მეექვსე ნაწილი Tomb Raider: The Angel of Darkness-ზე. ქრონიკების მერე ძალიან შემეცვალა სერიისადმი დამოკიდებულება, აღარ მომწონდა ისე, ალბათ იმიტო რო მთავარი გმირის ამბავს ვეღარ ვარკვევდი, ცოცხალი იყო თუ არა. ბავშობაში ისე მიყვარდა რო სიკვდილის თემას ვერ ვეგუებოდი და იმდენი წელი გაგრძელდა შემდგომი ორი თამაშის დეველოპმენტი რო ჩემთვის ლარა მართლა იმ პირამიდაში დარჩა.
The Angel of Darkness ასევე არ იყო კარგად გასაგები, თუ საიდან მოვიდა ლარა, როგორ გადარჩა და ფაქტიურად ყველაზე დიდი ტვისტი ცუდად გადმოცემული გამოვიდა. ამ მომენტზე თვითონ ვიდეოშიც აკეთებენ აქცენტს, ამბობენ, რომ ბევრი რაღაც იქნა ამოჭრილი და გადასწორებული. ვიდეო ძალიან საინტერესოა და კარგად აჩვენებს მთლიან სურათს. ბევრი ისეთი დეტალი გავიგე რომელიც დღემდე მაინტერესებდა.