დოკუმენტური ფილმი Free to Play ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა - მისი ნახვა ყველა მსურველს შეუძლია. იგი ერთერთ ყველაზე პოპულარულ MOBA-თამაშზე Dota 2-ზეა გადაღებული: ფილმში მოთხრობილია სამი ცნობილი კიბერსპორცმენის ისტორია, ადამიანები რომლებმაც საკუთარი ოსტატობით მსოფლიო პოპულარობა მოიპოვეს. თუ ოდესმე გდომებიათ კიბერსპორტის კლინტონ ლუმისის (ასევე ცნობილი როგორც Fear - Evil Geniuses გუნდიდან), ბენედიქტ ლიმ ჰან იანგის (hyhy Team Zenith გუნდიდან) ან დანილა იშუტინის (Dendi გუნდიდან Na’Vi) თვალებით დანახვა - აუცილებლად უყურეთ.
თუ Dota 2 მოყვარული არ ბრძანდებით მოცემული ფილმი თქვენთვის მაინც საინტერესო იქნება: იმის მიუხედავათ რომ ფილმი Valve ფულით არის გადაღებული, შემქმნელებმა იგი Dota 2 ორ საათიან რეკლამას არ დაამსგავსეს. ადამიანების ცხოვრება, რომლებიც თამაშების თამაშით ძალიან დიდ ფულს შოულობენ - ზუსტად ესაა Free to Play მთავარი თემა.
ფილმს შეგიძლიათ ჩაურთოთ რუსული სუბტიტრები >>>