Forbidden Siren
- პლათფორმა: Playstation 2
- ჟანრი: horror\adventure
- გამომცემელი: Sony Computer Entertainment
- შემქმნელები: SCEI (Project Siren)
- გამოსვლის თარიღი: 06.11.2003
საკულტო საშინელებათა სერიის პირველი ნაწილი მოგვითხრობს იდუმალ მოვლენებზე, პატარა იაპონურ სოფელ Hanuda-ში. ერთ მშვენიერ დღეს ეს მშვიდი და წყნარი ადგილი გადაიქცევა ნამდვილ ჯოჯოხეთად დედამიწაზე - შეძლებენ თუ არა ადამიანები რომლებიც განგებით მოხვდნენ ამ საშინელ მოვლენებში, შეინარჩუნონ სიცოცხლე ამ კოშმარში. Survival - აი საკვანძო სიტყვა, მრავალ რიცხოვანი Action Horror-ებისაგან განსხვავებით Siren-ის სამყაროში პერსონაჟები სულაც არ გვანან სუპერ გმირებს - ისენი ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან როგორც ჩვენ - დაუცველები სასიკვდილო განსაცდელის წინაშე. აი რატომაა, რომ Forbidden Siren-ის თამაშის პროცესში ძირითადი დატვირთვა მიდის დამალვაზე და გაპარვაზე და არა მონსტრებიც ცჰაცხრილვაზე, ამიტომაც თამაშის ჟანრს მოიხსენიებენ როგორც "Stealth Horror"
ამგვარმა მიდგომამ საშუალება მისცათ ავტორებს უფრო რეალურად გადმოეცათ, შიშის ატმოსფერო, რის შედეგადაც პირველივე წუთებიდანვე ჩვენ ვითავისებთ გმირების ბუნებას და თანავუგრძნობთ მათ. Siren-ის დამახასიათებელი თვისება არის, თხრობის არასწორხაზოვნება - თამაშის პროცესში ჩვენ გვიწევს მოვლენების დანახვა სხვადასხვა ადმიანების თვალით რომლებიც გადარჩენის გზებს ეძებენ. ასევე ვაგროვებთ ჭეშმარიტებას ნაწილ-ნაწილ, Puzzle-ების მსგავსად, ჩვენ გვიწევს სიმართლის გაგება იმაზე თუ სინამდვილეში რა მოხდა სოფელში. აღსანიშნავია რომ თამაშზე მუშაობდნენ ცნობილი Silent Hill-ის ავტორები, (მათ შორის Keiichiro Toyama ფაქტიურად მთელი Silent Hill-ის სერიების ფუძემდებელი და Naoko Sato), რაც არ შეიძლებოდა არ ასახულიყო თამაშის სამყაროზე. ამასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ Siren-ი გარკვეულ წილად წარმოადგენს პირველი SH-ს მოვლენების ხელმეორედ გააზრებას. დაკვირვებული მოთამაშეები იოლად იპოვიან მინიშნებას SH-ს სერიებისადმი და საინტერესო სიუჟეტურ პარალელებს.

Forbidden Siren 2
- პლათფორმა: Playstation 2
- ჟანრი: horror\adventure
- გამომცემელი: Sony Computer Entertainment
- შემქმნელები: SCEI (Project Siren)
- გამოსვლის თარიღი: 09.02.2006
თამაშის პირველი ნაწილის გამოსვლიდან, ორნახევარი წლის შემდეგ, მსოფლიომ ნახა შედევრის გაგრძელება ამ ჯერზე თამაშის სიუჟეტი მოგვითხრობს მიტოვებულ კუნძულ Yamijima-ს შესახებ, რომლის მაცხოვრებლები ერთ ღამეში გაქრნენ. რა მოხდა ამ დაწყევლილ კუნძულზე? და რა არის
მომხდარი ამბების ჭეშმარიტი მიზეზები. ამ კითხვებს რომ ვუპასუხოთ, ჩვენ მოგვიწევს ფანარით ხელში ჩავიძიროთ კუნძულის უკუნეთ სიბნელეში, და თანდათანობით გავიგოთ სულ უფრო ბევრი საშინელი წვრილმანი Yamijima-ს ისტორიიდან. ახალ Siren-ის სიუჟეტს განსაკუთრებულ სიღრმეს სძენს ასევე პატარა ბიჭ Shu Mikami-სა და გოგონა Kanae-ს ურთიერთობის
გულისამაჩუყებელი ისტორია, რომელიც მშვენივრად არის ჩართული ძირითად სიუჟეტში. გაუმჯობესებული გრაფიკა და უამრავი სიახლე თამაშის პროცესში ასევე თამაშობს თავის როლს, რაც გადააქცევს ამ თამაშს Survival Horror ჟანრის ნებისმიერი თაყვანისმცემლის კოლექციის ნამდვილ მარგალიტად.