცი მუდმივად უფასო იქნება, თუ რაღაც ხიტრაჟოპობა პირობებიაქ (თუ იცით დაწერეთ). მარა ვიცი რო პირველი ორი უფასო თამაში იქნება Subnautica და Super Meat Boy. ვფიქრობ რო დაწოლა ექსკლუზივებზეც ექნებათ. მაგალითად დაანონსდა Journey-ის PC ვერსია, რომელიც სავარაუდოთ ბევრს დღემდე აინტერესებს.
ჩემი აზრით იდეალური მომენტია PC პლადფორმაზე კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშის შემოსაყვანათ. მარა არა ისეთის რომელიც მხოლოდ მის თამაშებს გაყიდის, არამედ ისეთის რომელიც პირდაპირ კონკურენციას გაუწევს Steam-ს, ტიპს რომელიც ნელნელა საერთოდ კარგავს თავის სახეს. Epic Store-ში ყველაზე მეტად ზუსტად უფასო თამაშების კონცეპტი მომწონს. იდეაში სტიმის აუდიტორიის დიდი წილის მსგავსი ფორმებით მოგროვდა, იქნებოდა ეს თვითონ კომპანიის ონლაინ ჰიტები, რომლებსაც კაპიკებად ყიდდნენ, თუ უფასო Dota, რომელიც ავტომატურად გიჩნება ბიბლიოთეკაში.
რავი ერთი სიტყვის საინტერესო მოვლენაა ინდუსტრიაში და აშკარად გამოაცოცხლებს რაღაცეებს. დაწერეთ თქვენ რას, საერთოდ ფიქრობთ თუ არა რო რამე სერიოზულთან გავქ საქმე?