Unread post#40 » 28 Aug 2021 14:35
Shin Megami Tensei II - დასასვენებლად სანამ წავიდოდი, ვფიქრობდი რა მეთამაშა მეოთხეს შემდეგ და უბრალოდ კიდევ ერთხელ მოვსინჯე რამდენად წავიდოდა სიძველე და გაკვირვებული დავრჩი რო პირველივე თხუთმეთ წუთში ისე ჩამითრია ბოლომდე დახურვა გადავწყვიტე. აქამდე რამდენჯერმე მქონდა ნაცადი დაწყება და სიძველეს ვერ ვეგუებოდი, მარა ამჯერად პირიქით გათიშვაც არ მინდოდა.
რაც შეეხება თამაშს კი, ძველია, თავისი დროისთვისაც ტოპი ნამდვილად არაა, მარა ამას ინაზღაურებს 80-90-იანების კიბერპანკ ანიმეების შთაგონებით და ოკულტურ თემატიკაში მოქცევით. ატმოსფერო და ესთეთიკა დღესაც კი კარგია. სიუჟეტი საკმაოდ თამამი და საინტერესო, გეიმფლეი ნელი მარა ფურცელზე საკმაოდ გამართული, გეიმ დიზაინი მომენტებში ჰარდკორისკენ გადახრილი მარა მომენტებში გასაოცარი.
სიუჟეტი ერთი შეხედვით b movie დონეა, მარა სიმბოლიკებით და თემებით რო ჩაყვე შეიძლება დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებასაც კი მოარგო და კარგადაც გაფიქროს კონსპირაციებზე. თვითონ სიუჟეტის სტრუქტურა ხარისხობრივად კარგია და პლოტ ტვისტებიც საინტერესოა. ნუ ყველაფერთან ერთად რა თქმა უნდა კომიკური ელფერი დაყვება სულ თამაშს, ვინაიდან რელიგიურ პერსონაჟებზე და თემებზე ისე გადარბიან და გადმორბიან რო მთლად სერიოზულად ვეღარ აღიქმება სიუჟეტური მოვლენები - განსაკუთრებით დასავლური კულტურის წარმომადგენლისთვის, თუმცა 90-იანების იაპონური თინეიჯერული პერსპექტივა იხსნება ამით და იმ მხრიდან საკმაოდ საინტერესო უნდა ყოფილიყო თავის დროზე. გეიმ დიზაინის კუთხით სიუჟეტის გადმოცემას ორ ნაწილად დავყოფდი. თამაში პირველ ნახევარში მინიშნებებით გიკვალავს გზას და იოლია გამოიცნო თუ სადაა შემდეგი სიუჟეტური ლოკაცია, ეფლობი სამყაროში და ინტრიგაში, აი მეორე ნახევარში უკვე ძალიან რთულდება გაიგო სად არის სწორი გზა და თამაშI გაიძულებს ყველაფეირ გამოიკვლიო ამხელა სამყაროში და გავლილი ადგილებიც დამახსოვრებული გქონდეს, რაც რეალურად ცუდი დიზაინია ჩემი გაგებით და თამაშის ტემპს ტყუილად ანელებს - საერთოდ არ არის საჭიროება სიუჟეტის ასეთი ხერხებით გაწელვის. ასეთ მომენტებში უკვე გინდა თუ არ გინდა walkthrough უნდა მოიხმარო, ან 90-იანებში დაბრუნდე და მეტი თამაში არ გქონდეს სათამაშო. პერსონაჟების და მონსტრების დიზაინი ძალიან ბუნებრივად ჩასმულია სეთინგში, დაჟე მასე კარგად და ბუნებრივად ახალ სერიებშიც კი არაა.
გეიმფლეი first person-შია და random encounter კომბატი აქვს. კომბატში კარგი ის არის რო შესაძლებელია დამახსოვრბული სკილებით ავტომატური ბრძოლის წაყვანა და უბრალოდ კომბატის ყურება. კომბატი ზოგან ხშირია, ზოგან არა, თუმცა არის სკილები რაც დაბალი ლეველის დემონებთან კომბატს აუქმებს და დამღლელი როგორც ასეთი არ არის ეს კომბატი - რა თქმა უნდა ემულატორზე შიგადაშიგ ასწრაფებით, თორე კონსოლზე საკმაოდ ნელია ყველაფერი და დღევანდელი პერსპექტივით დამღლელია. დანჯენებში გადაადგილება არის ერთფეროვან ლაბირინთებში გზის გაკვლევა და ჩვეულებრივი მარაზმი, თუმცა ეს სერიების ერთერთ სავიზიტო ბარათად იქცა მომავალში და მთელი მიმდევრები ყავს, რაც ჩემთვის გაუგებარია. ამ გადაადგილებებშიც ემულატორი დამეხმარა, ვინაიდან მე არ მიყვარს walkthrough-ზე მიყოლა და მინდა ყველაფერი გამოვიკვლიო, ამ ასწრაფებით კი ყველა რუკას თითქმის ბოლომდე ვხსნიდი მოკლე დროში.
მთლიანობაში ისეთი თამაშია რო მთელი ფრენჩაიზის დასაწყისს და განვითარებას გაცნობს, რაღაც წერტილია საიდანაც ბევრნაირად შეიძლებოდა სერიების და სპინოფების განვითარება, თან იმდენ მასალას იძლევა რო ოდნავ მაინც თუ იცნობ სერიებს, მთელ მონახაზს დაწერ ახალი სერიის შესაქმნელად. კი აქვს სიძველე, სირთულე, ცუდი დიზაინერული გადაწყვეტები და ალბათ მარტო ისტორიისთვის თუ ითამაშებს კაცი, მარა ამავდროულად აქვს ისეთი კონტენტიც რის გამოც შემიძლია ვთქვა რო სერიების მოყვარულთათვის აუცილებელიც კია თამაში.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.