თემას ვთარგმნი madfanboy-ნ რადგან ავტორს ბევრ რამეში ვეთანხმები :reading: იმედია თევქნც მოგეწონებათ და ინტერესით გაეცნობით ქვევით ჩამოთვლილ 10 ერთ დროს უდიდეს ჰიტს, რომლების მომდევნო სერიები უნამუსოდ იქნა გაფუჭებული რამდენიმე უბრალო მიზეზის გამო.
როგორც წესი როდესაც გამომცემელი თამაშს უზომო ექსპლუატაციას უწევს, იგი ყოველთვის ნაგავი გამოდის. იგივე ხდება შემქმნელების ჯგუფის გამოცვლის დროსაც და იმ შემთხვევაში როდესაც მოთამაშეები თამაშში რაიმე სიახლის შეტანას ითხოვენ, შემქმნელები კი მათი სურვილების თამაშში განხორციელებას იწყებენ. ახლაკი ჩვენს დრამატულ ათეულს გავეცნოთ.
Resident Evil
===================
როგორც ალბათ ყველას გახსოვთ, ამ თამაშის პირველი და მეორე ნაწილი შესანიშნავი გამოვიდა თავის ჟანრში და გახდა ყველა დროის ჰიტი. ხოლო აი მესამეს გამოსვლის შემდეგ მოთამაშეთა აუდიტორიამ მოთქმა :cry: და რაიმე სიახლეების შეტანის მოთხოვნები დაიწყო. საბედნიეროდ Capcom-მმა ამჯერათ მათი პრეტენზიების იგნორირება მოახდინა და გამოუშვა კიდევ ერთი, მართლაც შედევრალური RE Code Veronica. რის შემდეგაც დაიწყო RE 4-ზე მუშაობა, რომლის კონცეფციაც რამდენჯერმე იქნა შეცვლილი. გამოვიდა არცთუისე ცუდი თამაში, მაგრამ ამჯერად არა საშინელებათა ჟანრის არამედ ჩვეულებრივი ბოევიკური ტიპის ხოცვა ჟლეტა. RE5-ზე დიდი იმედები მყარდებოდა, მაგრამ ბოევიკის ამბავმა მეორეთ აღარ გაამართლა =( ამასობაში კი შემქმნელებს სულ გადაავიწყდათ, რომ RE-ს მთავარი ხიბლი მისტიკურ ჰორორში იმალებოდა.
ვინარი დამნაშავე: მოთამაშეები რომლებიც ითხოვდნენ ცვლილებებს და მიიღეს რემბო დვა
Tomb Raider
================
სერიალის პირველი ნაწილი იმ დროსითვის საუკეთესო 3D-სათავგადასავლო თამაში იყო. მეორე ანალოგიურ გზას გაუყვა, მხოლოდ ამჯერად ყველაფერი უფრო მაშტაბური და ლამაზი გახდა. მაგრამ ეს მხოლოდ ერხელ თუ გაგივათ, TR3-ის გამოსვლის შემდეგ თამაში ცოტა მოსაბეზრებელი გახდა, ხოლო აი Tomb Raider: The Angel of Darkness-მა ლარა კროფტის რეპუტაცია სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა :Boomz: . ახლა კი გამოდის რაღაც გაუგებარი კლონები, სადაც არაფერი ახალი არარის. გრაფიკა ვითომდა გააუმჯობესეს მარა აი ძუძუები დააპატარავეს, რასაც არცერთი ნამდვილი თამაშის ფანი არპატიობს X)
ვერდიქტი: ბოლო TR-ს სერიები საშუალო დონის ნაგავია რომლის თამაშის მხოლოდ მობერებულ გეიმერებს თუ მოეწონებათ და ისიც გარკვეული მიზეზების გამო =)
Silent Hill
===============
პირველი სერია შედევრალური გამოვიდა, მეორე ლეგენდარული, მესამე ძალიან საშიში ფსიქოლოგიური ტრილერი ძალიან სერიოზული გრაფიკით და ატმოსფეროთი. მეოთხე კიდევ იბრძოდა და სტილს არ კარგავდა, ხოლო შემდეგ რაც დაიწყო ... Silent Hill: Homecoming-ის ნექსთგენ დებიუტმა, რბილათ რომ ვთქვა ჩაიჯვა . Silent Hill: Origins და Shattered Memories აცთუისე ცუდია, მაგრამ პირველი ოთხი შედევრის შემდეგ, სიტყვა "არცთუისე ცუდი", არცერთ ჩარჩოში აღარ ჯდება.
ვერდიქტი: თამაშის დაბრუნების ყველა იმედი გადაწურულია "ფანებმა კი სმა დაიწყეს"
Tekken
=============
როდესღაც, ყველაზე პოპულარული Fighting-ის ტიტულის მატარებელი თამაში. თამაში გვაკვირვებდა თავის უბრალოობითა და სანახობრიობით. აი მეოთხე ნაწილიდან კი ნელ-ნელა ტუალეტისკენ აიღო გეზი. ნუ მეხუთე ნაწილი ცუდი ნამდვილად არიყო, მაგრამ მეექვსეში იმდენად უსინდისოდ დააკოპირეს ყველაფერი, რომ თამაში ღრმა ფეკალურ მასაში გადაეშვა :zzzZorg:
ვერდიქტი: ახალი სერიების შეძენას არანაირი აზრი აღარააქვს, ისინი წინა ნაწილებისგან არაფრით განსხვავდებია.
Crash Bandicoot
==================
საუკეთესო PS1-ის პლადფორმერი. PS2-ზე კი მას შემქმნელების ჯგუფი შეუცვალეს რის შემდეგაც სერიალი ღმა და დაუნდობელ უნიტაზში გადაეშვა. ძალიან საწყენი ფაქტი ყველა თაყვანისმცემლისთვის.
ვერდიქტი: პირველი სამი სერია, შემდეგ კი ყაშმარ =/
Fallout
============
პირველი ორი ნაწილი, როგორც მოგეხსენებათ შესანიშნავი RPG-იყო, ასევე შესანიშნავად დაბალანსებული. მესამე კი იქცა ცარიელ შუთერად, აუარებელი უაზრო ხლამით. თუ F2-ის რამდენიმე საათის თამაშის სემდეგ თქვენ მაინც არაფერი არ გქონდათ და პისტოლეტის პოვნაც კი ძალიან გახარებდათ, F3-ის 30 წუთის თამაშის მერე თქვენ რამდენიმე სახეობის იარაღი, რამდენიმე სახეობის სამედიცინო პრეპარატი და ასობით კლუჩი, ნემსი, ქვაბი, შლანგი, ტოტი და კიდევ უამრავი რამ გიდევთ ჩანთაში, რაც თამაშის ტერიტორიაზე ისეთი რაოდენობით მეორდება, რომ ბოლოს შეიძლება თვალებიდან სისხლი წამოგივიდეთ :nosebleed: . იმათ საყირადრებოდ კი ვისაც გონია, რომ ამხელა უდაბნოში რაიმე განსხვავებულს იპოვის, მინდა ვუთხრა, რო ეძებეთ, ეძებეთ გულის რევამდე ეძებეთ...
ვერდიქტი: F3 არარის სერიის იდეალური გაგრძელება!
ვინაა დამნაშავე: დამნაშავეა ახალი შემქმნელთა ჯგუფი რომლებმაც თამაშის იდეოლოგია საერთოდ ვერ გაიგეს.
Final Fantasy
=================
უდიდესი JRPG სერია, რომელიც მთელს ჟანრს წინ მიაგორებდა. საქმე X-2-ის გამოსვლის შემდეგ გაფუჭდა, როგორც ჩვენები იტყვიან ხოლმე ალბათ უცებ ფული დაჭირდათ ბიჭებს და ... ამასთან ერთად მოთამაშეები დატანჯულები იყვნენ შემთხვევითი ბრძოლებით, რაც Final Fantasy XII-ში საბედნიეროდ გამოასწორეს. მაგრამ მასში ახალი მინუსები გაჩნდა, მინუსები როგორებიცაა კლასების უქონლობა და სლაბი სიუჟეტი. მაგრამ გამოსწორების მაგივრად (ყველაფერი დანარჩენი ნამდვილად მაღალ დონეზე იყო, უდიდესი სამყარო და ჩამთრევი ბრძოლები) შემქმნელებმა სიტუაცია გაუარესებისკენ წაიყვანეს, უდიდესი სამყარო წვრილი კარიდოერებით შეიცვალა, ხოლო თავისუფლება და საიდუმლოებები საბრძოლო სისტემით შეცვალეს (რამაც თამაში ცარიელ ექშენად აქცია)
ვერდიქტი: რაც გინდათ FF13-ის გარდა.
ვინარის დამნაშავე: გამომცემელი, რომელმაც შემქმნელებს სერიალის განახლების მითითება მისცა, რაც ალბათ მოთამაშეების მოთხოვნების გამო მოხდა.
Donkey Kong
=================
Donkey Kong Country-ის 2D-სერია ალბათ დრემდე მსოფლიოში საუკეთესო პლათფორმერია. მაგრამ Super Nintendo-ს შემდეგ რაღაც მოხდა, DK64 ცუდი არიყო და მორჩა. GameCube-ზე და Wii-ზე მუსიკის სიმულატორებს უშვებენ. სერია უბრალოდ გააფარჩაკუძეს.
ვერდიქტი: თუ შემთხვევით Wii-ზე Donkey Kong-ს გადააწყდით - დაყარეთ ყველაფერი და უკან გამოუხედავად გაიქეცით!
ვინარის დამნაშავე: შემქმნელების გუნდის (Rare) დამშლელი და კაზუალური გამომცემელი (Nintendo)
Unreal Tournament და Quake
==============================
პირველს რაც შეეხება, თითქოს ყველაფერს აუმჯობესებენ, მაგრამ პირველის გარდა სხვა სერიებს მაინც არავინ თამაშობს... ალბათ იმიტომ, რომ მას ზედმეტი არაფერი ჭირდება. ხოლო მეორე Quake wars-ის გამოსვლის შემდეგ, თავისი ფეხით ადგა და წავიდა...
ვერდიქტი: UT-ს კვლავ შეუძლია ყოფილი წარმატების გამეორება, რადგან შემქმნელი არშეუცვლია, მაგრამ Quake-ის საქმე ალბათ აღაც გამოსწორდება.
Command & Conquer
========================
უდიდესი RTS-ის სერიამ ბოლო წლების განმავლობაში სრული კრახი განიცადა. რათქმაუნდა ეს თვითონ ჟანრის დამსახურებაც არის, რადგან მასში რადიკალური ცვლილებები დიდიხანია არ მომხდარა. ანალოგიური პრობლემის წინ NFS-ის სერიებიც აღმოჩნდა და სხვა EA სპორტის ბევრი თამაში.
ვერდიქტი: PS1-ის დროინდელი RTS-ების დრო სამუდამოდ ისტორიას ბარდება.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
ალბათ დაგებადათ კითხვა, ხდება თუ არა სერიის აღორძინება, კი ხდება, მაგრამ ძალიან იშვიათად. იმდენად იშვიათად, რომ იმედი თითქმის არაის. აი Castlevania-ს იმედი შეიძლება, რომ გქონდეთ რადგან მის შექმნაში თვით ჰიდეო კოჯიმა იღებს მონაწილეობას.
კიდევ რამდენიმე თამაში რომლებსაც ანალოგიური ბედისწერა ელით, ესენა:- Max Payne, შეიცვალა გამომცემელი, ასერომ ელის.
- Jax & Daxter
- Gran Turismo (PSP)
- DMC მეოთხე სერიის გამოსვლის შემდეგ.
- Broken Sword მესამე ნაწილის გამოსვლის შემდეგ.
- Might & Magic - დიდებული RPG სერია, ვარდნა რომელმაც ვარდნა 8-სერიიდან დაიწყო და 9-თი დაამთავრა .